ოფიციალურად: როდრი ერნანდესი ბარსელონას ფეხბურთელია!

ოფიციალურად: როდრი ერნანდესი ბარსელონას ფეხბურთელია!

ბარსელონამ ახლახან როდრიგო ერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – კატალონიურმა გრანდმა ესპანელ საყრდენს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

როდრი“სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ბარსელონა ჩემი პირველი არჩევანი იყო.

სათამაშოდ მზად ვარ, ოპერაცია სერიოზული არ ყოფილა.

იმედია, ხვალ ვივარჯიშებ და ჰანსის განკარგულებაში მალე ვიქნები. ვნახოთ, რას გადაწყვეტს.

ბუსკეტსი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. მასთან შედარება პრივილეგიაა.

ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ და ლა ლიგაში გამარჯვებებიც უნდა გავაგრძელოთ.

კარიერაში გადაწყვეტილებებს ყოველთვის სპორტული ფაქტორით ვიღებ. ჰანსი ფლიკის სათამაშო სტილი მიზიდავს. ვფიქრობ, მასთან ერთად კიდევ უფრო განვვითარდები.

კულეებო, წინ ყველა ტიტულისკენ!”

ბარსასა და მანჩესტერ სიტის შორის €75-მილიონიანი გარიგება დაიდო: აქედან €60 მილიონი ფიქსირებული თანხაა, დანარჩენი €15 მილიონი კი – ბონუსები.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (10)

დატოვე კომენტარი

  • araujo4
    araujo4local_fire_department კულე
    schedule 18 აგვ 2026, 22:53

    მუსიალას კიდე გული წაუვიდა, მაგრა მეცოდება ნეტა რა ჭირს. ძაან მავრა მევასება ბემბი

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_shield ვეტერანი
      schedule 18 აგვ 2026, 22:57

      დღესაც? 2-3 დღის წინ რო წაუვიდა მაგის მერე კიდე?

      • araujo4
        araujo4local_fire_department კულე
        schedule 18 აგვ 2026, 23:39

        კი, მარა ეხლა დადო პოსტი სერიოზული არაფერი მჭირსო, კონტროლის ქვეშაა ყველაფერიო და მალე მოვიხოდებიო.

  • ALBATROSS
    ALBATROSSeco ახალბედა
    schedule 18 აგვ 2026, 22:04

    პროსტა როგორ მინდა წელს ტრებლი დადონ თავისთავად ის წარაკუა სლეარ მადრიდი უტიტულოდ ჩაჯვავს ისევ… ხომ შეიძლება სითივით მივაყოლოთ ჩვენთ 4 ჩემპიონობა🤔🫩

  • cruyff9
    cruyff9star ლეგენდა
    schedule 18 აგვ 2026, 21:51

    როდრიში ყველაზე მეტად რაც მაოცებს და მიყვარს პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობაა❤️❤️❤️

  • Lucho
    Luchoshield ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 21:41

    რეგისტრაციაზე რახდება 5 დღე დარჩა ლალიგის დაწყებამდე ვინც იყიდეს არცერთი არა დარეგისტრილებული

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 21:29

    გილოცავთ უკვე ოფიციალურადაც🙏😇🏆