ბარსელონამ დე იონგის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა

ბარსელონამ დე იონგის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა

მოკლედ
ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა და ნიდერლანდელი, სავარაუდოდ, მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებს.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 29 წლის ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. უახლოეს კვირებში ფეხბურთელი კონსერვატიულ მკურნალობას ჩაიტარებს და დაელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ის ოპერაციის გაკეთებას არ გეგმავს.

უცნობი ვადები და მსოფლიო ჩემპიონატის კვალი

“ბარსელონას” დე იონგის გამოჯანმრთელების ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ის კლუბის სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების ვადები უცნობია, ნიდერლანდელის ტრავმა გუნდისთვის სეზონის დაწყების წინ სერიოზული პრობლემაა. თუ მას ოპერაციის გაკეთება მაინც მოუწევს, მსგავსი ტიპის დაზიანებების შემთხვევაში, სტანდარტულად, ფეხბურთელებს მოედანს მიღმა მინიმუმ 4 თვის გატარება უწევთ.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი მსოფლიო ჩემპიონატზე მუხლის ტკივილით თამაშობდა და საბოლოოდ ტრავმაც მიიღო. ნიდერლანდებში ირწმუნებოდნენ, რომ ეს სერიოზული პრობლემა არ იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ფეხბურთელი ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ ბაზაზე ჯერ კიდევ გასულ პარასკევს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებამ მარჯვენა მუხლის დაზიანების სირთულე დაადასტურა. ნახევარმცველი კლუბის ობიექტზე დღესაც იმყოფებოდა, რათა ტრავმასთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნის დეტალები შეეთანხმებინა.

ალტერნატივების ძიება

დე იონგის ტრავმის ფონზე, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს თავის სქემაში ნიდერლანდელის ალტერნატივების მოძებნა მოუწევს. გუნდში რამდენიმე ისეთი ნახევარმცველია, რომლებსაც 21 ნომრის არყოფნაში წინ ნაბიჯის გადადგმა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მართებთ. წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის მომავალი ამხანაგური მატჩები ფლიკს საშუალებას მისცემს, რომ გარკვეული ტესტირებები ჩაატაროს და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, თუ რომელი ახალგაზრდა ფეხბურთელები დაეხმარებიან პირველ გუნდს სეზონის განმავლობაში.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

დატოვე კომენტარი

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    24 ივლ 2026, 11:16

    იქნება მოაშორონ ეს გუნდს ნახევარი კარიერა აქ გაატარა და ერთი კარგი სეზონი არ მახსოვს სულ ზარალის გუნდისთვის.

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      24 ივლ 2026, 12:06

      რა ერთი კარგი სეზონი არ გახსოვს, რაც ფლიკი მოვიდა მას მერე პედრისთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა და მსოფლიოში შეიძლება საუკეთესო დუეტიცაა.
      აი ვაბშე სხვანაირად ამაღლებს დეიონგთან ერთად თამაში პედრის შესაძლებლობებს და პირველ რიგში პედრისთვისაა უმნიშვნელოვანესი რომ დეიონგისნაირ ფეხბურთელთან ერთად თამაშობდეს 2 საყრდენიან სისტემაში.
      დეიონგს რა თქმა უნდა თავისი მინუსები აქვს, მაგრამ ისეც არაა რო ვიღაცა მორიგი ს*რია და კარგი სეზონები არ ჰქონია.
      მე კაი ხანია ვიძახი რომ გასაყიდია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სტილისტიკურად მისი მსგავსი, ოღონდ უკეთესი დაცვითი უნარებისა და ნაკლებად ტრავმიანი ტიპით ჩაანაცვლებენ, ჩემთვის კი ეგეთი ზუბიმენდია.

      • Damien12
        Damien12 გულშემატკივარი
        24 ივლ 2026, 20:21

        თქვენი წინა პოსტი შემხვა სდაც სხვებისკენ იშვერდით ხელს და გაიძახოდით ფეხბურთის ანალიზი არ შეგიძლიათო, თორემ რომ შეგეძლოთ, როდრის მოყვანის მომხრე არ იქნებოდითო. ამ დროს, ისიც კი არ იცით, რომ ბარსა ორი საყრდენით არ თამაშობს და საერთოდ, როდესაც მოედანზე ფრენკი, პედრის და ოლმოს ტრიოა, საერთოდ არ თამაშობს ბარსელონა კლასიკური საყრდენით. კლასიკური საყრდენი რომ არ არის დე იონგი, სწორედ მაგის გამო ვერ ავლენს თავის პოტენციალს ბარსაში, თორემ სხვა ისეთ გუნდში, სადაც კლასიკური საყრდენი ჰყავთ დე იონგი გაცილებითი უფრო დიდი გამოჩნდებოდა. ზუბიმენდის რაც შეეხება ის არსენალის ფეხბურთელია და მისი შეძენის შანსები ფაქტობრივად არ არსებობს.

  • giggs_ni
    giggs_ni გულშემატკივარი
    24 ივლ 2026, 04:20

    აუ გაყიდონ მოაშორონ რა…

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    23 ივლ 2026, 23:58

    რამდენჯერაც ფორმაში შევიდა იმდენჯერ დაიმტვრა რამხელა პოტენციალი ქონდა და მაინც ბოლომდე ვერ დადო მეცოდება ხანდახან შარშან მანჩეში უნდა გაგვეშვა

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    23 ივლ 2026, 23:46

    სუფთა პიტალურგია რაა ქერა სლე აწი ამას არაფერი ეშველება იოგის გაწყვეტაღა აკლდა და აჰაა

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      24 ივლ 2026, 13:43

      გარე იოგი ყოფილა და რა იცი რა ხდება, თუმცა წელს მორჩა ამის ყომარიო წავიკითზე.