workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტატა მარტინო მატჩის შემდეგ

ტატა მარტინო მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, “აიაქსთან” მოგებული თამაშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან მატჩის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

“უშეცდომოდ არ გვითამაშია, მაგრამ კარგი მატჩი ჩავატარეთ. მე-2 ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე პირველში. შესვენების შემდეგ თამაშს უკეთ ვაკონტროლებდით, მეტოქეს ვაპრესინგებდით და დაცვაშიც უკეთ გამოვიყურებოდით. მე-2 ტაიმშიც ისევე რომ გვეთამაშა, როგორც პირველში, ნაბიჯს უკან გადავდგამდით, მაგრამ შეცდომები გამოვასწორეთ და მჯერა, რომ პროგრესიც განვიცადეთ. მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი მოგება განსაკუთრებულია იმის გამო, რაც მე-2 ტაიმში გავაკეთეთ.

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” ბრწყინავდა და ამიტომ, გულშემატკივრები ძალიან მომთხოვნები არიან. მესმის, რომ ისინი პირველი ტაიმით უკმაყოფილონი დარჩნენ, მაგრამ მათ მე-2 ტაიმით კმაყოფილების მიზეზი აქვთ.

ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმ დონეს, რომელზეც “ბარსა” იმყოფებოდა. არ გვინდა გუნდის თამაშის სტილი შევცვალოთ. მე მინახავს, როგორ აკეთებდა რაფაელ მარკესი გრძელ გადაცემებს 5 წლის წინათ. თუ ჩვენ თამაშის ალტერნატიულ გზებს ვეძებთ, ეს არ ნიშნავს, რომ სტილს ვცვლით.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward