workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკ კასადო იჯარით დეპორტივოში გადადის

მარკ კასადო იჯარით დეპორტივოში გადადის

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა “დეპორტივოს” ინტერესი მარკ კასადოს მიმართ, ახლა კი, Sport-ის ცნობით, გარიგება ოფიციალურ ფაზაში შედის: ესპანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონს გალისიურ კლუბში იჯარით გაატარებს. ფეხბურთელმა “დეპორის” პროექტს საბოლოო თანხმობა განუცხადა, კლუბები კი დოკუმენტაციის გაცვლის ეტაპზე არიან. ოპერაცია ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

მოლაპარაკებები ბოლო საათებში საგრძნობლად დაჩქარდა. “დეპორტივო” ბრძოლაში ფაქტობრივად ბოლო წამს ჩაერთო – მაშინ, როცა თურქული კლუბები ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერით შეძენას აქტიურად ცდილობდნენ. თუმცა, ლა კორუნიელთა სპორტულმა პროექტმა კასადო საბოლოოდ დაარწმუნა. ფეხბურთელი უახლოეს ხანში გაემგზავრება გალისიაში, რათა ფორმალობები დაასრულოს და ახალი ეტაპი დაიწყოს.

“დეპორტივოს” ამბიციური პროექტი

კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, კასადო პროექტის დეტალების გაცნობისთანავე მოიხიბლა. მას სურდა სრულად სცოდნოდა იმ გუნდის გეგმები, რომელიც ლა ლიგაში ახლახან აღზევდა, თუმცა მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.

მიმდინარე ზაფხულს “დეპორტივოში” პიერ-ემერიკ ობამეიანგის, ადამა ტრაორეს, ანხელინიოსა და ლეო რომანის გადასვლა, ასევე ხოსე მარია ხიმენესის მოახლოებული ტრანსფერი ნათლად აჩვენებს იმ შემადგენლობის დონეს, რომელსაც გალისიელები აშენებენ.

კასადოს ეკონომიკურად გაცილებით სარფიანი წინადადებები ჰქონდა თურქეთიდან. ასევე, მას ძალიან ხიბლავდა “ბაიერ ლევერკუზენის” ვარიანტი, რომელსაც “ლა მასიაში” მისი ყოფილი მწვრთნელი, კარლეს მარტინესი ხელმძღვანელობს, თუმცა გერმანულ კლუბს მანამდე საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებოდა, რამაც ტრანსფერი შეაფერხა. ლა ლიგაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკისა და კონკურენტუნარიან გუნდში წამყვანი როლის მიღების პერსპექტივამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

“ბარსელონას” პოზიცია და კასადოს პროფესიონალიზმი

სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში “ბარსელონა” მარკ კასადოს სრულფასოვან გაყიდვას პრიორიტეტად მიიჩნევდა და მის ფასად დაახლოებით 40 მილიონ ევროს ასახელებდა. თუმცა, კვირების გასვლასთან და “დეპორტივოს” გამოჩენასთან ერთად, კლუბის პოზიცია შეიცვალა. სპორტულ ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ ლა კორუნია მისი სათამაშო სტილისთვის იდეალური გარემოა შემდგომი პროგრესისთვის.

აღსანიშნავია თავად კასადოს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი: მან ბოლო დღემდე უდიდესი თავდადებით იმუშავა და არანაირი უკმაყოფილება არ გამოუთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სტატუსის შესახებ თვეების განმავლობაში იცოდა. კატალონიურ კლუბში გატარებული თითქმის ათი წლისა და ერთგულების შემდეგ, “ბარსელონამ” მას მომავლის არჩევის სრული თავისუფლება მისცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 10:30
    #7

    მე მაინც ვერ გავიგე, ხელფასს გადაუხდიან თუ ისევ ჩვენი შესანახი იქნება.

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 02 სექ 2026, 08:26
    #6

    აი რატო უნდა მოიხიბლო დეპორტივოს ამბიციური პროექტით როცა ბარსელონადან გადადიხარ ეგ სიაფანდია უბრალოთ ლოგიკას ვერ ვხედავ დალშე მეტი სათამაშო დრო ბაზარი არაა …

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 02 სექ 2026, 02:23
    #5

    კასადო ძალიან ნიჭიერია გახსნა უნდა ბოლომდე და იმედია მოიხოდება

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 02 სექ 2026, 00:10
    #4

    დეპორტივოს თამაშების ყურებო უფრო საინტერესო გახდება, თან იმ გადარეულის გოლებს ვნახავ და ამასაც დავაკვირდები როგორ განვითარდება

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 02 სექ 2026, 00:05
    #3

    ამ ბიჭს არაერთხელ დაუმსახურებია შექება ფანებისგან და მწვრთნელისგან, არავისზე ნაკლები არ იქნება თუ სწორად განვითარდება.ნახევარდაცვაში ამაზე დიდი კონკურენცია ალბათ დღეს არცერთ კლიბს არ აქვს, ბუნებრივია წასვლა ახლა ყველასთვის ლოგიკური იყო, თან იჯარით რო რამე და მომავალ სეზონში კი დავიბრუნებთ, თუმცა იმედია ჩვენც კარგად ვიქნებით და დეპორშიც გამოიჩენს კასადო თავს, აი სარფიანად გაყიდვა მაგ შემთხვევაში უფრო იოლად გამოვა.

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 23:49
    #2

    ბიჭო მაგრა მევასება და რატო უშვებენ არვიცი რა

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 01 სექ 2026, 23:47
    #1

    კი ” დეპორი ” ჯობია მისთვის ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კლუბს თან ობამაც იქ დახვდება