“ბარსელონას” შემტევი, ფერან ტორესი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს. წამყვანი სპორტული ჟურნალისტების ცნობით, ესპანელმა ფეხბურთელმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
პრინციპული შეთანხმება და ლუის ენრიკეს ფაქტორი
ჟურნალისტების, ლუკა ბენდონისა და ჯანლუკა დი მარციოს (Sky Sports) ინფორმაციით, ფერან ტორესსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და თავად მოთამაშესაც სურს პარიზულ გუნდში გადასვლა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ფერანი ძალიან მოსწონს და მის ტრანსფერს მიესალმება.
ადეიემის ტრანსფერის გავლენა და კონტრაქტი
ესპანელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ზუსტად 1 წელია დარჩენილი. კარიმ ადეიემის დამატების შემდეგ, ტორესის მიერ კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების პერსპექტივა ძალიან გართულდა. სწორედ ამიტომ, მან კარიერის სხვაგან გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
პსჟ-ის პოზიცია
ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” ტორესით ნამდვილად არის დაინტერესებული და ფეხბურთელის აგენტებთან საუბარიც უკვე შედგა. ამ მომენტისთვის ფერანი პარიზელებისთვის ერთ-ერთი რეალური ვარიანტია, თუმცა არა ერთადერთი.
არ მემეტება გასაშვებად
70 უნდა აახიონ ჭკუა თუ აქვთ.
ჩემი აზრით ლიფსიტაში თუ 50 მლნ გადაიხდიან უპირობოდ გასაყიდად! მოგახსენებთ ჩემს აზრს და რამდენი საწინააღმდეგოც არ უნდა დაწეროთ მომენტარებში ამ აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს! აფასებთ სტატისტიკით იმიტომ რომ გოლები საკმაოდ დაუგროვდა, მაგრამ ახლა სხვა მხრივაც მოიკითხეთ სტატისტიკა ამ გატანილი გოლებისათვის რა რაოდენობით საგოლე მომენტებს ფლანგავს? საშუალოდ ერთი გოლის გასატანად 8 საგოლე შანსის განიავება სჭირდება! ვისაც თუნდაც ეზოს ფეხბურთი უთამაშია ერთი ორი წელი, იმ ადამიანების 85% გაიტანს ცოტა უფრო მეტს! ახლა მორალურ ასპექტს შეხედეთ, ამდენი გაფუჭებული მომენტის მერე მთლიანად გუნდს უფუჭდება ხასიათი, ძნელად იჯერებენ რომ პასის მერე თუნდაც ცარიელ კარში გაიტანა გოლს! ბოლოს ნაკრებში გამოუვიდა ერთი კარგი პასი თორემ ლიფსიტას კრეატიული პასი ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება. მე მის დადებით მხარესაც ვხედავ- ეს არის პრესინგის მცდელობა და კარგი გახსნა! საკმაოდ მაღალ ხელფასიანი მუდმივი სკამის კაცი რატომ უნდა გყავდეს გუნდში თუკი 50 მლნ გადაიხდიან??? მეხუთე წელია გუნდში მგონი, ამ წლებში რაიმე ოდნავ პროგრესი ნახეთ მის თამაშში? რატომ გონია ვისმე რომ მეექვსე წელს გაეხსნება მიზანი და გახდება ბარსას დონის ფორვარდი?? პირადად ჩემთვის საუკეთესო ფორვარდი იყო სუარესი, მიუხედავად ლევანდოვსკის დამსახურებისა ჩემთვის უპირობოდ საუკეთესო სუარესის! ტორესის ხსენებაზე გაგახსენდება გაფუჭებული მომენტები, გატანილი გოლები, შეიძლება სადღაც გონებაში მისგან პასიც კი ამოჩხრიკო, მაგრამ ვერ ვიხსენებ მისგან თუნდაც ერთ ფინტით მოტყუებულ მცველს! თუნდაც ობამეიანგი განა ბევრად არ აღემატებოდა კლასით ტორესს? ტორესის რაოდენობის დრო რომ მისცენ ჩვენ ეგვიპტელ ფორვარდს მგონია რომ ტორესზე არანაკლებ შედეგს დადებს! გემოვნებაზე არ დაობენ, ვისაც მოგწონთ რა თქმა უნდა თქვენს აზრს პატივს ვცემ, მე მომხრე ვარ გაყიდვის, თუკი ამდენ მილიონებს იხდიან ღმერთმა შეარგოთ და აწი იმათმა ინერვიულონ გამაზულ მომენტებზე
ვის უნდა მოწონდეს ტორესი ძმა. მაგრამ 26 წლის ესპანეთის ნაკრების ფორვარდი. სიტიში და ბარსაში ნათამაშები 70 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაიყიდოს, მეტსაც გეტყვი კონტრაქტი რომ არ უმთავრდებოდეს ფერანს 80-90 იქნებოდა მისი ფასი
შენ გაიხარე ძამი, 80-90 მლნ თუ უნდა ღირდეს ეგ ლიფსიტა, მაშინ მეც უნდა მომწონდეს, შენც და ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს!!! ძამი შენ მოგინდებოდა ბარსაში ტორესის ყიდვა 90 მილიონად? 🙂🙂
მე იმ 55 არ გადავიხდიდი თავის დროზე ძმა. მაგრამ რახან ლუის ენრიკეს უნდა და პსჟ ა კონტაქტზე თავის შეიხებით. რავი არ არის 26 წლის თუ ესოანეთის ნაკრებში არ თამაშობს? თუ არ გაიტანა წელს 21 გოლი😆😁 ხოდა მოჯვან ბრატ 70 ან ეგდოს სკამზე რას აშავებს
ბარსას ადგილას ვინც მართლა გასაშვებია იმათ გავუშვებდი და არა ესეთ ფეხბურთელებს ვინც რაღაცაში მართლა გვადგება.
აი რა უნდა არაუხოს, კრისტენსენსა და შესნის გუნდში?
ყველაზე კარგი დროა ბალდესა და კუნდეს გასასაღებლადაც დიდ თანხებში.
არც დიონგი და ოლმო არიან სტაბილური კადრები, არც რაფინიაა მთლად სანდო..
ეს ტორესი კი დეგენერატია, მაგრამ სუპერსაბია და სეზონში შეცვლებიდან 20 გოლს გიდებს, აი სხვები კიდე ვერ აკმაყოფილებენ ბარსას სტანდარტებს.
დეიონგი რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ზოგადად, იმდენად ყოველთვის ცუდია ჩლზე, ასევეა ოლმოც, ესპანეთის ნაკრებში დაფრინავს და ბარსაში ხან ტრავმა აქვს და ხან ფორმაში არაა.
გუნდს წესიერი საყრდენი არ ჰყავს, წესიერი მცველი არ ჰყავს კუბარსის რომ შეუწყვილონ, წესიერი ფულბექებიც არ ჰყავთ და ერთადერთი რასაც აძლიერებენ მარცხენა ფლანგია.
ნუ მე პირადად კი ძალიან მომწონს გორდონის, ადეიემისა და ალვარესის ტრანსფერები, მაგრამ თუკი ეგენი რაფინია-ლევანა-ტორესი-ბარჯი-რაშფორდის ნაცვლად დაიდო, მაშინ გაძლიერებას ვერ დავარქმევ, უფრო ჩანაცვლება იქნება. აი რაფინია-ტორესი რომ რჩებოდნენ და ეგენი გვემატებოდნენ მართლა გაძლიერება იქნებოდა, მაგრამ ფაქტია რომ ტორესი ლამის გადაწყვეტილი ამბავია და რაფინიასაც წყალი აქვს შემდგარი.
რავი ნუ დიდი იმედი მაქვს რომ ჯერ წესიერ ცენტრალურ მცველს მოიყვანენ, თუნდაც იყოს ეს ლაპორტიც, უიაფესი დაჯდება და რაღაცნაირად ინიგოს ტრანსფერსაც მახსენებს, ჯერ კიდევ თავის დროზე იყო ეგ კაცი მოსაყვანი, სანამ სიტიში წავიდოდა.. ანდაც გაიწიონ შლოტერბეკზე, აგერ ადეიემის ტრანსფერს რო აყომარებდნენ როგორ დავიჯერო რომ შლოტერბეკზეც არ კითხეს.. კი მართალია ტრავმიანია ეგ ბიჭი, მარა მაგაზე უარესიები მოვაბრუნეთ პედრისა და ოლმოს სახით, ამ ფლიკმა რაღაცა აშკარად იცის.. აგერ მაგარი ფიზმომზადების მწვრთნელიც მოუყვანია და მაგასაც უეჭველი მოხოდავდა. თან პრაიმშია და თან რო რამე მარტინიც სულ სკამზე ხო არ გახმება..
აი ფულბექები კი სერიოზული პრობლემაა, მე საბოლოოდ გადამეწურა კუნდეზე იმედები და იმასაც მაგრად ვნანობ კუკურელია რო ასე საზიზღრად დავკარგეთ, არაა ეს ბალდე ბარსას დონის და ეს კუნდე ვაბშე სად დაფრინავს კაცმა არ იცის, იმენა იმის ლანდია რაც ადრე იყო.
აი წყალი რომ არ გაუვა ისეა მოსაყვანი 2 უტოპესი ფულბექი, პლუს კანსელუ გამოსასყიდი და პლუს მარჯვნივ ვინმე სკამისთვის.
მოკლედ მთელი დაცვა გამოსაცვლელია, ნახევარდაცვაში საყრდენი მოსაძებნი, სტრაიკერი მოსაყვანია და ამ დროს ესენი რას აკეთებენ: ტორესს უშვებენ და ადეიემი მოჰყავთ..
ნუ რავიცი.. კლოუნადაა ჩვეულებრივი
ლაპორტი უეჭველი მოსაყვანია,კუბარსისთანაც კარგ ტანდემს ქმნის და კარგია გამოცდილი კადრი რო ეყოლება გვერდით,თან უიაფესიც დაჯდება როგორც თქვი და ალბათ მინიმუმ 2 სეზონი ისევ ითამაშებს მაღალ დონეზე.
გამაგიჯებთ თქვენ😁 რა დაცვაზე საუბრობთ? არ გვჭირდება მცველები რით ვერ გაიგეთ? არ კითხულობთ კომენტარებს საიტზე? ბარსელონას დაცვის გაძლიერება სანამ ამოწეული დაცვით ვთამაშობთ შეუძლებელია. აზრი არ აქვს, მაშმინ კლოპი უნდა გავუშვათ, მარტინს სასწაული პროგრესი აქვს, ვინც არ უნდა იდგეს დაცვაში სანამ ეს სიტემა ჰვაქვს ყველა გუნდი თამაშში 5 გავა ჩვენ მეკარესთან პირისპის, მალდინი და ვანდეიკი რომ იდგნენ აზრი არ ქვს სანამ ამ სისტემით ვთამაშობთ და სე შემდეგ კომენტარები🤨 ნწუ ნწუ ნწუ. ვაბშე არ ეცნობით ექსპერტთა მოსაზრებებს რა. პ.ს იმაში 100% გეთანხმები, რომ რაფინია თუ გაყიდეს ვერ ჩავთვლი რომ შეტევა განსაკუთრებით გაძლიერდება, შემადგენლობის სიღრმე გაიზრდება მაგრამ ხარისხით დიდი ვერაფერი ზრდაა. აი რაფიკას დატოვება+ ტორესის გაყიდვა 70 მილიონად და იყოს ის თვეში სამგოლიანი არგენტინელის ყიდვა კი ნამდვილად იქმება როგორც ხარისხობრივი ისე სიღმისეული გაძლიერება. ფულბეკებშიც 100% შენს აზრზე ვარ მაგრამ მეეჭვება შეძლონ კუ დეს ღირსეული ჩანაცვლება. ბალდე მკიდია საერთოდ ვთვლი რომ უბრალოდ ადგილს იკავებს გუნდში და ტყვილად იღებს ხელფასს🤮
გონსალო რამოსს რას უშვებიან ამდენი შემტევი სად მიყავთ
მილანში გაყიდეს გონსალუ 74 მილიონად
არ არის კარგი ამბავი.
ტორესი მსოფლიოში საუკეთესო სუპერსაბია და ეს იცის ენრიკემაც. გონსალუ რამოში გაყიდეს 74ში და ახლა ტორესი უნდათ 50ად, რაც მაგათთვის იმენა საუკეთესო ბიზნესია, ჩვენ კიდევ ძალიან გაგვირთულებს საქმეს, რადგან გამოვა რომ 2 სტრაიკერი გვეყოლება მოსაყვანი.
ამას გარდა რაფინიას დარჩენაც არაა 100% დადასტურებული და საბოლოოდ ისე გამოდის რომ ზედმეტ ცვლილებას აკეთებს ბარსა შეტევაში რაც უეჭველი პრობლემებს გამოიწვევს, ვინაიდან ქიმიის ჩამოყალიბებას დრო ჭირდება და თან ისიცაა რომ იმენა ბარსას დნმ-ს ხალხიც არ მოჰყავთ რომ ეგ ამბავი უკვე დალაგებული იყოს.
რავი მე პირადად ბარსას ადგილზე აუცილებლად შევინარჩუნებდი რაფინიასა და ტორესს, მოვიყვანდი ალვარესს და ეგაა, გორდონი+ადეიემი კი გვყავს და საკამრისია.
მეორე ვარიანტად კიდე მგონია რომ გორდონს გამოიყენებენ ცენტრში ხოლმე, რაფა-ადეიემი მარცხნივ და იამალი-ტუნკარა მარჯვნივ..
პროსტა ტორესი არაა ხელწამოსაკრავი ფორვარდი. ადრეც ვწერდი რომ მაგ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს თორე ეგეც რომ არ ჰქონდეს დღეს ნაღდად უტოპესი სტრაიკერი იქნებოდა. კლასი აქვს და ეს ბევრჯერ გამოჩნდა დიდ თამაშში, თუნდაც ახლა პორტუგალიასთან რა პასიც დახატა მაგას ვერ იზამს უკლასო ფორვარდი, პროსტა ეგაა რო არასტაბილურია მისი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო და მაგისი პსჟში გადასვლა ძალიან ცუდია იმ ამბავში რომ სადაც დემბელე მოხოდეს არაა გამორიცხული რომ ეგეც მოხოდონ და მერე ნახეთ თქვენ რა მაგარი ტრანსფერი გამოუვათ. მითუმეტეს ახლა შევიდა ეგ პრაიმ ასაკში და სადაც მართლა დემბელეს ადებინებენ მეორე ოქროს ბურთს, არაა გამორიცხული რომ ტორესიც აათამაშონ.
ერთი სიტყვით, ძალიან ცუდი ტრანსფერია ბარსასთვის და ვერანაირი ვლაჰოვიჩებით და ვიღაცეებით ვერ დაბალანსდება ეგ ამბავი.
აი რაფინია-ტორესს რომ ვყიდდეთ და მაგათ თანხაში ჰალანდი რომ მოგვყავდეს ვაბშე ხმას არ ამოვიღებდი, მარა ხო ვიცი ახლა ესენი გაყიდიან მაგ ორს, მოიყვანენ ალვარესს 150ად, ეგეც გაფლოპდება და დავრჩებით ისევ გაღიმებულები.
მე პირადად ლიგა ერთში რო გაიბრწყინოს არც გამიკვირდება 😂😂😂
Ბარსა 50 ზე ნაკლებს არ ითხოვსო დაიწერა. ეს თუ გაუშვეს მაშინ ვლაჰოვიჩი რო დაითრიონ უფასოდ არ არის ცუდი ვარიანტი
რამდენს იხდიან ესეც დაგეწერათ, არაა ეგ უბრალო საკითხი
95 ლიმონიო და ბარკოლაში გაცვალონ თუ მაგდენი ღირს ტორესი.
არცერთ ვარიანტში არ უნდა გაუშვან,თან 30-35 ზე მეტს ვერ ავიღებთ. ბაზარი არაა ბევრს მაზავს,მაგრამ სკამიდან მაგარი შედეგებიც აქვს,პრესინგზე ძალიან მაგარია,გასახდელში სიტუაციას არ რევს,ჩვენებთან შეთამაშებულია და კაი სიტუაციაშია. რავი რატო უნდა გაყიდო ასეთი იგროკი. თან ამდენ ტურნირზე ვართ და სკამი გვჭირდება სასიცოცხლოდ,რა აზრი აქვს მაშინ იმათ მოყვანას,ჩანაცვლება თუ გამოვიდა. პირიქით შეტევაში ცხრიანია დასამატებელი. ფული თუ უნდათ რუნი გაყიდონ 20-25 მილიონად და უფლებები დაიტოვონ. კასადო გასაყიდია,კრისტენსენი-არაუხოდან ერთი გასაყიდია. შტეგენი მოსაშორებელია.
ეხა დსეც თუ პრაიმ კიჭა გაიჩითება და ოქროს ბურთს დადებს და კარიერას დააქამბექებს აღარ ვუყურებ ფეხბურთს 🤣🤣
მანდ დაიწყებს დავიდ ვილიასავით ჩაბზრიალებას
არ იდარდო ძამი, ეგ უკეთეს თამაშს ვერსად ვერ აჩვენებს, სულ ზიმბაბვეს ჩემპიონატში რომ წაიყვანო იქაც ზამენის კაცად დარჩება😂😂😂
რავივი აგერ საფრანგეთმა თუ ფინალი ითამაშა ჩათ ალე დემბელე მეორე ოქროს ბურთს დებს 😂😂 და რაღა გამაკვირვებს
რავიცი დემბელეც მეგონა სულ გაქრება თქო, მაგრამ ოქროს ბურთი აიღო და რაღა უნდა იწამო ამის შემდეგ.
ხო აქ რომ კითხო ხალხს ტორესი ფეხბურთელი არაა და ლუჩოს უნდა 😂 ტრენერი არ არსებობს ვისაც ტორესი არ ევასება 👌🏻😂
მე ხულიან ალვარესს ჟუნიორ კრუპი მირჩევნია. უკეთესი სტატისტიკა აქვს კრუპს შიდა ჩემპიონატში თან ბორნმუთში თამაშობს და არა გრანდში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ახლაც ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ის მიზეზი არ არის რომ ალვარესი გადმოსვლისთანავე სასწაულად ითამაშებს და კრუპს დრო დასჭირდება. ასევე კრუპი უფრო იაფი ღირს 100 მილიონი, ალვარესში კი 150 მილიონს ითხოვენ რაც ნამდვილად არ ღირს. თან ფლიკის სტილსა შეესაბამება და მოძრავი ფორვარდია ალვარესივით კრუპი. ალვარესი არცერთ გუნდში უცვლელი ძირითადის წევრი არ ყოფილა.
სიმონი დაღუპავს ესპანეთს. გუში რეები აკეთა
ღირსიც იქნება დელაფუენტე. გუშინ ლამის გულის შეტევა დამმართა მაგის გამოსვლებმა
ნორმალური მაყუთი მაინც გამოართვან. ამის 30 მილიონად გაშვება საცოდაობაა. ყვერი კია მარა გააქ ზამენიდან გოლები.
კონტრაქტი ეწურაბა 27ში თორე 50-60 ავიღებდით ამაში
მშვენიერი, მაგრამ იმედია 30 მილიონად არ გაატანენ.