უკვე ცნობილია იმ არბიტრის ვინაობა, ვინც ხვალ “ბარსელონას” სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას “ატლეტიკის” წინააღმდეგ განსჯის. მატჩის მთავარი მსაჯი მადრიდელი მიგელ ანხელ ორტის არიასი იქნება.
გასულ სეზონში მან პრიმერა დივიზიონის 20, ხოლო ესპანეთის თასის 3 შეხვედრაში იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს არბიტრი იყო პასუხისმგებელი “რეალ მადრიდისთვის” სამსაჯო სიახლეების გაცნობაზე.
VAR-ის ოთახში მას ანდალუსიელი ხორხე ფიგეროა ვასკესი დაეხმარება.
სტატისტიკა ბარსელონასთან
კატალონიელთა მატჩი ორტის არიასმა 12-ჯერ განსაჯა, საიდანაც გუნდმა 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო (2022-2023 წლების სეზონის 23-ე ტურში “ალმერიასთან” მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა).
- პირველი მატჩი: 2021-2022 წლების სეზონის 36-ე ტურში, როდესაც მან უმაღლეს დივიზიონში “კამპ ნოუზე” “სელტას” სტუმრობა განსაჯა (ბლაუგრანას გამარჯვება 3-1).
- ბოლო მატჩი: გასული წლის ნოემბერში, როდესაც კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე “ალავესი” 3-1 დაამარცხეს.
სტატისტიკა ატლეტიკთან
ბილბაოს “ატლეტიკსაც” ამ მსაჯთან გადაკვეთის 12 შემთხვევა აქვს. ბასკების ანგარიშზე 6 გამარჯვება, 2 ფრე და 4 მარცხია.
- ბოლო მატჩი: გასული სეზონის მაისში, როდესაც ისინი “სან მამესზე” “ვალენსიასთან” 0-1 დამარცხდნენ.
- ბოლო გამარჯვება: გასული წლის 20 სექტემბერს (მე-5 ტური) “მესტალიაზე” გამართულ შეხვედრაში ფიქსირდება, როდესაც ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 2-0 მოიგო.
ვაიმე ამ რეალს სასტიკად იმას ვუზამთ