workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
კარიმ ადეიემი ბარსელონაში ჩავიდა

კარიმ ადეიემი ბარსელონაში ჩავიდა

bolt მოკლედ
გერმანელი უკვე ბარსელონაშია და მალე ვარჯიშსაც დაიწყებს, მაგრამ მისი პრეზენტაცია მომდევნო კვირაში გაიმართება.

24 წლის კარიმ ადეიემი უკვე ბარსელონაშია, რათა 2026/27 წლების სეზონისთვის “ბარსელონას” რიგით მეორე ახალწვეული გახდეს. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, გერმანელი თავდამსხმელი დორტმუნდიდან კერძო რეისით გაემგზავრა და 16:30 საათისთვის ბარსელონას ელ პრატის აეროპორტის კორპორატიულ ტერმინალში დაეშვა. ადეიემი აეროპორტში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს მიესალმა და “ბარსელონაში” ტრანსფერის გამო დიდი სიხარული გამოხატა – გუნდში, რომელსაც ბავშვობიდან გულშემატკივრობს. ადეიემის დასახვედრად აეროპორტში 5 შავი მიკროავტობუსი იყო მობილიზებული, ადგილზე კატალონიის პოლიციის (Mossos d’Esquadra) ოფიცრებიც იმყოფებოდნენ.

ტრანსფერის დეტალები და სამედიცინო შემოწმება

ბარსელონაში ჩასვლის შემდეგ, დაგეგმილია, რომ ადეიემიმ ხუთშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიაროს, რის შემდეგაც “ბარსელონა” მის ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს. კატალონიური კლუბი დორტმუნდის “ბორუსიას” სატრანსფერო თანხის სახით 22 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით 7 მილიონი დაემატება. ამასთან, გერმანული კლუბი ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 30%-ს მიიღებს. დადასტურების შემდეგ, ადეიემი “ბარსელონასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2031 წლამდე იქნება გათვლილი.

ფლიკთან შეხვედრა და პრეზენტაცია

ამ ფორმალობების დასრულების შემდეგ, ადეიემი შეძლებს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით წინასასეზონო ვარჯიშებს შეუერთდეს. მწვრთნელი მას კარგად იცნობს, რადგან 2021 წელს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი სწორედ ფლიკის დროს შედგა და ახლა ეცდება, რომ თავდამსხმელისგან მაქსიმუმი მიიღოს. გეგმის მიხედვით, ის თანაგუნდელებს პარასკევს დილის სესიაზე შეუერთდება.

კარიმ ადეიემის, როგორც “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალ კვირამდე არ გაიმართება. პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დეკუსთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფება და კვირას ორივე მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება. ამიტომ, “ბარსელონას” მოთამაშის რანგში ოფიციალური პრეზენტაციისთვის ადეიემის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის დაბრუნებამდე მოცდა მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 12:15
    #7

    ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ფლიკი კარგად იცნობს და დიდი სურვილიც ქონდა მისი მოყვანის. ესე იგი შეიძლება აქედანვე ჩავთვალოთ, რო საუკეთესო ტრანსფერია.

  • neo222
    neo222 ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 02:30
    #5

    წარმატებები.იმედია გაიხსნება. მომწონს ეგ ტრანსფერი.

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 21:45
    #2

    მშვენიერია ძმებო, წესით არავინ უნდა იყოს ამ ტრანსფერით უკმაყოფილო.
    რო გაეგიჟებინათ თავი და 100მ გადაეხადათ, ვიტყოდი შგ ხოარა აქვთო, მარა 30 მილიონად, 24 წლის ასეთი შესაძლებლობის ფეხბურთელი, ძალიან მაგარია

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 21:25
    #1

    ბევრს დაადუმებს ეს ბიჭი ფლიკი იცნობს თან და იცის როგორ გამოიყენოს.რაშფორდზეც წიკვინებდა ხალხი და სკამიდან ერთერთი საუკეთესო იყო შარშან ტოპ ჩემპიონატებში.✌🏻

    • GiorgiM4
      GiorgiM4 ახალბედა
      schedule 15 ივლ 2026, 21:47
      #3

      რამე მიზეზები იქნებოდა, თორე ამას სკამზე არავინ დატოვებდა, მითუმეტეს დორტმუნდში

      • Moriarti
        Moriarti გულშემატკივარი
        schedule 15 ივლ 2026, 22:05
        #4

        კონტრაქტი რო არ გაახანგძლივა მაგიტო არ ათამაშებდნენ