“ბარსელონასთვის” მეტად შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება. რაფინიას მოედნის დატოვება მოუწია შესვენებისას, ბრაზილიისა და ავსტრალიის მეორე ამხანაგურ დაპირისპირებაში, რომელიც “სელესაოს” გამარჯვებით (4-2) დასრულდა. “ბარსას” შემტევმა, რომელმაც პირველი ნახევრის ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, Globo Esporte-ს ცნობით, მარჯვენა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც კარლო ანჩელოტი იძულებული გახდა, ის გასახდელში დაეტოვებინა და მის ნაცვლად ენდრიკი შეეყვანა. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) ეს ცნობა დაადასტურა, თუმცა დაზიანების ზუსტი ხარისხი ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
რაფინია, რომელმაც ეროვნულ გუნდში ფიზიკური პრობლემა გასული სეზონის პირველივე სანაკრებო პაუზისასაც გადაიტანა, ავსტრალიასთან პირველი მატჩის (1-1) მსგავსად, კვლავ ძირითად თერთმეტეულში გამოჩნდა – ამჯერად კაპიტნის სამკლავურით და ზუსტად იმ როლით, რომელსაც “ბარსელონაში” ასრულებს: შეტევის წინა ხაზზე, ცენტრფორვარდად.
კატალონიელთა ლიდერმა თავისი ახალი სანაკრებო ამპლუა ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანიდან გატანილი გოლით აღნიშნა – ბრაზილიის ნაკრების მაისურით მას წელიწად-ნახევარი არ ჰქონდა თავი გამოჩენილი.
აღნიშნული დაზიანება, თუკი საბოლოოდ დადასტურდა (ანჩელოტის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე არ უსაუბრია), მას ბრაზილიის მომდევნო შეხვედრას გამოატოვებინებს, რომელიც შაბათს, 3 ოქტომბერს, კალკუტაში ინდოეთის წინააღმდეგაა ჩანიშნული.
ბოლო პერიოდში რაფინიამ ბრაზილიის ნაკრებში უკვე ორჯერ მიიღო ტრავმა: 2026 წლის მარტში, საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისას, მან მოედანი მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის პრობლემის გამო დატოვა, რის შემდეგაც კუნთის დაზიანება დადასტურდა და ნაკრები დატოვა; მოგვიანებით, ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაიტისთან მატჩისას, მან კვლავ მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა. მაშინ ბრაზილიამ დიაგნოზი დაადასტურა და ის ინტენსიური მკურნალობისთვის გუნდში დატოვა, თუმცა მომდევნო შეხვედრებში აღარ უთამაშია.
შენი დედის მუ@ელი მოვ@@ან ანჩელოტი !
ტიპი ძალით უფუჭებს სეზონს ვინაა ძმაი ეს პანღურითაა გასაგდები მარტო ნაკრებიდან კი არა ფეხბურთიდან მსგავსი არაფერ მინახავს! ან ასეთი ბოღმა საიდან ან ადამიანობის ცოტა ნატამალი მაინც არ უნდა შეგრჩეს კაცს?! რეალში მართლა ტვინს ხომ არ ურეცხავენ ხალხს რაარი ეს რა უბედურებაა მსგავსი არ მინახავს არაფერუ არც გამიგია ტიპები სატანისტები არიან ძმა რა უნდათ ამათ ფეხბურთში
აუ ყველა სანაკრებოზე იტრამვება ეს. დავაი გამოუშვან უკან ბარსელონაში. ანჩელოტი შენი წარბი მოვხან.
შემდეგ პაუზაზე ოფიციალურად არ უნდა გაუშვან!
ანჩელოტის დედის წარბი გავპარსე
ანჩელოტის თარსი დედის პირი ვატირე მე რა ყოველ გამოძახებაზე ტრამვას იღებს
არ შეუძლია ამას ისე, 200%-ით თუ არ დაიხარჯა. რას აკლავს თავს ამ ამხანაგურებს ან ამ ბრაზილიამ ევროპაში ვერ ნახა ვინმე სპარინგისთვის ამხელა გზაზე რო არ ახეტიალოს გუნდი.