workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
316-მატჩიანი სერია შეწყდა – “რაიომ” “ბარსას” ბურთის ფლობაში აჯობა!

316-მატჩიანი სერია შეწყდა – “რაიომ” “ბარსას” ბურთის ფლობაში აჯობა!

2008 წლის 7 მაისს, როდესაც “ბარსელონა” მადრიდის “რეალთან” 1:4 დამარცხდა, ფრანკ რაიკაარდის შეგირდები მეტოქეს ბურთის ფლობაშიც ჩამორჩებოდნენ. მას შემდეგ, კატალონიელებმა 316 მატჩი ჩაატარეს, აქედან 228 მოიგეს, 58 ფრედ დაასრულეს და 30 წააგეს. ყველა ამ თამაშში, “ბარსა” მეტოქეს ბურთის ფლობის მხრივ ჯაბნიდა. ეს მართლაც დაუჯერებელი სერია “რაიო ვალიეკანომ” შეწყვიტა.

იმ დროის მონაკვეთში, როდესაც “ბარსელონამ” ეს 316 თამაში ჩაატარა, კატალონიელებმა 16 ტიტული მოიგეს – 4 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 4 ქვეყნის სუპერთასი, 2 ევროპის სუპერთასი და ორიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. სიმართლისგან შორს არაა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, “ბარსამ” ასეთ წარმატებებს, დიდწილად, ბურთის ფლობაში მუდმივი უპირატესობის ხარჯზე მიაღწია. თუმცა, ყველაფერი იცვლება და ხერარდო მარტინოს უარყოფის მიუხედავად, უცვლელი არც “ბარსას” სტილია. ფაქტია, რომ კატალონიელთა თამაშში ცვლილებებია. სადამდე მიგვიყვანს ეს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, დღევანდელი შედეგი კი ასეთია: ბურთის ფლობა თამაშის 49%-ის (“ბარსელონას” ოფიციალური საიტის მონაცემი) განამვლობაში და 4:0 მოგება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward