მადრიდის “ატლეტიკოს” დირექტორთა საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კლუბის სტრატეგიას და გადაწყვიტეს, რომ არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბარსელონასთან” არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
ბლოკირებული ტრანსფერი და არაეთიკური ქმედებები
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “ატლეტიკო” სატრანსფერო ბაზარზე მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა ეს პროცესი ეთიკურად, პროფესიონალურად და კლუბებს შორის ურთიერთპატივისცემის ფონზე უნდა წარიმართოს. დირექტორთა საბჭოს პოზიცია კატეგორიულია:
“სრულად ვუჭერთ მხარს კლუბის მიერ წინასწარ გაჟღერებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ საფეხბურთო კლუბმა ‘ბარსელონამ’ ეს მოთხოვნები არ შეასრულა. შესაბამისად, ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით მათთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც მომავალში იარსებებს.”
მოლოდინი ფეხბურთელისგან
კლუბის ხელმძღვანელობას სჯერა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდება და პროფესიონალიზმს გამოიჩენს. განცხადების ბოლოს მადრიდელები აღნიშნავენ:
“ატლეტიკო” დარწმუნებულია, რომ ჩვენი მოთამაშე ამ გადაწყვეტილებას გაიგებს და კვლავ საუკეთესოდ მუშაობაზე კონცენტრირდება, რათა კლუბს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს – ისე, როგორც ამას იმ ორი სეზონის განმავლობაში აკეთებდა, როდესაც ჩვენს ფერებს იცავდა.”
ჩემი აზრით იმიტომ გამოდეს ეს გამცხადება რომ ბარსას ყველანაირი იმედი გადაეწუროს და ალვარესს აიძულონ რომ არსენალში გადასვლას დათანხმდეს.
იდეაში არც არაფერი შეცვლილა ამ განცხადებით.
ისიც დაიწერა რომ არსენალი ალვარესს დაუკავშირდაო და ამან ისევ დააპაშოლაო.
ამასობაში მცველზე ვმუშაობთ!
იმედია სევილია და ვალენსია მოიხოდება ატლეტიკო დაუბრუნდება თავის ისტორიული 10+ ადგილებს 🤮🤮🤮🤮🤮
ჟორჟიიი იყიდეთ
ამის მერე არცერთი ტალანტი მანდ არ წავა და გრძელ კონტაქტებსაც არავინ მოაწერს ხელს🤮
Ისე იქცევა ატლეტიკო რო ძაან დაიძაბება ურატიერთობები და ერთიერთშეხვედრრბშიც აუცილებლად აიწევს ტემპერატურა. Სოფლის გუნდი არ იზავდა ამას. Სამომავლოდ ჩვენგანაც ვეღარავის წაიყვანენ დარწმუნებულივარ, არადა მაგათ უფრო კარგი შევსება ქონდათ ჩვენგან ბოლო წლებში. Მთავარია ეხლა ჩვენც მაგათ დონეზე არ დავეშვათ და პასუხი მხოლოდ მოედანზე დავუბრუნოთ.
მახსოვს მუნდიალის წინ თქვეს, ბარსამ რო პირველი წინადადება გაუკეთს, თქვას ფეხბურთელმა რო წასვლა უნდაო და დავილაპარაკებთო. ეგონათ ვერ გაბედავდა, მაგრამ აყვა ეს და უფრო გამწარდნენ, ამიტომაც საერთოდ გადაწყვიტეს აღარ ელაპარაკათ ბარსასთან. ხოდა იყვნენ ეგრე ჯერ რას ითამაშებს ვნახოთ და 100 მილიონსაც აღარვინ მისცემთ ისე დაუვარდება ფასი. და საერთოდ ამისთანა ამბების შემდეგ ვინმეს მოყვანას რო დააპირებენ მადრიდში ყველა ნორმალური ადამიანი ათასჯერ დაფიქრდება ღირს თუ არა ესეთ საპატიმროში გადასვლა. ვინღა წავა მაგათთან.
გეგონება ალვარესის გარეშე ვერ წავკუზავთ
გაანებონ თავი მოიყვანონ ვინმე სხვა ფორვარფი ან მცველი მაინც 4 დღეში მთავრდება უკვე სატრანსფერო ფანჯარა
უნდა უარყოს ბარსას გარდა ყველა შეთავაზება და სხვა გზა არ ექნება ატლეტიკოს. ალვარესის დაუკითხავად ვერცერთ გუნდში გაყიდის. ახლა რომც დაიტოვონ, ზამთარში უეჭველი გამოუშვებენ. მიხვდებიან რომ აურევს სიტუაციას გასახდელში დემოტივირებული ფეხბურთელი და ნახავენ.
ძალიან კარგი! ამ ფასად ამაზე ათჯერ უკეთეს თავდამსხმელს მოვიყვანთ!
ვსიო დავივიწყოთ ეს კაცი და ზამთრის ტრანსფერებამდე მოიძიონ ცხრიანი ესაა გამოსავალი
საიდუმლო სამიზნე მცველის პოზიციაზე მგონი ყოფილა 18 წლის რუდ ნიჯსტადი, წარმოდგენა არ მაქვს როგორ იკითხება გვარი მაგრამ ახლა ესე იყოს. ჩემი ერთგვარი ექსკლუზივი
433-ის ნიდერლანდურ გვერდზე დაიდო