workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო სიმეონე ბარსელონაზე: თითქოს ეს სხვა სპორტია

დიეგო სიმეონე ბარსელონაზე: თითქოს ეს სხვა სპორტია

bolt მოკლედ
დიეგო სიმეონემ "რეალ მადრიდთან" მოგებული მადრიდული დერბის შემდეგ ჰანსი ფლიკის "ბარსელონას" თამაში აღფრთოვანებით შეაფასა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, კატალონიელები ისე თამაშობენ, თითქოს ეს სრულიად განსხვავებული სპორტი იყოს.

დიეგო “ჩოლო” სიმეონემ ჰანსი ფლიკის “ბარსელონას” თამაში ESPN-თან ინტერვიუში საჯაროდ შეაქო. არგენტინელმა მწვრთნელმა ეს განცხადება “რიად ეარ მეტროპოლიტანოს” გაზონზე გააკეთა – მალევე მას შემდეგ, რაც “ატლეტიკო მადრიდმა” “რეალ მადრიდი” 2-1 დაამარცხა.

ლა ლიგის მეშვიდე ტურის დასრულების შემდეგ “ატლეტიკო” 16 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა (იმდენივე ქულა აქვს “რეალ ბეტისს”) და ლიდერ “ბარსელონას” (21 ქულა) ხუთი ქულით ჩამორჩება, ხოლო “რეალ მადრიდი” 15 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

“ისინი საოცრად თამაშობენ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სულ სხვა სპორტს თამაშობენ, ვიდრე ჩვენ. ცხრიანი არ ჰყავდათ და მოულოდნელად გამოჩნდა რაფინია, რომელსაც შვიდ მატჩში თორმეტი გოლი აქვს გატანილი, ლამინ იამალს კი, მგონი, შვიდი გოლი დაუგროვდა. ეს ციფრები უბრალოდ დაუჯერებელია.”

სიმეონემ მეტოქის სათამაშო სტილის დეტალებზეც ისაუბრა:

“ეს არის გუნდი, რომელიც შენსავე ნახევარზე გაპრესინგებს, დროს გართმევს და რისკზე წასვლისა თუ გოლის გაშვების საერთოდ არ ეშინია – იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მათ კარში გოლის გატანა მოწინააღმდეგისთვის კიდევ უფრო უარესია. ამ მომენტში ისინი საუკეთესოები არიან, ლა ლიგის საუკეთესო გუნდი იმის მიხედვით, რასაც მოედანზე აჩვენებენ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 22 სექ 2026, 00:19
    #4

    უეჭველი მსაჯის ბრალია სიმეონემ ბარსაზე რაც ილაპარაკა, ეს ნეგრეირა რით ვერ გაშიფრეს დავიჯერო ბრმები არაინ მსოფლიოს მაშტაბით…უიი ხო მართლაა წითელმა მადრიდმა თეთრ მადრიდს დააადო ბაირამ დუდუკში, დამპალი მსაჯი ბრასას რომ არ გადაეხადა მსაჯისთვის, მოიგებდა ოქროს ბურთის მომავალი კახპე მფლობელი, ხო ისე “მადრიდული ლოგიკა კეინმა გერმანიაში ყველაფერი მოიგო, მსოფლიოზეც ბრინჯაო აიღო და მაგად და კვარას შორის უნდა გათამაშდეს ოქროს ბურთი” , იცოდით??? რეალ მადრიდი და მისი ფანობა რა მიმდინარეობაა ვერ ამოვხსენი, ვერც ის გავიგე რა სექტააა? ან სექტაა საერთოდ თუ რა არი, ისეთ რამეებს ჩითავენ უცებ შეილება გაცინება მოგინდეს, დაწყებულ სიცილს უცებ აჩერებ და გი და რომ იტირო…😆😆💙❤️

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 21 სექ 2026, 20:55
    #1

    ფეხბურთი არაა შენი საქმე ჩოლო. ფლიკი იუველირია, თეთრი ხელთათმანებით მუშაობს, შენ კი სვარშიკი, მაზუთიანი ხელთათმანებით და უროთი. ამაშია სხვაობა, რასაც შენ ვერასდროს ჩაწვდები, იმიტომ რომ ვირი ხარ, ვირს კი ჭკუა თითქმის არააქვს, მას მხოლოდ ძალა აქვს და ყროყინი შეუძლია.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 21 სექ 2026, 21:11
      #2

      რაც მთავარია ბარსაზე ყველაფერი ზუსტად თქვა და თვითონ კისერი უტეხია.

      • me da barca
        me da barca ლეგენდა
        schedule 21 სექ 2026, 23:20
        #3

        იტყვის თუ არ იტყვის ამით არაფერი იცვლება ბარსასთვის. მთელი მსოფლიო ხედავს ბარსა როგორ დაფრინავს, ხატავს რასაც ქვია. ატლეტიკო კი როგორ ჩეხაობს.
        ბარსა მიქელანჯელოა, ვან გოგი. ატლეტიკო კი ჰენრი დარჯერი, რომელსაც მხატვრობის არაფერი გაეგებოდა, თუმცა თავი მხატვარი ეგონა.