ჯოზეფ ჯუნიორ ანდრეუ გაბრიელი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში უფრო ჯეი ჯეი გაბრიელის სახელითაა ცნობილი, ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოექცა. ესპანური გამოცემა As-ისა და ინგლისელი ჟურნალისტის, კრის უილერის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” 15 წლის თავდამსხმელი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება.
ახალგაზრდა შემტევს “მანკუნიანელთა” აკადემიაში დარჩენის სურვილი არ აქვს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაშის დაწყება რაც შეიძლება სწრაფად სურს. “ბარსელონასთან” ერთად მის მიმართ ინტერესს “რეალ მადრიდი”, მიუნხენის “ბაიერნი” და პსჟ იჩენენ. ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ფეხბურთელმა, რომელსაც სათამაშო სტილით ნეიმარ ჟუნიორსაც ადარებენ, 10 სექტემბერს უეფას ახალგაზრდულ ლიგაში “საბაჰთან” ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ჯეი ჯეი ირლანდიელი მამისა და კვიპროსელი დედის შვილია. 6 ოქტომბერს მას 16 წელი შეუსრულდება, რაც ევროპული პასპორტის ასაღებად აუცილებელი პირობაა – ეს კი ტრანსფერს საგრძნობლად გააადვილებს.
მოთამაშის გარემოცვა “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენის ვარიანტს ფაქტობრივად გამორიცხავს, თუმცა ბრიტანულ მედიაში ვარაუდობენ იმასაც, რომ ეს შესაძლოა “ოლდ ტრაფორდზე” გაუმჯობესებული კონტრაქტის მიღების სტრატეგია იყოს.
მეექვსე წუთიდან 10 კაცით დარჩენილმა ელჩემ სტუმრად მოუგო ესპანიოლს (1:3) ოთხივე გოლი ელჩემ გაიტანა. ეს ის ელჩეა, რომელიც ბარსამ სტუმრად გამოისვა 5:0, ხოლო რეალმა ბოლო წუთზე იღბალის წყალობით გამოგლიჯა 3 ქულა (2:3)
უბრალოდ შედარებისთვის.
ლალიგაში ფორით წინ ვართ ყველაზე, მთავარია ლიგაზე გვეყოს ჯანმრთელობა და რესურსი დასკვნით ფაზაზე
კიდმესი იუთუბიდან😄