ტერ შტეგენი აიაქსში – HERE WE GO!

ტერ შტეგენი აიაქსში – HERE WE GO!

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერას ნიდერლანდებში გააგრძელებს. გერმანელმა მეკარემ “ბარსელონასგან” მწვანე შუქი მიიღო და ამსტერდამის “აიაქსს” იჯარის წესით შეუერთდება. ინფორმაციას ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ახალი პროექტი ამსტერდამში

გავრცელებული ინფორმაციით, განათხოვრებული მეკარე მომავალი სეზონიდან “აიაქსის” ახალი სპორტული პროექტის საკვანძო ფიგურა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამსტერდამულმა კლუბმა გერმანელამდე ცოტა ხნის წინ მარკოს ლეონარდოს ტრანსფერიც დახურა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გუნდი მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება. ტერ შტეგენის გამოცდილება კი ნიდერლანდელების სამომავლო გეგმებში დიდ როლს ითამაშებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • alen halilovic
    alen halilovic ლეგენდა
    15 ივლ 2026, 16:57

    ძაან კაი, მაგრად მეცოდებოდა. ეს იდეალური ვარიანტი ჩანს