workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კრისტენსენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ბარსელონა კრისტენსენს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“ბარსელონას” ანდრეას კრისტენსენთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, მიუხედავად ფეხბურთელის ტრავმების რთული ისტორიისა. კლუბი გეგმავს, დანიელს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით (პლუს მეორე სეზონის ოფციით) გაუხანგრძლივოს, თუმცა, სავარაუდოდ, შემცირებული ხელფასის სანაცვლოდ.

Sport-ის ცნობით, ამ პროცესში პირადად არის ჩართული კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. იგი აფასებს 30 წლის დანიელის პროფესიონალიზმს და არ სურდა მისი მიტოვება დეკემბერში მიღებული მძიმე ტრავმის (ჯვარედინი იოგების) შემდეგ. ტრანსფერის იდეას მხარს უჭერს მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სრულ მზადყოფნაში მყოფი კრისტენსენი “ბარსელონას” ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ძალიან აფასებს მის უნარს, თანაბარი წარმატებით ითამაშოს როგორც ცენტრალურ მცველად, ისე საყრდენ ნახევარმცველად.

კრისტენსენი “ბარსელონაში” თავს კომფორტულად გრძნობს და აქაურობას კარგად შეეგუა, თუმცა ახლა მან უნდა გადაწყვიტოს: დათანხმდეს “ბარსელონას” მოკლევადიან წინადადებას თუ სხვა კლუბების ვარიანტები განიხილოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 18 მაი 2026, 00:09
    #10

    როცა ითამაშა კარგი იყო და ფლიკმა მაინც არ მისცა დრო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 20:34
    #9

    და რისთვის? მაინც სულ დამტვრეულია

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 მაი 2026, 19:21
    #8

    “კრისტენსენი “ბარსელონაში” თავს კომფორტულად გრძნობს და აქაურობას კარგად შეეგუა”.
    აბა რაა, ხან ლაზარეთშია, ხან სათადარიგოზე ზის და ხელფასს კი იღებს. ვინ იტყოდა უარს ასეთ სამუშაოზე. ამან თუ კარგად დაიკლო ხელფასი ეგება ეს სეზონი მაინც ჩაატაროს როგორმე. ასეა თუ ისე ტექნიკა საკმარისი აქვს, მაგრამ ეს შუშა სხეული არ ასვენებს.

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 16:38
    #7

    არადა ჯანმრთელად როცაა კარგად გამოიყურება.

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 16 მაი 2026, 15:40
    #6

    ძაან დიდო ტრამვა აქ მიღებული და არვიცი პროფესიულ დონეზე ითამაშებს თუ არა სარისკოა კონტრაქტის გახანგრძლივება

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 16 მაი 2026, 14:45
    #5

    ეს შაბიამანი რატო გვუავს ამდენი ხანია და კიდე უნდა გვყავდეს რა უბედურებააა რა არი ეეე…

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 16 მაი 2026, 14:25
    #4

    ამის ნახევარი კლასი მისცა მთელ დაცვას ავშენდებოდით, მაგრამ ტიპი შუშისგანაა გაკეთებული.

  • Moriarti
    Moriarti გულშემატკივარი
    schedule 16 მაი 2026, 11:12
    #3

    ტიპმა ბოლო 2 სეზონში ალბათ 10ჯერ ითამაშა, ამის დატოვების აზრს ვერ ვხედავ. ეს თუ დატოვეს ალბათ მცველს აღარ მოიყვანენ.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 16 მაი 2026, 10:51
    #2

    მაქსიმუმ 7 თამაში ითამაშოს, საუკეთესო შემთხვევაში. თორე კუბარსისაც მირჩევნია გარსიასაც და არაუხოსაც. ფაფასუაა პროსტა და ტრანსფერია საჭირო, ვინმე კარგი მცველი გვინდა

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 16 მაი 2026, 09:43
    #1

    ამის დატოვება არ შეიძლება. კი მაგარი მცველია თუ ფორმაშია მარა ნახევარზე მეტი ტრავმირებულია.