ალბამ ვარჯიში განაახლა

ალბამ ვარჯიში განაახლა

ერთ თვეზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ, სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა ხორდი ალბა, რომელმაც დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

პარსაკევს, ხერარდო მარტინოს განკარგულებაში ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულნი არ არიან. დღის მთავარი სიახლე სავარჯიშო მოედანზე ხორდი ალბას გამოჩენა იყო. მარცხენა მცველს 10 ოქტომბრის შემდეგ არ უვარჯიშია.

ხერარდ პიკე გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, ხოლო სესკ ფაბრეგასი, რომელიც ასევე ტრავმირებულია, თანაგუნდელებთან ერთად ხურდებოდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია