workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინომ ადრიანო თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა

მარტინომ ადრიანო თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა

“სელტასთან” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში, ტატა მარტინომ გუნდის მარცხენა მცველი, ადრიანო შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე მარტინ მონტოია შეიყვანა. პირველადი მონაცემებით, ბრაზილიელის ტრავმა სერიოზული არაა.

“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, მარტინომ ადრიანო, რომელსაც მარცხენა ბარძაყის არეში მცირე დაზიანება ჰქონდა, თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. ბრაზილიელ განაპირა მცველს სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და მის ტრავმასთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward