ხავიერ ტებასი: ბარსელონას ამ ქვეყანაში სხვა კლუბების შესაშური არაფერი სჭირს

ხავიერ ტებასი: ბარსელონას ამ ქვეყანაში სხვა კლუბების შესაშური არაფერი სჭირს

ჟოან ლაპორტას ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ყურადღება “ბარსელონას” ეკონომიკურ პროგრესზე გაამახვილა. “აუდიტორი 1899”-ში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მან ლურჯ-ბროწეულისფერთა ლიდერს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა და ბოლო წლების ფინანსური სირთულეების დასაძლევად გაწეული უდიდესი სამუშაო გამოარჩია.

ფინანსური სტაბილურობა და ახალი სტადიონი

ტებასმა თავისი გამოსვლა კლუბის მენეჯმენტის შექებით დაიწყო და ახალი “სპოტიფაი კამპ ნოუს” მნიშვნელობას ხაზი გაუსვა:

“ვულოცავ ჟოან ლაპორტასა და დირექტორთა საბჭოს ამ არჩევნებში წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ “ბარსელონას” სპორტული და ინფრასტრუქტურული კუთხით დიდი მიღწევები ექნება. ლა ლიგისთვის სტადიონის რეკონსტრუქცია ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თავად კლუბისთვის, ესპანეთისა და მთელი მსოფლიოსთვის.”

ლა ლიგის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება კლუბის მიერ მიღწეულ ფინანსურ სტაბილურობაზე გაამახვილა:

“რთული წლები იყო, მაგრამ ახლა ისინი შესანიშნავ გზაზე დგანან და ამ ქვეყანაში სხვა კლუბების შესაშური არაფერი სჭირთ. გილოცავთ კლუბის ეკონომიკურ მდგრადობამდე მიყვანას.”

დაძაბულობის შერბილება და საერთო მიზნები

ბოლო წლებში ლა ლიგასა და კლუბს შორის არსებული არაერთი დაპირისპირების მიუხედავად, ტებასმა ინსტიტუციური დაძაბულობის შერბილება სცადა:

“ჩვენ გვქონდა უთანხმოების მომენტები, მაგრამ მთავარია, რომ ეს ინსტიტუციური პატივისცემის ფარგლებში ხდებოდეს. ვეცდებით, ესპანური ფეხბურთისთვის ყოველთვის საუკეთესო ვეძებოთ.”

გამოსვლის დასასრულს, ლა ლიგის პრეზიდენტმა ტურნირში “ბარსელონას” უდიდეს წონასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ჩემპიონატი კატალონიური გრანდის გარეშე წარმოუდგენელია:

“ჩვენი საერთო მიზანია, რომ ლა ლიგა იყოს დიადი. “ბარსელონას” წარმატებები ლა ლიგის წარმატებებია და ეს ესპანურ ფეხბურთს კიდევ უფრო დიდებულს ხდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “ბარსელონას” წარმატება ლა ლიგის წარმატებაა.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი