workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

ლამინ იამალის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

“ბარსელონას” 18 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა “პარი სენ-ჟერმენთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (1-2) ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იამალი ყველაზე ახალგაზრდა (19 წლამდე) ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა – 24. ამ შედეგით მან უორენ ზაირ-ემერის აჯობა და აღსანიშნავია, რომ ლამინმა ეს სწორედ მისი გუნდის წინააღმდეგ გააკეთა.

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მე-18 შეხვედრა ჩაატარა “ბარსას” კიდევ ერთმა ტალანტმა პაუ კუბარსიმ და იგი ბოიან კრკიჩს გაუთანაბრდა. იამალს – ივლისამდე, კუბარსის კი იანვრამდე აქვთ დრო, თავიანთი შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესონ.

ლამინ იამალის რეკორდების ნახვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

საუკეთესო ხუთეული ფეხბურთელებისა, რომლებიც 19 წლამდე ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით იწონებენ თავს:

ფეხბურთელი

მატჩი

ლამინ იამალი 24
უორენ ზაირ-ემერი 23
პაუ კუბარსი 18
ბოიან კრკიჩი 18
სესკ ფაბრეგასი 17

ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან 4 “ბარსას” მოთამაშეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • Football
    schedule 05 ოქტ 2025, 17:54
    #21

    me da barca, gadajmas ganaxeb trakidan ro gamogigeb xerxemals teslo bavshvo sen zrdiloba iswavle sanam sakuari adgilze gaq ilaiqe axla kometarebi alt ebit