ფერან ტორესის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა გრძელდება. გასულ შაბათს Mundo Deportivo იტყობინებოდა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” “ბარსელონას” 26 წლის თავდამსხმელის ტრანსფერით არის დაინტერესებული და მხარეებს შორის შესაძლო გარიგებაზე დადებითი განწყობაა. თუმცა, “ბარსელონაში” ფრანგული კლუბის ინტერესის შესახებ ჯერ დადასტურებულად არაფერი იციან და ფეხბურთელზე ოფიციალური შეთავაზებაც არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებენ – თავად მოთამაშე ლუის ენრიკესთან პარიზში მუშაობის იდეის წინააღმდეგი სულაც არ არის.
კონტრაქტის გახანგრძლივების გეგმა და ფეარ-პლეი
ამ სცენარის მიუხედავად, “ბარსელონა” ფერან ტორესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილს ინარჩუნებს. ვალენსიელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, მაგრამ კატალონიელებს სურთ, რომ განახლებული შეთავაზების გასაკეთებლად სექტემბრამდე მოიცადონ. ეს ფინანსური ფეარ-პლეის საკითხია.
იმ შემთხვევაში, თუ ფერანი კონტრაქტს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაახანგრძლივებს, ხელფასის ზრდის გამო “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელების დამატების შესაძლებლობა შეეზღუდება. შესაბამისად, პირველ რიგში შემადგენლობის გაძლიერება იგეგმება, ხოლო შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივების ჯერიც დადგება, რა თქმა უნდა, თუ თავად ფეხბურთელი გუნდში დარჩენაზე თანახმა იქნება.
“სიტის” ბონუსი და გადაწყვეტილების დრო
მეორე მხრივ, ის 8-მილიონიანი ბონუსი, რომელიც ფერანის კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” უნდა გადაუხადოს, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს პირობა კლუბს ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილის გაჩენისთანავე უკვე გათვალისწინებული ჰქონდა.
ფერანი კიდევ რამდენიმე დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩება, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას არ დაასრულებს, მაგრამ ამის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგება. ვნახავთ, დაელოდება ის სექტემბერს “ბარსელონასთან” კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, თუ პარიზში ბედის ცდას გადაწყვეტს.
მიუხედავად იმისა რო ბრმაა და ძალიან ცუდი ფინიშერია
ძალიანნნნ მაგარია პრესინგზე
ლუჩოსაც ზუსტად მაგიტო უნდა.
უმაქნისი ბარკოლა თუ 80 ღირს ტორესი რატო უნდა გაყიდო 50 ნაკლებად არ უბდათ და კარგად იყვნენ
50-ზე ნაკლებად არ უნდა მისცენ, რო არ ღირდეს არ მოგვთხოვდნენ. დემბელეც ეგრე აგვაცალეს და თურმე არ გაცოცხლებულა ის ცოცხალმკვდარი ადამიანი.