ამ პარასკევს ფრენკი დე იონგმა თავი მკაცრად დაიცვა იმ კრიტიკისგან, რომელსაც თავისი ტრავმის, “ბარსელონასადმი” დამოკიდებულების, ჰანსი ფლიკსა და კლუბთან ურთიერთობის გამო იღებს. ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა “ბარსელონას” მედიასთან ისაუბრა, რათა თავისი სიტუაცია აეხსნა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ის საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი იყო.
“მინდოდა ცოტათი ამეხსნა, თუ რას ვგრძნობ და რა ხდებოდა, რათა ეს ბრაზი მომეშორებინა და მხოლოდ გამოჯანმრთელებაზე ვყოფილიყავი ფოკუსირებული”, – თქვა მან.
ტრავმა და მისი მიზეზები
დე იონგმა ტრავმის სიმძიმესა და მის მიღებაზე ისაუბრა:
“ჩავიტარეთ გამოკვლევა და გამოჩნდა, რომ ტრავმა ახლა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მაშინ, როცა ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მივიღე. ეს ძალიან რთული იყო, რადგან არ ველოდი. არავინ ელოდა. ეს ძალიან ცუდია. ძალიან მწყდება გული, რადგან ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მიყვარს, განსაკუთრებით “ბარსელონასა” და ეროვნული ნაკრებისთვის.”
თუ როგორ მიიღო ტრავმა, ფეხბურთელი ასე იხსენებს:
“ეს უბედური შემთხვევა იყო. ვარჯიშზე ვიღაც დამეცა და მუხლზე მცირე პრობლემა შემექმნა. გავიკეთეთ ტესტები და გამოჩნდა მცირე დაზიანება. ყველამ იცოდა ამის შესახებ. მითხრეს, რომ თამაშის გაგრძელება შემეძლო, მექნებოდა ცოტა ტკივილი, მაგრამ თამაშს შევძლებდი. დამარწმუნეს, რომ მდგომარეობა არ გაუარესდებოდა.”
მკურნალობის პროცესი და ყალბი ამბები
დე იონგის თქმით, მან თამაში გააგრძელა, რადგან ფეხბურთი უყვარს და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მისი ოცნებაა. ნიდერლანდელის თქმით, მას იგივე არაერთხელ გაუკეთებია “ბარსელონასთვისაც”.
“ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა ეთანხმება. ვხედავ, რომ ბევრი ისეთი რამ იწერება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ქვეყნდება ბევრი ყალბი ინფორმაცია და ვამჩნევ, რომ ეს ჩემს იმიჯს აზიანებს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი ჩემზე. მშვენივრად ვიკვებები, ვცდილობ საკმარისად მეძინოს და მთელი ოჯახი ჩემს რეჟიმს ერგება. ვაკეთებ აბსოლუტურად ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე, კარგ ფორმაში დავბრუნდე.”
ურთიერთობა ფლიკთან და კლუბთან
ნიდერლანდელმა ასევე ისაუბრა თავის მომავალზე და აღნიშნა, რომ კლუბში უკვე 7 წელია იმყოფება, მისი ოცნება ყოველთვის იყო “ბარსელონაში” თამაში და აქ ჯერ კიდევ აქვს მიზნები მისაღწევი.
რაც შეეხება ჰანსი ფლიკთან ურთიერთობას, მან კატეგორიულად უარყო გავრცელებული ჭორები:
“ამბობდნენ, რომ მწვრთნელთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მაქვს, რაც სრული სიცრუეა. მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასთან ბევრს ვსაუბრობ. შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ. ეს ტყუილია. არიან ჟურნალისტები, რომლებიც ყალბ ამბებს იგონებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში მოექცნენ.”
იგივე ეხება კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობასაც:
“თქვეს, რომ კლუბთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, რაც ასევე არ არის მართალი. ბევრს ვსაუბრობ კლუბის ხალხთან, დირექტორებთან და სხვებთან. ვიტყოდი, რომ ჩემი ურთიერთობა კლუბთან ძალიან კარგია.”
მან ასევე უარყო ინფორმაცია, თითქოს შარშან ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვა:
“ეს ყალბია. უბრალოდ არ არის სიმართლე.”
ახალი სეზონი და მოლოდინები
მიუხედავად რთული პერიოდისა, დე იონგი გულშემატკივრების მხარდაჭერას გრძნობს. რაც შეეხება ახალ სეზონს, ის ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი:
“ძალიან გახარებულები ვართ. ვფიქრობ, უკვე ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს და კარგად ვძლიერდებით. ყოველწლიურად ვუმჯობესდებით. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ უკვე მოვიგეთ ტიტულები და კვლავ დიდი ამბიცია გვაქვს, რომ კიდევ ბევრი მოვიგოთ. ვფიქრობ, აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგა დიდ მოტივაციასა და ენთუზიაზმს გვაძლევს.”
ბოლოს მან ახალწვეულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები და პიროვნებები არიან, თავად კი მაქსიმალურად ცდილობს, ადაპტაციაში დაეხმაროს.
Amas intimuri videoebi rom gaubazron sheidzleba rustavelze gamovides
ამან მოტყნა ტვინი, რა აზიზია. ეწყინა და ცივი წყალი დალიოს. ის რომ პრესაც და გულშემატკივარი მუდამ უკმაყოფილო იქნება ეს ფაქტია და ვერაფერს უშველი. მორჩი დროზე და მიხედე გუნდს.
29 წლის ხარ ძმა! ლამის 10 წლის უკან მოგიყვანეს და ყოველ სეზონის დაწყების წინ ან პრესას აკრიტიკებ,ან ხალხს ან იძახი თქვენ ნამდვილი დე იონგი არ გინახავთო! მოდი იდი ნა$%^ი რა თუ ჩემი ძმა ხარ <3 მითხარი ერთი დასამახსოვრებელი სეზონი რო აი შენ აიღე ნახევარდაცვა შენს თავზე (რაც წესით ასე უნდა ყოფილიყო!) და რამე ქენი. კონტრაქტზე წუწუნებ, ხელფასზე წუწუნებ, ზამენაზე დაგსვამენ და მტრისას და ავისას შენ მერე იყურები. ერთხელ გთხოვეს ხელფასის დაკლება და აუუუ გაიწელე ელარჯივით. რასაც შენგან ვითხოვდით ძმა ეგერ კასადომ 1 სეზონში დადო! რო უთხრეს ძმა კაი ბიჭიხარ მარა შენი ადგილი არაა აქო ხმა არამოუღია ისე გადაჯდა სკამზე, გულით აღნიშნავდა ტიტულებს, სკამზე რო იჯდა იქედან ქომაგობდა ყველას და აგერ რო უთხრეს დროა წახვიდეო თავი დახარა და მადლობა ყველაფრისთვისო. არ დაუწყია შენსავით მიზეზობანა ხან დეპრესია გქონდა ხან ესა ხან ისა. მოდი რა ჯერ შენი თავი აკრიტიკე ერთხელ მაინც მოიხადე ბოდიში რო ის შედეგი ვერ დადე. ანდრე გომეში უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე შენ! <3
ესეიგი სულ სხვა დამნაშავე ერთხელ არ გაკრიტიკებს საკუთარ თავს მეორე შტეგენია რაა🤬იმან მართლა დიდი ფეხბურთი მაინც ითამაშა ეს ვერ გაიხსნა და ვერც გაიხსნება აწი.ბურთის ამოტანა ყველა ლამასიელს შეუძლია .ბარსა რომ მეწველი ძროხა გახადეს წავიდა ეგ დრო სულ არ მაინტერსებს სხვისი აზრი ჩემი აზრით ბოლოს წლები სწორი პოლიტიკა მიდის მაგიტომაც დაიდო შედეგები.ვისაც არ უნდა არ მოწონს რამე გასხას აგერ ტორესია მაგალითი.უნიჭიერესი ბავშვები გყვავს რამენაირად გადავიტანთ.
ზარალი და წყალში გადაყრილი ფული ნაღდათ არ არის. მაგრამ ფაქტია ისე ვერ გაამართლა როგორც გვეგონა. კარგი იქნებოდა მანჩესტერს როცა უნდოდა მაშინ გაგვეშვა და ავიღებდით ერთ 110 მილიონს☹️ მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ბარსელონაში არ იციან სწორ დრის არც ყიდვა და არც გაყიდვა. ახლა ამასთანაც არ არის აუცილებელი მტრობა და კონფლიქტი, სასწაული ხელფასი რომ ქონდა ეგ მარტო ამის ბრალი ნაღდათ არ იყო, ფაქტია. დააკორექტიროს. კონტრაქტის გაგრძელებისას და ახლა ისეთი ხელფასი აქვს რაც პრინციპში სტატუსიდან გამომდინარე ეკუთვნის. სულელი ნაღდათ არ არის და ალბათ თავადაც ხვდება როდრის თუ მოიყვანენ ( იმედია აქაც არ ჩაიჯვავენ) პლუს ბერნარის სტატუსი და პერსპექტივა, უნდა ხვდებოდეს რომ ზედმეტია გუნდში. მთავარია ტრავმა მოირჩინოს და სადმე ამბიციურ კლუბში გავუშვათ. რავიცი 29 წლის დეიონგი რომელსაც გრძელი კონტრაქტი წესით 50 მილიონად უნდა გავყიდოთ. წყნარად, კონფლიქტების გარეშე უნდა დაელაპარაკოს მწვრთნელი, ვირთხა და ლენჩი და აუხსნან ეს ყველაფერი. მადლობა გადაუხადონ და დაემშვიდობონ. ასე იქცევიან ნორმალური კლუბები და ეს უცოდინარი, ზარმაცი, არაპროფესიონალი სირები რას იზავენ არ ვიცი. შეილძება კონტრაქტის გაუწყვიტონ და გააჩუქონ😕
მოიხოდე მალე
ზარალია უკვე 7 წელია, აქაური ბავშვები ბარსას გარდა არავის თამაშებს რომ უყურებენ უმაღლესი დონე ჰგონიათ ეს. როდრი რაც ამან ქნა ნახევარ წელში იზამს მაგაზე მეტს.
ტორესი გაოფიციალურდა
ბარსამ
ლუის სუარზეი იყიდაა? მაგის ვიკიპედიის გვერდზე რო გადავდივარ ბარსა წერია
ახლა ვნახე მეც 🤣 ლიგა კიდევ ოცნება იქნება შემდეგი 10 წელი
თავისთავად ყველაფერში დამანაშავე ესეც არ იქნება. რაღაც ჭორებიც იქნება. მაგრამ ფაქტი ერთია,რა იმედებიც გვქონდა ის ვერ გაამართლა. შეიძლება ითქვას ცუდ გუნდში მოვიდაო,მაგრამ ამის მოსვლისას მშვენიერი გუნდი გვყავდა. მერე მალევე აირია,ტრავმებმაც დატანჯა. ნუ ერთი სიტყვით თუ როდრი მოვიდა,მომავალ ზაფხულს გასაყიდია ეს 60 ის ფარგლებში. ბერნალი გვეზრდება ეგერ ბოლობოლო, როდრიც 3-4 წელი მაღალ დონეზე ითამაშებს. რვიანები და ათიანებიც გვყავს და ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ბურთის ამოტანაში კაია პრესინგისას მითუმეტეს მარა უკვე ბევრი ეგეთიც გვიგროვდება. როდრი,პედრი, კუბარსი თავისი პასებით,გარსია კარგი პასით.
დავაი რა სულ დამტვრეული როგორაა
ყველანაირი *ლეობა ამას ემართება მაინცდამაინც და თვითონ არაფერ შუაშია?
გაუჩოს დროიდან მოყოლებული ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ნახევარდაცვა ყოველთვის გამორჩეული ყავდა ბარსას ახლა ხავი ინიესტა ბუსკეტს არ ვამბობ, ამის ერთი სეზონი ერთი თამაშიც კი არ მახსოვს სადაც თავისი მაქსიმუმი გაეკეთებინოს,კარიერის თამაში დაედოს,ფორმის პიკის თამაში ეჩვენებინოს,მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც აქაა ამდენი წელია და ხელფასიც ძაან დიდი აქვს, სეიდუ კეიტა უფრო მახსოვს მე ისიც ზამენიდან ვიდრე ეს არაფრის მაქნისი, ნაკრებშიც დიდი არაფერი, რატომ აჩერებენ გუნდში აქამდე რატო არ გაყიდეს არ მესმის
სეზონის შუაში თამაშებში ქონდა ხოლმე მაგარი თამაშები,თუნდაც კლასიკოებში,,გადამწყვეტ თამაშებში ხდება ქეთინო!!!არეულ გუნდში მოუწია მოსვლა და ეხა როცა გუნდი დალაგდა ტრამვა ვეღარ მოიშორა
ამის მაგარ თამაშებს ქვია გამონათებები, ეს გამონათებები არაა საკმარისი ბარსას დონის გუნდისთვის, “ვერ გავიგე” ფეხბურთელია ეს ჩემთვის მთელი მისი კარიერა რაც ბარსაშია