workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოთხშაბათის ორჯერადი ვარჯიში დასრულდა

ოთხშაბათის ორჯერადი ვარჯიში დასრულდა

“ბარსელონას” 2026/27 წლების სეზონისთვის მზადება გრძელდება. ორშაბათს ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისა და სამშაბათის პირველი ვარჯიშის შემდეგ, “ბლაუგრანამ” ახალი სეზონის საწვრთნელი სესია დღეს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე ჩაატარა. ეს ვარჯიში სეზონის პირველი ორჯერადი სესიის ნაწილი იყო, მოგვიანებით კი ფეხბურთელები ჟოან გამპერის სახელობის “სიუტატ ესპორტივას” მოედანზე კვლავ დაბრუნდნენ.

დილის საწვრთნელი სესია “სიუტატ ესპორტივას” მე-2 მოედანზე გაიმართა. შუადღეს კი გუნდმა ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანზე ივარჯიშა. ორივე სესიაზე ჰანსი ფლიკმა პირველი გუნდის 9 ფეხბურთელთან (ტერ შტეგენი, შჩესნი, ბალდე, კრისტენსენი, კასადო, ჟერარ მარტინი, მარკ ბერნალი, ექტორ ფორტი და რუნი ბარდჯი) და “ბარსელონა ატლეტიკისა” და 19-წლამდელთა გუნდის 16 მოთამაშესთან ერთად იმუშავა. აღსანიშნავია, რომ სამშაბათსაც ზუსტად ამ ჯგუფმა ივარჯიშა.

ხუთშაბათს გუნდი კვლავ ივარჯიშებს, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთი სესია გაიმართება, რომელიც ადგილობრივი დროით 09:30 საათზეა (ჩვენი დროით 11:30) დაგეგმილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 12:09
    #18

    მე მესის ჰეითერების გამკვირვებია, თამაშის შემდეგ რო დაწერეს: ეხლაც იტყვით, რო მესის და არგენტინას ფიფა არ მიათრევსო.
    ანუ როგორ მიათრევს არავინ არ ხსნის, და თუ მიათრევს კიდევ ინგლისელებს რატო გაატანინა? ან ვისი მეშვეობით მიათრევს მეტოქის თუ მსაჯის საშუალებით, შეგიძლიათ ამიხსნათ.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 16 ივლ 2026, 09:29
    #17

    მესის დიდი პატივისცემის მიუხედავად იამალი აწევს თასს… ამ ბიჭს თავში არუვარდება მოგებები ხოდა მსოფლიოს მერე ლიგა დარჩება მოსაგები ამიტომ ლიგისთვის პროჭზე გაიხევა როგორც შარშან წინ ბოლომდე იბრძოლა ლიგაზე ინტერთან… თუმცა მე ესპანეთს ვგულშენატკივრობდი 2006 წლიდან ნუ მანამდე ბავშვი ვიყავი და ხან ბრაზილიას ხან იტალიას ხან საფრანგეთს მოკლედ ნაკრებები სულ სხვა იყო და მეკიდა რომელი მოიგებდა რაც 2010 2012 ესპანეთმა მსოფლიო გადაბუგა მის მერე ვერაფერი ქნა დღემდე 2024 2026

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 ივლ 2026, 03:01
    #16

    მესი ისევ მწვერვალზე, 40 წლის კაცი და მეცხრე ოქროს ბურთი🧡

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 01:23
    #15

    ვამოოოოოოოს არგენტინააააააააა <3 დავიცალე ემოციიისგან აი დავდნიი კაცი გილოცავთ არგენტინის ფანებს საყვარელი ნაკრების ფინალშ გასვლას <3 მალე საქართველოს ნაკრებსაც ეთამაშოს მსოფლიოზე ❤️❤️❤️❤️❤️ <3

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 01:11
    #13

    MESSI ❤️❤️❤️❤️❤️ ორი გოლი გააკეთა (ორი ასისტი) 39 წლის კაცმა გუნდი ფინალში გაიყვანა 🔥

  • marshall
    marshall ლეგენდა
    schedule 16 ივლ 2026, 01:10
    #12

    ენცო მოიყვანეთ ბიჭო ))

    • Berlinetta
      Berlinetta ლეგენდა
      schedule 16 ივლ 2026, 01:21
      #14

      ბაზარი არაა, რა მებრძოლია ყველა არგენტინელი, მაიმცდამაიმც ყველაზე არამებრძოლს ვეჩალიჩებით 😂

  • shu1987
    shu1987 ვეტერანი
    schedule 16 ივლ 2026, 00:53
    #11

    აბა რაააააა, მესის ჰეითერებს შიგანშიიი⚽ რასაც ინგლისი თამაშობს ესაა ანტი ფეხბურთი და როგორ შეიძლება არგენტინის ამ სულისკვეთებას არ უგულშემატკივრო.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 16 ივლ 2026, 00:53
    #10

    გოოოოოოოოოლ გოოოოოოოოლ მეფე ფინალშიააააააააა გოოოოოოლ

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 16 ივლ 2026, 00:51
    #9

    აი ინგლისი რასაც თამაშობს სირცხვილია უბრალოდ ერთი გოლი გაუვარდათ და ნახევარი საათია არ შეუტევიათ.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 16 ივლ 2026, 00:46
    #8

    გოოოოოოოოოოლ არგენტინა

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 16 ივლ 2026, 00:33
    #6

    არგენტინის ნაკრები ისევ მესიზეა ჩამოკიდებული. ამდენი პრემიერ ლიგის და ლა ლიგის ვარსკვლავი ჰყავთ, მარა ერთმანეთზე მკვდრები ყველა.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 16 ივლ 2026, 00:32
    #5

    მოლინა და ტალიაფიკო რო გეყოლება ფლანგებზე. არგენტინას მაგარი დარხეული აქვს მომავალი წლები.

    • Vakho77
      Vakho77 ახალბედა
      schedule 16 ივლ 2026, 00:34
      #7

      ვეღარასდროს მოიგებენ ესენი რამე,ვაკვირდები და გული მწყდება,39 წლის კაცი გიჟივით დარბის და ეს სირები რას აკეთებენ არ იციან.მარტოა ტიპი!

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 16 ივლ 2026, 00:02
    #4

    მნიშვნელობა არ აქვს რომელი გავა. ესპანეთი დაადუღებს ორივეს. ეშინიათ შეტევის 11 კაცით დაცვაში დგანან, ესე უნდათ გოლის გატანა?

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 23:59
    #3

    დაიმახსოვრეთ იმ ჩვიდმეტმა კაცმა ვინც ამ საიტზე წერს კომენტარებს : :დ

    თუ ინგლისი გადის ფინალში, ესპანეთი იგებს იმაზე მარტივად ვიდრე ეს საფრანგეთან გააკეთეს.
    თუ გადის არგენტინა, იქნება ბრძოლა, შეიძლება მოიგოს ნებისმიერმა

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 23:48
    #2

    მაგარი ბანძი თამაშია😅😅 რომელია ესპანეთის მომგები ამ 2 შლანგი ნაკრებიდან😅😅 მესიც არ ჩანს როგორც მბაპე და არც კეინი… თუ რამე სასწაული არ მოხდა თასი ესპანეთში წავა 99% ით

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 23:00
    #1

    რა დროს ბარსას ვარჯიშია, აბა წავიდაა. იმედია ცოტა გამოცოცხლდებიან ეს გამო_**ლი არგენტინელები :დ