“ბარსელონას” გენერალური დირექტორი მანელ დელ რიო კლუბს მიმდინარე თვის ბოლოს დატოვებს. ინფორმაცია თავდაპირველად Ara-მ გაავრცელა, მოგვიანებით კი Mundo Deportivo-მაც დაადასტურა.
დელ რიომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას აცნობა და ორშაბათს ხელმძღვანელ კომიტეტს დაემშვიდობა. კლუბის წყაროების ცნობით, მხარეები დაშორებაზე ორმხრივად შეთანხმდნენ.
დელ რიო “ბარსელონაში” 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. გენერალური დირექტორის თანამდებობა მან 2025 წლის სექტემბერში დაიკავა, მანამდე კი ფინანსური დირექტორი იყო.
მისი წასვლის შემდეგ გენერალური დირექტორის პოსტი დროებით ვაკანტური დარჩება. ფინანსურ მიმართულებას კი სერხიო სერანო ჩაიბარებს, რომელიც აქამდე “Banc de Sabadell-ში” მუშაობდა და მარსელ რამირესს შეცვლის.
დელ რიო კლუბიდან იმ დროს მიდის, როდესაც “ბარსელონამ” ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნებთან შესაბამისობა აღადგინა. ამასთან, კლუბს “ესპაი ბარსას” სამუშაოების დასასრულებლად დამატებით 300 მილიონი ევროს სესხის აღება სჭირდება, რაც დელეგატმა წევრებმა ბოლო ასამბლეაზე დაამტკიცეს.
forum კომენტარები (0)