ადეიემის ტრანსფერის დეტალები – ფეხბურთელის ზეწოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა

ადეიემის ტრანსფერის დეტალები – ფეხბურთელის ზეწოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა

მოკლედ
გერმანულმა გამოცემა Bild-მა ადეიემის "ბარსელონაში" სწრაფი ტრანსფერის ქრონოლოგია გაასაჯაროვა. გარიგებაში გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც დორტმუნდის "ბორუსიას" პოზიცია შეარბილა.

არსებობს ტრანსფერები, რომლებსაც დიდი დრო სჭირდება და არსებობს “ექსპრეს” ტრანსფერები, როგორიც კარიმ ადეიემის “ბარსელონაში” გადმოსვლაა. მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის გერმანელი თავდამსხმელი კატალონიური კლუბის ყურადღების ცენტრში დიდი ხანია, იმყოფება, ამჯერად ინტერესი დიდხანს არ გაწელილა. გასულ კვირას ტრანსფერი დაიგეგმა, მოლაპარაკებები წარიმართა და ზეპირად დაიხურა, ახლა კი ოფიციალურად დადასტურების მოლოდინშია. გერმანულმა გამოცემა Bild-მა ადეიემის ტრანსფერის ქრონოლოგია განმარტა, სადაც მთავარი როლი თავად ფეხბურთელმა შეასრულა, რათა თავისი კლუბის, დორტმუნდის “ბორუსიას” პოზიცია შეერბილებინა.

გადამწყვეტი თარიღი და საწყისი შეთავაზება

გასული ოთხშაბათი, 8 ივლისი, გადამწყვეტი თარიღი აღმოჩნდა. “ბარსელონამ” თავისი ინტერესი ოფიციალურად სპორტული დირექტორის, დეკუს მეშვეობით დააფიქსირა. მან დორტმუნდში სპორტულ გენერალურ დირექტორს, ყოფილ ფეხბურთელ ლარს რიკენსა და “ბორუსიას” კიდევ ერთ ისტორიულ მოთამაშეს, სებასტიან კელს დაურეკა. დორტმუნდში კარგად იცოდნენ, რომ ადეიემი ამ ზაფხულში წავიდოდა, რადგან კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი სეზონი რჩებოდა და მან გახანგრძლივების ყველა შეთავაზება დაბლოკა.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” საწყისი შეთავაზება 20 მილიონი ევრო იყო, მაგრამ “ბორუსია” მზად იყო, ფეხბურთელი მხოლოდ იმ ფასად გაეყიდა, რაც 2022 წელს “ზალცბურგს” გადაუხადა – ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 38 მილიონი ევრო. სწორედ ამ დროს ჩაერია თავად ფეხბურთელი და “ბორუსიას” პოზიცია შეარბილა. გერმანული კლუბი საწყის ეტაპზე თავს იმით იმართლებდა, რომ თუ მოგებას ვერ ნახავდა, სულ მცირე, იმ თანხასთან მაინც ყოფილიყო ახლოს, რაც 4 წლის წინ გადაიხადა თავდამსხმელში, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” გაყიდული ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად დაიმატა.

ფეხბურთელის ჩარევა და ულტიმატუმი

ადეიემიმ საქმე საკუთარ ხელში აიღო და “ბორუსიას” პირადად დაურეკა, რათა “ბარსელონას” გარდა ნებისმიერ სხვა კლუბთან მოლაპარაკების შესაძლებლობა გამოერიცხა. თავდამსხმელი ხანმოკლე შვებულებას ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებდა, სადაც “ბორუსიას” ყოფილ თანაგუნდელსა და კლუბის ლეგენდას, მარკო როისს შეხვდა, რომელიც ახლა “ლოს ანჯელეს გალაქსის” ღირსებას იცავს. აგენტ ჟორჟე მენდეშის შუამავლობით, დეკუმ 24 საათის შემდეგ მეორე შეთავაზება გააკეთა: 22 მილიონი ევრო და 9 მილიონი ადვილად მისაღწევი ბონუსების სახით (ძირითადად გუნდურ მიღწევებზეა დამოკიდებული). დორტმუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ბონუსს მიიღებენ.

თავის მხრივ, “ბარსელონამ” შეთავაზების გაგზავნისას გააფრთხილა, რომ ეს იყო მეორე და საბოლოო წინადადება: ან “კი”, ან “არა”. “ბორუსია”, ადეიემის მყარი პოზიციისა და 2027 წელს მისი უფასოდ დაკარგვის საფრთხის გათვალისწინებით, მის გაყიდვას ზეპირად დათანხმდა და ახლა მხოლოდ დოკუმენტების მომზადებასა და მომავალი გუნდის მხრიდან სამედიცინო შემოწმებას ელოდება.

ეკონომიკური დეტალები და ფლიკის როლი

Bild-ის მიერ გავრცელებული შეთანხმების კიდევ ერთი ეკონომიკური დეტალი ისაა, რომ დორტმუნდს კარგად ესმის: მომავალი ტრანსფერიდან 35%-ის მიღება, სავარაუდოდ, რთული იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, “ბარსელონამ” ისეთი ფეხბურთელი გაყიდოს, რომელსაც 5-წლიან კონტრაქტს უფორმებს.

ამ ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა “ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი იყო – კაცი, რომლის გერმანიის ნაკრებში მუშაობის დროსაც ადეიემის დებიუტი შედგა. ფლიკის მიერ ახსნილმა სპორტულმა პროექტმა და “ბარსელონაში” მისმა სამომავლო როლმა ფეხბურთელი დაარწმუნა, რომ ტრანსფერში აქტიურად ჩართულიყო. ადეიემი აშშ-დან დაბრუნდა, “ბორუსიას” დაემშვიდობა და ბარსელონაში გაფრინდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    16 ივლ 2026, 20:15

    აი ესე ვისაც უნდა ჩალიჩობს და გადმოდის 👌🏻

  • Tedeksa
    Tedeksa ახალბედა
    16 ივლ 2026, 19:41

    კუტი რომეროზე დაიწერა ბარსელონა ინტერესდებაო და მგონი არ არის ცუდი ვარიანტი დაცვის გასაძლიერებლად