ინგლისელი ენტონი გორდონი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაშია, სადაც კოსტა-რიკასთან (3-0) მოგებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში გატანილი გოლისა და შესრულებული ასისტის წყალობით, საუკეთესო ფორმაში მიემგზავრება. “ბარსელონაში” კი მის მიმართ მომავალი სეზონისთვისაც დიდი მოლოდინები აქვთ.
სამედიცინო შტაბის აღმოჩენა
კატალონიურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ის ჰანსი ფლიკისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება. ამასთან, “ბარსელონას” სამედიცინო შტაბი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმ შემოწმებისას, რომელიც გორდონს ტრანსფერის დადასტურებამდე ჩაუტარდა. სამედიცინო ისტორიის განხილვისას ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ინგლისელს კარიერის განმავლობაში კუნთის სერიოზული ტრავმა არასდროს მიუღია. ეს ძალიან საყურადღებო ფაქტორია, რადგან ის ფეთქებადი სტილის მოთამაშეა, რაც ხშირად მსგავსი ტიპის დაზიანებებს იწვევს ხოლმე.
“ევერტონსა” და “ნიუკასლში” ყოფნისას მისი ერთადერთი ფიზიკური პრობლემები კოჭსა და მენჯს უკავშირდებოდა, რასაც ბარძაყის უმნიშვნელო დისკომფორტი ემატებოდა. საერთო ჯამში, პროფესიონალური კარიერის დაწყების დღიდან, გორდონს მხოლოდ 19 მატჩი აქვს გამოტოვებული.
გორდონის რუტინა და საიდუმლო
ერთადერთი რასაც ვაკეთებ, გაწელვებია. ვვარჯიშობ გაწელვებზე ვარჯიშამდე და მის შემდეგ, სულ ესაა. სპორტდარბაზში ჩემი რუტინა უფრო აღდგენასა და მოქნილობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. კლუბის ბიჭები კი ძალოსნობითაც არიან დაკავებულნი. ჩემი თამაში ამაზე დიდად არ არის დამოკიდებული და ვფიქრობ, ისედაც საკმარისად დავრბივართ, ამიტომ კუნთებსა და სხეულზე დამატებითი წონის აწევა მხოლოდ მეტ სტრესს შექმნის, რაც ტრავმების რისკს ზრდის.
– განმარტა გორდონმა 2024 წელს გარი ნევილთან ინტერვიუში.
გორდონის თითქმის უნაკლო სამედიცინო ისტორიას მისი ბრწყინვალე ფიზიკური კონდიციებიც ემატება. ინგლისელი გარემარბი ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი იყო და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მაღალი ინტენსივობის შენარჩუნება შეეძლო, რითაც დიდ გამძლეობასა და შრომისმოყვარეობას ამტკიცებდა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინები
ენტონი გორდონი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მომავალ ოთხშაბათს, 17 ივნისს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს. ამის შემდეგ ის განასა (23 ივნისი) და პანამას (27 ივნისი) დაუპირისპირდება და L ჯგუფის ეტაპს დაასრულებს. ინგლისში მისგან დიდებულ თამაშს ელიან, “ბარსელონაში” კი სურთ, რომ მან თავისი კვალი დატოვოს და დაამტკიცოს, რომ მისი ტრანსფერი აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო.
მთლად კვარა არაა მარა უკეთესი ვარიანტი მარცხენა ფლნაგზე არაა დღეს ბაზარზე თან ახალგაზრდა კი არის ვიღაც ახალგაზრდა ბიწები მარა მაგათ ისედაც აკვირდებიან მთავარია ახლა დაცვა და 9 ნომერი მოიყვანონ კუნდეზე 90 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს პსჟო ბაკდეზე 70 მილიონს სიტიო ალტერნატივა მარცხნივ არის მარა მარჯვნივ არავინ არაა იდეაში
მართლა ცხოველია პრესინგის და ძალიან სწარფია ბურთი თუ დამუღამა ჩვენთან მონსტრი გახდება👌🏻