როდრი ერნანდესი ბარსელონაშია!

როდრი ერნანდესი ბარსელონაშია!

ბარსელონას ახალწვეული, როდრი ერნანდესი კატალონიის დედაქალაქში ჩაფრინდა.

“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ბოლო დღეები ძალიან ინტენსიური იყო. თანაგუნდებელბთან ერთად საქმის დაწყებას მოუთმენლად ველი. მაქსიმუმს გავიღებ.

ბარსელონაში თამაში ოცნების ახდენაა. წინ ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ყველა ტიტულისკენ, რაც გზად შეგვხვდება!” – განაცხადა 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა აეროპორტში.

მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება. ბარსასა და მანჩესტერ სიტის შორის €76-მილიონიანი გარიგება დაიდო: აქედან €60 მილიონი ფიქსირებული თანხაა, €6 მილიონი მარტივი ბონუსები, დანარჩენი €10 მილიონი კი – რთულად მიღწევადი. კატალონიური გრანდი ესპანელ საყრდენს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (12)

დატოვე კომენტარი

  • iniesta73
    iniesta73local_fire_department კულე
    schedule 18 აგვ 2026, 11:02

    მაგარი ტრანსფერია მთავარია ტრამვებმა არ შეაწუხოს, ლაპორტიც რომ მოიყვანონ დაცვაშიც მოიხსნებოდა ყველანაირი პრობლემა

  • ჯიჯი
    ჯიჯიshield ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 06:55

    ეს კომენტარი არ დაგავიწყდეთ, როდრი თუ ფორმაში ჩადგა და ტრამვებით არ გაწამდა წელს თუ არა მომავალ წელს ბარსელონა ლიგას მოიგებს,აგერ თქვენ და აგერ ჩემი კომენტარი

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 18 აგვ 2026, 01:42

    ერთი ცენტრფორვარდი გვინდა და შევსებულია გუნდი. დაცვაშიც კი გვინდა მაგრამ ფლიკის ტაქტიკაში რაც არ უნდა კაი მცველი გყავდეს გოლები მაინც გაგვივა.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 18 აგვ 2026, 00:29

    მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტანი და ოქროს ბურთის მფლობელი კაცი რომ რაინიარით დაფრინავს, ეს არის იშვიათი თავმდაბლობა და უბრალოება, რა უნდოდა ამას რეალში ან თუნდაც შეიხებთან?

    • Machara
      Macharaeco ახალბედა
      schedule 18 აგვ 2026, 01:28

      კერძო რეისით ჩამოყავს გუნდს ასეთ დროს ფეხბურთელი, ანუ ბარსელონამ უქირავა თვითმფრინავი მის და მის ოჯახს და ეს თვითმფრინავი ამ შემთხვებაში იქირავეს რაინეარისგან.

      • Albicelecte
        Albicelecteshield ვეტერანი
        schedule 18 აგვ 2026, 01:54

        ეს სხვა შემთხვევაა; ეხლაც რეინიარისგან იქირავეს

  • mesi_10
    mesi_10star ლეგენდა
    schedule 18 აგვ 2026, 00:11

    შესანიშნავი ტრანსფერია იმედია ახლა მაინც ვეღირსებით ჩემპიონთა ლიგას..

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 23:50

    ჩლ-ს თასი უნდა აწიო ბებერ ამ წელს

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 17 აგვ 2026, 23:06

    Deco 👏👏👏 მაგრამ სანამ ცენტრფორვარდი და ცაცია ცენტრალური მცველი არ დაიდება ჯერ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის ! მითუმეტეს სესხი (210 მილიონი) მაგისთვის გვაქვს აღებული და მომავალ სეზონში 1 :1 წესი აღარ იმუშავებსო 🙁 ამიტომ ერთი მცველი ემერიკ ლაპორტი მოიყვანე და ის ცენტრფორვარდი ვინც ფლიკს უნდა უნდა მოახერხო ტრანსფერების დახურვამდე

  • TaTo JR
    TaTo JRshield ვეტერანი
    schedule 17 აგვ 2026, 22:49

    აუ ერთი სული მაქროდის დაიწყება თამაშებიიი… თქვენ ჯერ კიდე ვერ წარმოიდგენთ რა კაცი მოვიყვანეეთ 🔥❤️

    • Rick Sanchez
      Rick Sanchezlocal_fire_department კულე
      schedule 17 აგვ 2026, 23:00

      ჯერ ვერ იქნება როდრი, სექტემბრიდან დაიწყებსო ამბობენ.