workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი და მასკერანო ნაკრებში დაბრუნდნენ

მესი და მასკერანო ნაკრებში დაბრუნდნენ

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ ეკვადორთან და ბოსნიასთან გასამართი მატჩებისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმო. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები – ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო.

მასკერანომ და მესიმ არგენტინის ნაკრების ბოლო 2 თამაში ტრავმების გამო გამოვოტეს. ამჯერად, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვთ და საბელიამ ორივე მათგანს უხმო.

არგენტინა პირველ ამხანაგურ მატჩს 16 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 4 საათზე, ეკვადორის წინააღმდეგ გამართავს. 19 ნოემბერს, დილის 7 საათზე, არგენტინელები უკვე ბოსნიას დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward