workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 14'sports_soccer ადეიემი 45+3'sports_soccer რაფინია 67'sports_soccer ფერმინი 71'sports_soccer ფერმინი 79'sports_soccer
ფლიკი: დეკუსთან 9 ნომრის თაობაზე უნდა ვისაუბროთ

ფლიკი: დეკუსთან 9 ნომრის თაობაზე უნდა ვისაუბროთ

bolt მოკლედ
"ელჩესთან" 5-0 გამარჯვების შემდეგ ჰანსი ფლიკმა მატჩი შეაფასა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ახალი თავდამსხმელის დამატებაზე დეკუსთან ისაუბრებს, შეაქო რაფინია და განმარტა ბალდესა და გავის ირგვლივ არსებული სიტუაცია.

ჰანსი ფლიკი “მარტინეს ვალეროზე” “ელჩესთან” მატჩის შემდეგ იღიმებოდა. ლა ლიგაში უკეთეს დებიუტს ის ვერც ინატრებდა. “ბარსელონამ” ტიტულის დაცვა “ელჩესთან” დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური გუნდი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობდა, მათ გამოსავლის პოვნა მაინც შეძლეს. რაფინიამ და ფერმინმა დუბლები შეასრულეს, ადეიემიმ კი თავი სადებიუტო გოლით გამოიჩინა. თუმცა, შედეგის მიღმა, გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გააჟღერა.

მატჩის შეფასება და 9 ნომრის დებატები

ფლიკმა ყურადღება გაამახვილა იმ ასპექტზე, რომელიც მატჩამდე ყველაზე მეტად აწუხებდა:

“ბურთის დაკარგვა მაწუხებდა. ჩვენ ბურთი უნდა გაგვეკონტროლებინა და საბოლოოდ კარი მშრალად შევინახეთ, რაც ფანტასტიკურია, 5 გოლი კი – შესანიშნავი.”

მან “ელჩეს” თამაშიც დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა “ბარსელონამ” სივრცეები შესანიშნავად გამოიყენა.

ამ უხვგოლიანმა გამარჯვებამ 9 ნომრის დამატების საჭიროების შესახებ დებატები კვლავ გააქტიურა. “ბარსელონამ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოძრავი შემტევი ხაზით საფრთხის შექმნა შეუძლია, მაგრამ ფლიკს ამ პოზიციის გაძლიერებაზე უარი არ უთქვამს: “მომდევნო კვირაში დეკუსთან საუბარი მოგვიწევს და ის უნდა გავაკეთოთ, რაც გუნდისთვის საუკეთესო იქნება.”

რაფინიას კაპიტნობა და ესპარტის მრავალმხრივობა

ამ საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი რაფინია იყო. ბრაზილიელმა ორი გოლი გაიტანა და ტრადიციული 9 ნომრის პოზიციაზე არყოფნის მიუხედავად, შეტევაში ლიდერის როლი მოირგო. ფლიკისთვის მისი მნიშვნელობა გატანილ გოლებზე ბევრად შორს მიდის:

“ჩემთვის რაფა ინტენსივობის კარგი მაგალითია. როდესაც ის პრესინგს იწყებს, დანარჩენებიც მიჰყვებიან. ეს არის კაპიტანი. ის კაპიტანია.”

მწვრთნელმა განსაკუთრებული სიტყვებით შეაქო ჩავი ესპარტი, რომელიც სასტარტო თერთმეტეულში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი არჩევანი იყო. მან “ბარსელონას” მარცხენა ფლანგზე ითამაშა (განაცხადს მიღმა დარჩენილი ბალდეს ნაცვლად). ფლიკმა მისი მრავალმხრივობა გამოყო: “მას მარჯვნივაც შეუძლია თამაში და მარცხნივაც. იცის, რა უნდა გააკეთოს და ბურთით ფანტასტიკურია, ყველაფერს კარგად აკეთებს.”

გავის მდგომარეობა და ბალდეს მომავალი

თამაშმა ერთი საზრუნავიც დატოვა: მარჯვენა მუხლში მიღებული დარტყმის გამო გავის მოედნის დატოვება მოუწია. ფლიკმა განმარტა, რომ ტრავმის სირთულის გასაგებად სამედიცინო ტესტების პასუხებს უნდა დაელოდონ, თუმცა დასძინა: “ჩანს, რომ უკეთაა. ვნახავთ.”

რაც შეეხება ალეხანდრო ბალდეს, ფლიკმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოსთხოვა. მან აღიარა, რომ დილით ერთმანეთს ესაუბრნენ და ფიქრობს, რომ მოთამაშისთვის ახლა დაფიქრება აუცილებელია:

“მისთვის არ მითქვამს, რომ წასვლა უწევს. მაქვს განცდა და ვფიქრობ, მისთვის უკეთესია იფიქროს, გაანალიზოს, გაერკვეს და შემდეგ ვისაუბრებთ. ამაზე ორივე შევთანხმდით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 24 აგვ 2026, 11:03
    #5

    ელჩე ყველაზე გახსნილი მხიარული და ცოტა იდიოტი გუნდია ლა ლიგაში. იშვიათია ესპანური გუნდი რომელიც 5 მცველს გიყენებს მარა სივრცეს გაძლევს ოხრად. სარაბიაც წასულა ეგ კიდე რაღაცას აყომარებდა, ვიღაც ცხირმოუხოცავი მწვრთნელი ყავთ და მარტივად მოვუგეთ. ამაზე 100 ჯერ რთული იქნება თამაშები სადაც სწრაფ გოლს ვერ გავიტანთ და გოლის გატანის წნეხი გვექნება. მეტოქე რო ჩაგვიჯდება დაცვაში. აი იქ დაგვჭირდება 9 ის კლასი. საჯარიმოში რო იდგება 11 კაცი. იმედია შეარჩევენ ვინმეს თორე იანვრამდე თუ გადაიდო ეგ ამბავი ბევრ ქულას დავკარგავთ

  • Visca barca
    Visca barcaflag გულშემატკივარი
    schedule 24 აგვ 2026, 11:00
    #4

    იამალი კლონით ჩაანაცვლეს

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
    schedule 24 აგვ 2026, 09:15
    #2

    იმედია ნორმალურ ცხრიანს მოიყვანენ, რომ მერე უფრო მაგრად ეკაიფოს მსოფლიოს, ბაბუა ფლიკი ახალ სიგიჟეებს გვიანონსებს ამ წელსაც როგორც ჩანს, თან რა ჰიპერაქტიური და სწრაფი კამანდა შეკრა, ცხრიანიც და ეგ არი ერთი ამოსუნთქვით სეზონის გავლა…
    “კსტაწე” ხიხო მადრიდისტა არ შამომახტეს ეხლა ვინისიუსზე და არ დაიწყოს ზღაპრების მოყოლა, მოურინიოზე და მაგის რეალზე…

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 24 აგვ 2026, 10:39
      #3

      იგივენაირად არის რეალი რაც შარშან იყო ექნება გამოკვეთილი თამაშებიც თუმცა უმეტეს ისე ითამაშებს როგორც ესპანიოლთან ან მაგაზე ცუდად კიდე ლალიგაში უარესი კლუბების მეტი რა არის ხეტაფედან დაწყებული ლევანტეთი დამთავრებული… ლიგაზე კიდე გრანდებს ვერ გაუქაჩავს და ეგაა რაა იჭიხვინონ რამდენიც უნდა ჩმოურინიოზე ფლიკის მორიგი მსხვერპლი იქნება აგერ მე და აგერ თქვენ ნახავთ