მადრიდის “ატლეტიკო”, “რეალისა” და “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, რადომირ ანტიჩმა მიმდინარე სეზონში ამ გუნდების თამაში გააანალიზა. ანტიჩი თვლის, რომ დიეგო სიმეონეს შეგირდები გარკვეული თვალსაზრისით ზოგიერთ ასპექტში გრანდებს აღემატებიან. იტყობინება, ესპანური პრესა.
“უკანასკნელ მატჩში “ატლეტიკომ” გამარჯვება მოიპოვა და “ბარსელონა” კვლავ აიძულა ძალისხმევა გაეღო სამი ქულის მოპოვებისათვის. დღევანდელი “ბარსელონა” განსხვავებულად თამაშობს, ეს გუნდები და “რეალი” ბევრად აღემატებიან სხვა გუნდებს, თუმცა “ატლეტიკო” უფრო მრავალფეროვანია, იგი სწრაფ და აგრესიულ თამაშს აჩვენებს, ვიდრე “რეალი” და “ბარსელონა”. – განაცხადა, ანტიჩმა.