workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ იცის, რომ 2027 წელს 1:1 წესს მიღმა აღმოჩნდება: 210-მილიონიანი ავანსის მთავარი მიზეზი

ბარსელონამ იცის, რომ 2027 წელს 1:1 წესს მიღმა აღმოჩნდება: 210-მილიონიანი ავანსის მთავარი მიზეზი

bolt მოკლედ
"ბარსელონაში" იციან, რომ მომდევნო ზაფხულში ტრანსფერების განხორციელება გაუჭირდებათ, ამიტომ ფეხბურთელებს წელს იმატებენ.

“ბარსელონამ” რამდენიმე დღის წინ 210 მილიონი ევროს ავანსი მოითხოვა, რათა სატრანსფერო ბაზარზე გასვლა და ფეხბურთელების დამატება შეძლოს. “სპოტიფაი კამპ ნოუს” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეფერხების გამო კლუბი ფინანსურად რთულ პერიოდს გადის, რადგან თავდაპირველად დაგეგმილი შემოსავლების მიღება ვერ მოხერხდა. ამიტომ, შემადგენლობის გასაძლიერებლად ეს თანხა აუცილებელი იყო. აღნიშნული 210 მილიონი მომდევნო წლების სატელევიზიო უფლებებიდან მოდის.

თუმცა, არსებობს მეორე მნიშვნელოვანი მიზეზიც, რომელიც “ბარსელონას” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გააქტიურებისკენ უბიძგებს. პროგნოზის თანახმად, მომავალ ზაფხულს კლუბი 1:1 წესს მიღმა კვლავ აღმოჩნდება. ბევრს გაუკვირდება, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, როცა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ “ბარსელონა” ამ წესს დაუბრუნდა და ტრანსფერების განხორციელება ჩვეულებრივად შეეძლო.

“სპოტიფაი კამპ ნოუს” შემოსავლები და “მონჟუიკზე” დაბრუნება

1:1 წესში დაბრუნება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ კლუბი მომდევნო ფინანსური წლისთვის შემოსავლებს საგრძნობლად გაზრდის. ამ ზრდამ, გაშვებული ფეხბურთელებისა და ხელფასების შემცირების ხარჯზე სწორ სპორტულ მენეჯმენტთან ერთად, გუნდს სატრანსფერო ბაზარზე ნორმალურად ოპერირების საშუალება მისცა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს ვითარება მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდება და მომავალი ზაფხულისთვის კლუბი კვლავ ლიმიტს გადააჭარბებს.

ამის ახსნა კი კვლავ შემოსავლებს (ამჯერად უარყოფითი კუთხით) უკავშირდება. 2027/28 წლების სეზონის განმავლობაში, გუნდი 6 თვის მანძილზე საშინაო მატჩებს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ვერ გამართავს. მათ “მონჟუიკზე” დაბრუნება მოუწევთ, რაც შემოსავლების შემცირებას გამოიწვევს, რადგან ეს სტადიონი გაცილებით ნაკლებ თანხას აგენერირებს. ეს ფინანსური დანაკარგი პირდაპირ აისახება კლუბის სატრანსფერო შესაძლებლობებზე და 1:1 წესის მიღმა დარჩენის გამო ისევ შეზღუდვები დაუწესდება.

105 მილიონი ახლა და კიდევ 105 – ზამთარში

სწორედ ამიტომ, “ბარსელონა” ტრანსფერებს აჩქარებს. კლუბს სჭირდება, რომ ორ სატრანსფერო ფანჯარაში (ამ ზაფხულსა და ზამთარში) განახორციელოს ის ოპერაციები, რომლებსაც ნორმალურ პირობებში ოთხ ფანჯარაზე (ორი მიმდინარე და ორი 2027 წლის) გადაანაწილებდა. მენეჯმენტმა იცის, რომ მომავალ ზაფხულში, დიდი ალბათობით, კვლავ ლიმიტს გადაცილებული იქნება, ამიტომ შემადგენლობის გასაძლიერებლად ტემპს მოუმატა.

დაგეგმილია, რომ ამ ზაფხულს მოთხოვნილი ავანსის ნახევარი – 105 მილიონი ევრო დაიხარჯება. მეორე ნახევარი კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შეინახება, რადგან მისი გამოყენება ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის კლუბმა უკვე დაიმატა ენტონი გორდონი და პრაქტიკულად დახურული აქვს კარიმ ადეიემის ტრანსფერი. მოსალოდნელია ხულიან ალვარესის (ან მსგავსი პროფილის სხვა თავდამსხმელის) და ჟოაუ კანსელუს დამატებაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 13:40
    #5

    ალვარესმა თითონ უნდა დაბლოკოს არსენალი და გაიჭედება მერე ატლეტიკო, უარყოფითი ბალანსი აქვთ ბიუჯეტში და 80 მილიონის შემოსავალი ჭირდებათ, სხვა არავინ ყავთ მაგ ფასად რო გაყიდონ. ალვარესმა თუ ყველა შემოთავაზება დაბლოკა ბარსელონას გარდა, საბოლოოდ იძულებული იქნება ატლეტიკო მოგვყიდოს. ასევე გვჭირდება ცაცია ცენტრალური მცველი და დაჟე საყრდენიც. კასადო თუ წავიდა 100% ით დაგვჭირდება საყრდენი. დე იონგი მძიმედ არის დაშავებული და მინიმუმ 4 თვეს გამოტოვებსო. მოსაშორებელია ეგ ქალაჩუნა კაცი, სულ ტრამვა აქვს ყველა მნიშნველოვანი თამაშის წინ. უნდა გაგვეყიდა სანამ დრო იყო. და როდრიზე გავწეულიყავით. როდრი მგონია რო წავა პეპის მერე, სიტიმ ანდერსონი დაიმატა, პლიუს ბუადიზე ჩალიჩობს. როდრის გამოწევა შესაძლებელია და რას დაგვხატავდა წარმოიდგინეთ. ბერნალი კი იწირება მარა 2 საყრდენით თამაშობს ფლიკი და გაიყოფოდა დრო. აღარც პედრი გადაიწვებოდა არც როდრი და ბერნალსაც შეხვდებოდა დრო. მოკლედ როდრიზე დავფიქრდებოდი სერიოზულად

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 13:04
    #3

    არ გავყიდით მოწინააღმდეგეზეო და დაავიწყდათ, რომ ლიგაზე მეთოფეებმა ჯერ 4:0 ათრიეს და მერე 1/2 ფინალიდანაც მოისროლეს;
    თუ ალვარესი არსენალში მიდის, გამოდის, რომ მეთოფეები დიოკერეშს გაყიდიან ასე 70-80-ში, დაფიქრებად ღირს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 10:19
    #1

    ალვარეის დავივიწყოთ არსენალში მიდის და ამბობენ ინგლისელები 107 მილიონს გადაიხდიანო.

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 15 ივლ 2026, 10:45
      #2

      მაგდენს ბარსრლონაც ხო იხდიდა არა? ნუ მაგრამ გასაგებია კატკეტიკო ბარსაში არ გაყიდის, ანუ დავრჩით მინიმუმ 3 სეხონი ცენტრფორვარდის გარეშე

      • Moriarti
        Moriarti გულშემატკივარი
        schedule 15 ივლ 2026, 17:37
        #6

        ალვარესი თუ არ მოვიდა ეგ იმას ნიშნავს რომ სხავს არ დაიმატებენ?

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 15 ივლ 2026, 20:11
      #7

      ატლეტიკოს ვინ ეკითხება უნდა კაია ალვარესზეა ბოლო სიტყვა მონობა ხოარაა რომ პატრონი ყიდდეს… კაროჩე დღეს თუ გამოვარდა ალვარესი მალე დაიწყებენ მაგაზე ლაპარაკს ან კვირის მერე