მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მარტივი გამარჯვება მხოლოდ ორმა გუნდმა იზეიმა – ბელგიამ და მაროკომ. სხვებმა კი ძალიან იწვალეს.
ფლეი ოფის მეორე ეტაპზე მუნდიალს “ბარსელონელების” ორი გუნდი გამოაკლდა – რაფინიას ბრაზილია და ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე. “ბლაუგრანას” მოთამაშეები ამ შემთხვევებში მოედანზე არ გვიხილავს.
ბრაზილია ტრადიციულად რთულ მეტოქე ნორვეგიასთან გამოვარდა. ეგვიპტე კი ტრადიციულად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, რომელიც მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობის შემდეგ საუკეთესო სისტენტიც გახდა.
რაც შეეხებათ გამსვლელებს: ჟოან გარსიას, ერიკ გარსიას, პაუ კუბარსის, გავის, პედრის, დანი ოლმოს, ლამინ იამალისა და ფერან ტორესის ესპანეთმა პორტუგალიას სძლია. “ფურია როხა” 10 ივლისს ბელგიას დაუპირისპირდება.
ჟიულ კუნდეს საფრანგეთმა პარაგვაისთან გამართულ ბრძოლაში გაიმარჯვა. 9 ივლისს ფრანგების მორიგი მეტოქე მაროკო იქნება.
ენტონი გორდის ინგლისი კი, მექსიკის ძლევის შემდეგ, 12 ივლისს ნორვეგიას დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ათზე მეტი წარმომადგენელი არავის ჰყავს. იგივე შედეგით გამოირჩევიან “არსენალი” და მადრიდის “ატლეტიკო”.
ორვეგიას რა ეტყობოდა წვალების?