“ბარსელონას” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, რომელიც კატალონიურ კლუბში გადმოსვლამდე 2016-2019 წლებში “აიაქსში” თამაშობდა, მშობლიური კლუბის მეშვეობით 34 წლის გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გზავნილი გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი ამსტერდამში 2027 წლამდე იჯარით ითამაშებს. “ბარსელონაში” ერთად გატარებული 7 წლის განმავლობაში მათ დიდი მეგობრობა აკავშირებთ.
თბილი სიტყვები ნიდერლანდელისგან
დე იონგმა მობილური ტელეფონით, ვიდეოზარის საშუალებით მას შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“გამარჯობა მარკ! გილოცავ ტრანსფერს. ეს პირადადაც გითხარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ ძალიან მიხარია შენი “აიაქსში” გადასვლა. ვფიქრობ, “აიაქსიც” ძალიან ბედნიერია. მათ ეყოლებათ დიდებული მოთამაშე და დიდებული პიროვნება. ამსტერდამში ხალხი ძალიან კარგად მოგივლის, ეს ვიცი, რადგან მეც ძალიან კარგად მივლიდნენ. გულშემატკივრები საოცრები არიან და კლუბი ძალიან კარგია. მოუთმენლად ველი შენს თამაშს “აიაქსში”. აქედან მხარს დაგიჭერ. გიგულშემატკივრებთ. საუკეთესოს გისურვებ. და შენ იცი, თუ რამის გაგება გინდა ან რაიმე დაგჭირდება, ყოველთვის შეგიძლია, დამირეკო.”
ტერ შტეგენის იუმორისტული პასუხი
ტერ შტეგენმა ამას იუმორით უპასუხა:
“ვფიქრობ, ბოლოს დაავიწყდა ეთქვა: ‘შენი უძრავი ქონების აგენტი’. სერიოზულად რომ ვთქვა, მიხარია იმის ცოდნა, რომ საიმედო ხელში ვარ. მან ეს ადრეც მითხრა. ეს სიმშვიდეს მანიჭებს, ის ძალიან გულწრფელი და პირდაპირია, როგორც ნიდერლანდელების უმეტესობა.”
დეკო მადრიდშია🔥🔥
ნეტა შენც წაყვე უკან