workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის ემოციური მიმართვა კულეებს საჩემპიონო ზეიმზე

ჰანსი ფლიკის ემოციური მიმართვა კულეებს საჩემპიონო ზეიმზე

გუშინ “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონობა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” იზეიმა. საშინაო არენაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მიკროფონი აიღო და შეკრებილ საზოგადოებას ემოციური სიტყვით მიმართა.

გერმანელმა სპეციალისტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ დიდ წარმატებაში წვლილი შეიტანა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფეხბურთელების ბრძოლისუნარიანობასა და თავდადებას.

გთავაზობთ “ბარსელონას” მწვრთნელის სიტყვებს:

“საღამო მშვიდობისა, კულეებო. საღამო მშვიდობისა, კულეებო. საუბარი ინგლისურად უნდა გავაგრძელო, მაპატიეთ. რთული მატჩი იყო. რთული მატჩი იყო. ის ამ დილით დაიწყო და ამ დღეს არასდროს დავივიწყებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, პრეზიდენტს, რაფა იუსტეს, ყველას და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაგვიჭირა. გუნდს, ყველას, ეს საოცრებაა, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან ვამაყობ, ასეთი დიდებული გუნდი რომ მყავს.

მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა თითოეულ მატჩში ბრძოლის იმ უდიდესი სურვილისთვის, 90 წუთის ან მეტის განმავლობაში, ამას ძალიან ვაფასებ. რა თქმა უნდა, მადლობა ოჯახსაც და ვფიქრობ, ახლა ზეიმი გვსურს, ასე რომ, დიდი მადლობა. Visca Barcelona და Visca Catalunya!”

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ელ კლასიკოს” დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰანსი ფლიკის მამა გარდაიცვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 14 მაი 2026, 13:16
    #23

    მამაა რა!

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 12 მაი 2026, 16:23
    #19

    მომდევნო სეზონში ლიგაც გვაზეიმე ჰანს

  • Rick Sanchez
    Rick Sanchezlocal_fire_department კულე
    schedule 11 მაი 2026, 21:56
    #16

    მაგარი კაცია ფლიკი

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 11 მაი 2026, 20:20
    #13

    ძაან კაი კაცი ხარ შენ და შეხვედი უკვე ამ კლუბის ისტორიაში. ერთი წელიც ცადე ლიგის მოგება და ეგაა❤️ მართალია ტყვილად გაქვს იმედი, რომ ვარსვლავ ცხრიანს და ვარკვლავ მემარცხენე მცველს მოგიყვანენ. იმისიც არ დაიჯერო რომ მარცხენა შემტევში ეგენი ფულს გადაიხდიან😆 ცადე ერთხელაც და თუ გაგვიმართლა კი მოიგებ ლიგას და თუ ისევ არ გაგიმართლებს გულით გისურვებ წასვლას. უბრალოდ იმიტომ, რომ შენნაირი მწვრთნელი საცოდაობაა დეკოს და ლაპორტასნაირებს უყურებდეს ხელებში❤️ პ.ს ბიჭებო ზაფხულისთვის ვინმე კანდიდატურები ხომ არ დაგიმატებიათ მოსაყვანთა სიისთვის😂😂😂 ტონალის ვარიანტი დამიმუშავეთ ძმურად. ძაან მომწონს ეგ ბიჭი დეიონგის ნაცვლად✌️

    • Rivaldo80
      Rivaldo80shield ვეტერანი
      schedule 11 მაი 2026, 21:33
      #15

      რა რა და ტონალის მართლა ასი თავით ჯობია დეიონგი😂😂 მეც მომწონს ტონალი მაგრამ მსგავსი ფეხბურთელები ბევრი გყვავს ✌🏻

      • Motamashe
        Motamasheeco ახალბედა
        schedule 11 მაი 2026, 22:47
        #17

        ცოტა ახალა ვიტყვი ვინმესთქო თორე მე ოსიმენი, ვუსკოვიჩი და სერენო მეყოფა თუ იჩალიჩებთ. ხო და გუშინდელის შემდეგ თან კუმანის ინტერვიუ ვნახე, ესენი 30 მილიონად რაშფორდზე უკეთესის მომყვანები არ არიან და ამიტომ დამიტოვეთ ინგლისელი გუნდში👌

        • Barca for life
          Barca for lifeshield ვეტერანი
          schedule 12 მაი 2026, 16:13
          #18

          25 ჯდება მიკა გოცი და ყველანაირად ჯობია რაშფორდის დატოვებას, ჯერ მარტო ამას 14მ რომ უნდა უხადო წელიწადში, რამხელა თანხებს ურტყამს სკამის ფეხბურთელისთვის.. იმ ბიჭს დაუნიშნავ 4 მილიონს და ბედნიერი იქნება. კვარას ასლია და ძაან დიდი განვითარების პოტენციალი აქვს, თან სტილისტიკურად და ყველანაირად მოერგება ბარსას და დაახლიებით ისეთი ვარიანტი მგონია თავის დროზე ალვარესი და ენცო ფერნანდესი რომ არ მოიყვანეს 17 მილიონებში და 1 წელში 100+ რომ ღირდნენ.. ამ წამს გოცი ერედივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელია, ყველაზე მეტი გ/ა და რეიტინგი აქვს, ძაან მაგარი ფინიშინგით, დრიბლინგითა და აზროვნებით, ჩათვალე კვარაა და 25 მილიონად..
          ხოდა მაინც სკამისთვის უნდა მოვიყვანოთ, თუ ვერ გაამართლა 20ში თავისუფლად გავყიდით, სადაც ვიქტორ როკე დავაბრუნეთ 25ში და.. ასაკითაც თან პატარაა, რაშფორდში ეგეც პრობლემაა რადგან ახლა თუ ვიყიდით მერე ვეღარ გვყიდით 30 წელს გადაცილებულ კაცს..

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 18:26
    #12

    ფლიკ ყველას შეგვაყვარე თავი მაგრამ ლიგაზე პრაგმატულობა თუ არ დაამუღამე თასის გარეშე წახვალ.ყველას უნდა რომ ამ ლამასიის ბაშვებით დადო ლიგა და დაადუმოო მილიარდებიანი გრანდები 👌🏻უნდა ისწავლო სიფრთხილე ფლიკი ბიძია ❤️

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 11 მაი 2026, 15:27
    #8

    რა ტრანსფერები დაიდება ეგაა საქმე, მარა ვინც გინდა მოვიდეს ფლიკმა ლიგაზე ცოტა პრაგმატულად თუ არ ათამაშა გუნდი არაფერი გამოვა, თან ამას დამატებული მსაჯთა ბრიგადასთან გვაქვს ცალკე ბრძოლა, კაროჩე ძაან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ.

    • MESSI 2017
      MESSI 2017shield ვეტერანი
      schedule 11 მაი 2026, 16:35
      #9

      ვინც გინდა მოვიდეები რომ მოყავთ მაგიტო ვერ იგებენ ვერაფერს გუნდს ვინც ერგწბა ის უნდა მოიყვანონ და მერე დაიდება შედეგი სირი რაშფროდის დატივებას ითხოვს ხალხი და მერე შემდეგ სეზონში მსაჯებს დააბრალებენ გამოვარდნას რავი ძმა როგორი ფანებიც არიან ისეთი ხელმძღვანელობა გვყავს ერთი 6 წლის წინანდელი დასირბეუკი ფებხურთელი 5 თამაშში გაიფართხალებს და იმათ ყიდვას ითხოვენ ეგრე იყვნენ ფელიქსზეც
      კაცს 15 მილიონი აწ ხელფასი და იყოს სკამისთვის გამოგვადგებაო😀 სკამის ფეხბურთელს კი არა ძირითადის ფეხბურთელებს აქვთ 6-7 მილიონი სხვა კლუბებში

      • Barca for life
        Barca for lifeshield ვეტერანი
        schedule 11 მაი 2026, 16:54
        #10

        შანსი არაა რაშფორდს არ დაიტოვებენ. რაც ლაპორტაა პრეზიდენტი გუნდს ტენდენცია აქვს იჯარით აყვანილი ფეხბურთელების უკან დაბრუნებისკენ. მაქსიმუმ კანსელუს დაიტოვებენ, ეგეც ძალიან ეცდებიან რომ უფასოდ ან მინიმალურ თანხად გამოვიდეს და ეგაა.
        თან უკვე დიდი ხანია იწერება მარცხენა ვინგერებზე, ხან ბარკოლაო, ხან შელდერუპიო, ხან მუნიოსია, ხან გოციო, ხან გორდონიო..
        წინა წელსაც მაგ პოზიციაზე ჩალიჩობდნენ ყველაზე მეტად და დარწმუნებული დიასი ან უილიამსი რომ გამოსვლოდათ, ლიგას დავდებდით, მაგრამ შეგვრჩა რაშფორდი და ხალხს გ/ა-თი ადებილებს. არადა ბარსაში მსგავს ტიპებს ოდითგანვე ვერ ვიტანდით და არც ვაჰაიპდებდით.. არც ეს ფლიკი და დეკო მგონია დებილები რომ მაგას ვერ ხედავდნენ და ამიტომაა ვიღაცეებს რომ დასდევენ. უკვე დიდი ხანია გოცის თამაშებს ჩვენი სკაუტები ესწრებიან.. ხოდა თუ ეგ ბიჭი მართლა მოიყვანეს ჩათვალე მეორე კვარაცხელია დავითრიეთ და მომავალი წლის შეტევა უბრალოდ იფრენს, ნუ თუ სტრაიკერსაც დავიმატებთ რა თქმა უნდა.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 11 მაი 2026, 15:14
    #7

    კონკრეტულ ტექსტზე რო შეეძლოს ადამიანს დაციტირება ეგ ფუნქციაც დააბრუნეთ რა, ან ეს ყოველ ჯერზე ავტორიზაცია რა უბედურებაა?

    ლა ლიგის მოგება და თან რეალთან ორმაგად სასიამოვნოა რათქმაუნდა, კი გაიძახიან მადრიდისტები რომ არ გვქონდა იმედი არსებულ სიტუაციაშიო, ლიგებს დებდნენ და იმ დროსაც ვაფარჩაკებდით, ეგ ჩვენთვის პრობლემა არასდროს იყო. ვინიციუსი რო ფარჩაკი და არაკაცია კიდევ დაამტკიცა, ეგ 15 ლიგა უკან იტენოს მაგანაც და მთელმა რეალმაც, ფაქტია რო ნებისმიერ სიტუაციაში შეგვიძლია მაგ დამპალი გუნდის ხერხვა. კამავინგა გუშინაც ქაჯობდა და ძაან თავისუფლად შეიძლებოდა გაძევების საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ნუ ბელინგემიც პიტალო, მოკლედ მთელი გუნდი არის სიბინძურის განსახიერება. თუ მოურინიოც მიეთრა, მერე ნახეთ თქვენ, სრული ბედნიერებისთვის ეგღა აკლიათ რო საბოლოოდ დედა უტიროთ.

  • Barca for life
    Barca for lifeshield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 14:50
    #6

    გუშინ კიდევ ერთელ გამოჩნდა რომ ეს ბარსა არაა იდეალური გუნდი და წელს თითქოს ხასიათიც დაკარგული აქვთ..
    ნაწილობრივ მესმის, ალბათ მსოფლიო ჩემპიონატის გამოა ეგრე და ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს სხვა სურათს ვიხილავთ.
    ასევე ვიმედოვნებ რომ ბევრ გასაყრელს გავუშვევთ და ბევრსაც მოვიყვანთ..
    ბევრგან წავიკითხე და სადღაც კომენტატორებიც ბაზრობდნენ რომ ბარსა ამ სატრანსფეროზე 180მილიონის გამოყოფას აპირებსო და ჭორია თუ რა არის, რაც არ უნდა იყოს, მე პირადად არ მგონია რომ მაგ ფულის გამოყოფა საერთოდ გვჭირდებოდეს, პირიქით.
    პირველ რიგში არ მინდა რომ გუნდმა ალვარესში ან ბასტონიში დიდი მაყუთი გადაიხადოს, მაგრამ თუ მოიყვანენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უმტკივნეულო პროცესი იქნება და მაგალითად რაფინიას ან ვინმე ეგეთს არ შევწირავთ მაგ ორს. ჩემი აზრით არც ალვარესი ღირს 120+ და არც ბასტონი 60+
    ასევე ვერ ვხვდები მარცხენა ვინგზე ბარკოლა რად უნდათ, როცა რაფინიაა სასტარტოში და მისი სკამია მოსაყვანი, ბარკოლა კი სკამზე არ დაჯდება, შესაბამისად მგონია რომ ან რაფინიას მომავალია გაურკვეველი ან რაფინიას გადაწევას ფიქრობენ ცრუ 9იანზე. ჩემი აზრით ისედაც ბევრი ცვლილება იგეგმება გუნდში და მაგ ნაწილს ხელს არ მოვკიდებდი. მე მგონია რომ სკამისთვის იდეალური იქენბოდა მიკა გოცის მოყვანა, რაც 25მ ჯდება.. ეგ ბიჭი არის ხვიჩას ასლი და სადღაც 2 წელში როცა რაფინიას წასვლა მოუწევს უკვე დაღვინებულიც იქნება.
    დაცვას რაც შეეხება, ვუსკოვიჩზე მუშაობენ ზაჰავის გამო და იმედია გამოვა, ასევე დავამატებდი სენესის და რაციუსაც, ხოლო გასაყრელებს რაც შეეხება, უნდა გაუშვან არაუხო, კრისტენსენი და კუნდე, რაც სადღაც 115 მილიონს მოიტანს და ეგეც შენი საჭირო მაყუთი..
    ნახ.დაცვიდან კასადო წავა, შეტევიდან ლევანა და ბარჯი, ხოლო რაშის არ გამოვისყიდით, მოვა გოცი და ვინმე სტრაიკერი და ეგაა.
    ამ სტრაიკერის ვინაობას რაც შეეხება, მე პირადად ოიარსაბალი მინდა ძალიან, კი მესმის რომ შეიძლება ტრანსფერებს რასაც ვითხოვ, სახელებით არ ჟღერს ძალიან, მაგრამ ბოლო პერიოდის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით სხვადასხვა საჩემპიონო გუნდებში სწორედ ასე შერჩეული ხალხი ამართლებს და არა 100+ მილიონებად მიყვანილები, ბოლოს გასროლილი 100+ მილიონი ხალხიდან 2ად 2 ტიპი მახსენდება ვისაც არ ჩაუჯვია: ბელინგემი და ენცო ფერნანდესი, დალშე რამდენიც გინდათ იმდენ ფლოპს დაგისახელებთ.
    აგერ სიტიმ 35 მილიონად წაიყვანა შერკი და ვხედავთ რასაც თამაშობს, თავის დროზე არც ვიტინია უყიდიათ დიდ მაყუთად და არც ალვარესი.. ალვარესი საერთოდ 17 მილიონი ღირდა მე რომ ვიძახდი მოსაყვანია თქო, აგერ წაიყვანა სიტიმ, 4 წელში შეექმნა საოცარი კარიერა და ჰოპ 150 მილიონი ღირს თურმე..
    ჰოდა როგორც ესპანეთის ქომაგი ძალიან დიდი ხანია ოიარსაბალს ვაკვირდები და ვერაფრით ვხსნი დიდ გრანდში როგორ არ თამაშობს, კაცი სოსიედადის ლეგენდაა 28 წლის ასაკში, ესპანეთს ევრო მოაგებინა და ფინალში აქვს გატანილი, აგერ სოსიედადს 2 ტიტული და რავი, ზოგადად მაგარი ფინიშერია, ძალიან მოძრავი და ჭკვიანი, ჩვენებთანაც მაგარი ქიმია აქვს და მომენტს გრძნობს სასწაულად.. მაქს. 30 მილიონი დაჯდება და მგონია რომ ჩვენთვის იდეალური ვარიანტია.. თავის დროზე ხალხი ხოსელუსაც არ აფასებდა, მაგრამ ტიპმა მარტომ გამოაგდო ბაიერნი და რეალს ჩლ მოაგებინა, აგერ მოვიდა მბაპე და კი ვხედავთ 2 წელია ტიტული რომ არ უნახავთ. ამით მბაპეს ხოსელუს არ ვადარებ, მაგრამ ხალხს უბრალოდ არ ესმის ის რომ ტიტულებს გუნდი იგებს და არა სახელები. არ ყავდა ესპანეთს მბაპე ევროზე, ჰყავდა ოიარსაბალი და მოიგეს მისი გოლით.. კარგი ხასიათების, დაღვინებული, ჟილკიანი, კარგი სქილების მქონე ფეხბურთელია.. მე პირადად არამგონია რომ ალვარესი დიდად რამით ჯობდეს. სანაკრებოებზე ლამის ყველა თამაშში გოლი გააქვს და თან ულამაზესები, ქლაჩ ფეხბურთელია, თამაშში დაკარგვა არ ჩვევია და სტილისტიკურადაც დააკვდებოდა ბარსას, თან ბოლო პერიოდში სოსიედადს თუ ვინმე კარგი ყავდა და დიდმა გუნდებმა იაფად დაიტაცეს, ყველამ გაამრათლა და აუცილებლად გაამართლებს ოიარსაბალიც.
    მოკლედ რომ შევაჯამო, გუნდმა უნდა მოიყვანოს: ვუსკოვიჩი(50), სესენი(უფასოდ), რაციუ(25), ოიარსაბალი(30) და გოცი(25), ნუ შეიძლება სმიტის(25) ან ბერნარდოს(უფასოდ) დამატებაც. ეს ამბავი სადღაც 130-155მ დაჯდება.
    ამ დროს გასაშვებია: ლევანა(უფასდო), არაუხო(30), კრისტენსენი(უფასოდ), კასადო(30), ბარჯი(15), კუნდე(80) და გაიჯარებულები(25), ეს კი მოგვიტანს სადღაც 180 მილიონს და 100 მილიონამდე დაზოგილ ხელფასებს. აქედან გამომდინარე გუნდს 180 მილიონს გამოყოფა კი არა რეალურად გამომუშავება ჭირდება, ხოლო ამ ტრანსფერებთან ერთად დაჟე 50 მილიონი და დაზოგილი ხელფასები შემოსავლად გვრჩება.
    უბრალოდ ამას ჭირდება სწორი მენეჯმენტი და მე პირადად მჯერა რომ ფლიკი და დეკუ კარგად იმუშავებენ, რადგან წინა 2 სეზონში კლანჭები დაგვანახეს და ახლა უკვე როცა 1/1ზე დაბრუნდებიან, ლოგიკურად გაცილებით უკეთ და მარტივად იმუშავებენ. უბრალოდ მთავარია რომ ეს გასაშვებები გაუშვან და ფულიც ავტომატურად გაჩნდება. არამგონია ამას თავად ვერ ხვდებოდნენ, ან ის არ იცოდნენ თუ ვინ არის გასაშვები, ამიტომ უბრალოდ სწორი მოქმედებაა საჭირო და იმედია ყველაფერი მაგრად დაგვილაგდება.

    • Motamashe
      Motamasheeco ახალბედა
      schedule 11 მაი 2026, 21:06
      #14

      რაის კლანჭები დაგვანახეს გამახსენე თუ ძმა ხარ?😕 გვერდითა ქუჩის პატარა კლუბიდან, ფეხბურთელს რომ ქალაქიდან არ უნდოდა წასვლა და თან უფრო დიდ გუნდში გადასვლა. აშკარად 25 მილიონზე მეტი რომ ღირდა მარა რატომღაც 25 მილიონი ეწერა გამოსასყიდი, ე ეგ რომ გადმოიყვანეს აქეთ ქუჩაზე და მაგის გამოსასყიდი გადაიხადეს, ეგ არის კლანჭები????😂 ბააზარი არ არის იმინა დედა ლომია ლაპორტა და დეკო ფოცხვერი იმინა😂😂😂 ამინ ძმაო ამინ❤️

      • Barca for life
        Barca for lifeshield ვეტერანი
        schedule 12 მაი 2026, 16:39
        #20

        მისმინე მეგობარო, ბევრჯერ დაგიკომენტარე უკვე და აღარ ვაპირებმაგ პესიმიზმში გამოყოლას, უბრალოდ მეც მესმის შენი და არანაკლებ დამიჯვია ბოლო 5 წელში სადაც დასაჯმელი იყო, აქ ახალი დარეგისტრირებული ხარ ეტყობა და არ იცი ვინ ვინა ვართ, მაგრამ ძველები ერთმანეთს კარგად ვცნობთ და ვიცით ვინ რას ვწერდით თავის დროზე და ალბათ შენც გეცოდინებოდა ლაპორტაზე ან დეკუზე რეები მაქ ნაწერი.
        უბრალოდ ლიგიკურად შეხედე სიტუაციას და მოიშორე ეგ პესიმიზმი.
        გუნდმა ლამის დაასრულა სტადიონის ძირითადი ნაწილის მშენებლობა, ნაიკის კონტრაქტიც ამოქმედებას იწყებს, ცალკე სპოტიფაისგან შემოგვდის 70მ წელიწადში, ცალკე ბევრი ფეხბურთელი გვყავს გასაყიდი ან კონტრაქტი ეწურებათ და ამ დროს წინა წლებს რომ შეხედო, საერთოდ არ ედგა ბარსას მსგავსი პერიოდი. ზოგადად სტადიონის მშენებლობამ დაგვაქცია ყველაზე მეტად და არა სხვა რამემ, ახლა კი ამის მომთავრებას ეგ შენი ნაიკიც დაუმატე და სხვა რაღაცეები დაჟე საჭიროც არაა იმის მისახვედრად რომ გუნდი გაცილებით უკეთეს პოზიციაშია ახლა ვიდრე წინა სეზონში იყო.
        ხოლო ზევუთ რა ტრანაფერებიც ჩამოვწერე მანდაც ვახსენე რომ მაყუთს აქეთ ვიშოვით თუკი სწორ ხალხს მოვიყვანთ და სწორ ხალხს გავაჯმეინებთთქო, ეგ არის უბრალოდ მენეჯმენტის ამბავი და მე დარწმუნებული ვარ რომ მაგ სატრანსფეროებს სათავეში ფლიკი ედგება და დეკუს დახმარებით გადადგამს ამ სწორ ნაბიჯებს. ნუ ახლა ფლიკის თუ არ გჯერა შენი პრობლემაა და მე რარო მეიმედება ეგ ჩემი.. თუ დელულუ ვარ დაე ვიყო, მაგრამ პესიმიზმს ნაღდად მირჩევნია, რადგან ასე ვერთობი მაინც დასტრესილ ცხოვრებას..
        პროსტა ლოგიკა ჩემს ნაწერში უფრო ვიდრე შენსაში. მე ვასაბუთებ მაინც რა რატომ გამოვა და რისი რატომ მჯერა, შენ კიდე ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს გაიძახი, ხოდა გჯეროდეს რისიც გინდა რავიცი.. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საერთოდ არ გინდა ამ ბარსას გაძლიერება და გადაცმული მადრიდისტა ხარ, ამიტომ მე შენთან დავასრულებ, მაინც აზეი არა აქვს ამდენის წერას.

        • Motamashe
          Motamasheeco ახალბედა
          schedule 12 მაი 2026, 16:56
          #21

          ნუ გამომყვები ძმაო. ღმერთმა ქნას შენი ოპტიმიზმი ასრულდეს. თუ წელს გუნდმა ( დეკო-ლაპორტა) ვარკსვლავის სტატუსის მქონე ფორვარდი და იგივე სტატუსის მქონე ცენტრალური მცველი იყიდა ისე, რომ ძირითადის 5-6 კაციდან არავინ გაყიდა, ანუ რეალურად გაძლიერდა. მე ვკისრულობ სატრანსფერო სეზონის შემდეგ შენთვის და შენი 4 მეგობარისთვის ნებისმიერ სახინკლეს თავის ატრიბუტებით. თუ არა და შენ რაც გინდა ის იკისრე😆 მე ვამბობს რომ უბრალოდ მომბეზრდა ოცნებებში ყოფნა და მერე ლიგიდან სკანდალებით გამოჯმეინება, მილიონი მიზეზიც ძებნა გასამართლრბლად და მხოლოდ იმის დამალვა როგ მუნდს ფორვარდი და მემარცხენე მცვრლი არ ყავს. აი იმინა ორი უმნიშვნელოვანესი პოზიცია არ არსებობს. პლუს მარცხენა ვინგერიც რადგან არ გვყავს ვაწვალებთ რაფინიას და ვრენით უნიჭო რაშფორდს. მე მგონია რომ ლაპორტას ფული ხოლო დეკოს კვალიფიკაცია არ აქვთ საამისო რომ ჩემპიონთა ლიგის მომგები კლუბი შექმნან. სულ მცირე მანამ სანამდე დეკოა პრეზიდენტი და ვალია მილიარდზე მეტი. ეგ არის სულ თორე დაღაზეთ ტრანსფერები და ააწყეთ კოშკები✌️ ჯერ ლიგის ახალ ეტაპამდე დიდი დროა და ყველას გვეყოფა დრო საოცნებოდ😕

          • Barca for life
            Barca for lifeshield ვეტერანი
            schedule 13 მაი 2026, 14:11
            #22

            ძირითადის 5-6 კაცისა რა გითხრა მარა მე ვინც ჩამოვწერე ეგენი აუცილებლად გასაყიდები მგონია და პრესაშიც ბევრი იწერება მაგათ წასვლაზეც.
            თუმცა პრესასთან ერთად მოდი დასკვნები ფლიკის ქცევიდანაც გამოვიტანოთ:
            1. ლევანდოვსკიზე თითქმის დარწმუნებულები არიან რომ წავა (ამის დასტურად შეგიძლია ლევანას ბოლო ინტერვიუც ნახო) და ისიც რომ ტორესი უფრო მეტად გამოყენებული ფეხბურთელია, ხოლო ლევანა მეტად გადაჩოჩდა სკამზე ვიდრე ადრე იყო.
            2. იწერება რომ კუნდეზე ბევრი შეთავაზება წამოვა, ხოლო ბარსა დიდ მაყუთად გაყიდვას აუცილებლად განიხილავსო. ნუ რას განიხილავენ მე არ ვიცი, მაგრამ ფლიკის ქმედებაზე დაყრდნობით, რომ კლასიკოსნაირ მნიშვნელოვან თამაშში კუნდეს ნაცვლად გარსია დააყენა, აშკარაა რომ ფლიკი კუნდეს აღარ ენდობა და იმის თქმა შეგვიძლია რომ გასაყიდთა ლისთში აუცილებლად იქნება, პროსტა გააჩნია შემოთავაზებებს.
            3. იწერებოდა არაუხოსა და ბალდეზეც, ოღონდ აქ გაიასნებული არაფერია, ფაქტი კი ისაა რომ 2ვე სკამის ფეხბურთელებად იქცნენ და ლოგიკურად რომ დავუფიქრდეთ აწყობს თუ არა ბარსას მაგხელა ფასიანი ტიპების სკამზე ჯდომა, ალბათ პასუხი არაა, თუმცა 100%ით ვერაფერს ვიტყვი. ჩემი დაკვირვებით არაუხოს გაყიდვის შანსი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ბალდესი.. რადგან ფაქტია რომ ფლიკი არაუხოს არ ენდობა და არამგონია საერთოდ სიამოვნებდეს იმის ყურება თუ როგორ გარბის გუნდის კაპიტანი ისრაელში მენტალური პრობლემების გამო. უბრალოდ პრესაში არ დაუჯვიათ, რადგან ასე თანხას დააგდებდნენ, მაგრამ არაუხოსთვის მიცემულ წუთებს თუ შევხედავთ ფაქტია რომ ფლიკს გუნდში არ უნდა, ეგ კი არა როჟა ცენტრფორვარდად უფრო მეტჯერ შემოიყვანა ვიდრე მცველად და მგონია რომ ამით ყველაფერი ნათქვამია.
            4. ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში რომ რაშფორდს არ გამოისყიდიან, რადგან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ფლიკმა ლოპესი დააყენა მის ადგილას არაერთ თამაშში, ხოლო იამალის დამტვრევის მერე ბარჯიმ რომ ვერაფერი ქნა, რაშფორდს მანდ მოუძებნა ადგილი სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეს 2 ფლიკს არ უნდა თავის გუნდში.
            5. დარწმუნებული ვარ რომ კრისტენსენიც დაგვტოვებს, რადგან კონტრაქტი რაც შესთავაზეს არ მოსწონსო და ფულის სუნს მიყვება, ამიტომ თავადვე წავა ასე მგონია. აი მაგას ტრავმები რომ არ ჰქონოდა ასე მგონია რომ ახალი მცველის ძებნა ალბათ არც მოგვიწევდა, მაგრამ, როჯას ბოლო 3 წელში უტრირებულად მაქს 10 წუთი ექნება ნათამაშები და ეგეთ ტიპს რო წელიწადში 9 მილიონს უხდი და მარტო იმედებში ცხოვრობ არანორმალურია.
            6. ასევე დაიწერა და ბევრი ინტერვიუ დაიდო ფაქტიზეც რო მონაკო ისყიდის 11 მილიონადო.
            7. შესნის იტოვებენ კიდევ 1 წლით და შტეგენს საერთოდ აღარ დააბრუნებენ, მაგრამ შტეგენის შემთხვევაში პრობლემა მისი მაღალი ხელფასი და ტრავმიანობაა, ამიტომ მაქსიმუმ ისევ თუ გააიჯარებენ. მე მგონია რომ ხელფასის შემცირება მოუწევს, თორე ბარსა მაგისი დამბრუნებელი აღარაა.
            8. არ ვიცი რა ხდება ფორტზე, მაგრამ ჩემი აზრით მასსა და ესპარტს შორის არჩევანს გააკთებენ და ამათგან ერთ-ერთი იქნება სკამისთვის.
            9. ტორესზე იწერებოდა რომ კონტრაქტში 1 წელი აქვს დარჩენილი და ლევანას პასუხს ელოდებოდნენ ტორესის გაყიდვა-არ გაყიდვის ამბავზეო, ნუ ფაქტია რომ ლევანა მიდის, რაც იმას ნიშნავს რომ ტორესი რჩება და ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, თუმცა როგორც ცნობილია დეკუს არასდროს არ ევასებოდა ტორესი და ამიტომ იბრძვის ლევანას 1 წლით დასარჩენად რომ სკამზე ეგ ყავდეს ტორესის ნაცვლად ხოლო ტორესს გააჯმეინოს და ახალი სტრაიკერის ტრანსფერში ჩართოს, მარა ლევანა მიდის.. ფაქტი კი ისაა რომ 100%ით აქედან ერთ-ერთი აუცილებლად დაგვტოვებს, ეს კი ახალი სტრაიკერის მოყვანას ნიშნავს.
            10. კასადოც აუცილებლად წავა, რადგან ფლიკი არც მას იყენებს დიდი ხანია და ეგეთი ახალგაზრდა ბიჭი სკამზე არ გახმება, პროსტა საკითხავი ისაა იჯარით წავა თუ გაყიდიან.. მე პირადად მგონია რომ უნდა გაყიდონ 30 მილიონად, ოღონდ გამოსყიდვის უფლება და სამომავლო ტრანსფერიდან 30% უნდა შეინარჩუნონ.

            მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ გადმოსახედიდან გვტოვებენ: ლევანა, ბარჯი, რაშფორდი, კასადო, არაუხო, კრისტენსენი, კუნდე და გაიჯარებულები.
            ხოდა აი ვთქვათ და ყველაზე მინიმუმი სულ რო დებილი აკეთებდეს ამ გაყიდვებს რამდენი შეიძლება რომ აიღოს: ჩემი აზრით სადღაც 11 მილიონზეა საუბარი და თუ ნორმალურად გაყიდიან 180ზე.

            ახლა რაც შეეხება მოსაყვანებს:
            1. მარცხენა ვინგერი:
            ძალიან ბევრზე დაიწერა ბოლო დროს, მარა ჭორებს თავი დავანებოთ და პირდაპირ ვთქვათ რაც ვიცით ფაქტად, რომ ფლიკს არ უნდა რაშფორდი და თუკი რაშფორდი წავა, ესეიგი უნდა მოიყვანონ მისი შემცვლელი ანუ სკამის მარცხენა ვინგერი, აქედან გამომდინარე ბევრი ვარიანტი უნდა გამოირიცხა, როგორებიცაა ბარკოლა, გორდონი, ლეაო და ეს ფოეფოე სასტავი. რადგან არამგონია დაქცეულმა კლუბმა სკამის ფეხბურთელში 50+მ გადაიხადოს.
            ამ დროს ბევრი იწერებოდა ბენფიკას შელდერუპზე, აიაქსის გოცზე და ოსასუნას მუნიოსზე. აი ესენი უკვე ლოგიკური ვარიანტებია რადგან ეგეთი სასტავი სკამზე გაგიჩერდება და თან იაფადაც მოვა.
            ჩემთვის აქედან ნებისმიერი მისაღები ვარიანტია და სადღაც 30მ-მდე დაჯდება მაქსიმუმ
            2. მარცხენა ცენტრალური მცველი:
            ბასტონი უკვე დაძველებული ვარიანტია.. როგორც იწერება მასთან ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ პრობლემას წარმოდგენს ინტერის მიერ დასახელებული ფასი და ბასტონის სისწრაფეო. ასევე ბარსას ინტერესი დაადასრუტა ინტერის პრეზიდენმაც, შესაბამისად მოგონილი არაფერია.
            ყველაზე სანდო ჟურნალისტმა, ფლორიან პლატემბერგმა კი დაწერა რომ პინი ზაჰავი აქტიურად მუშაობს ვუსკოვიჩის ბარსაში მოყვანასა და ფლიკის კონტრაქტზეო, შესაბამისად ბარსას ამ წამს ეს 2 ოფშენი აქვს მაგიდაზე რაც დანამდვილებით ვიცით.
            რომელს აირჩევენ, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მცველს აუცილებლად დაიმატებენ და ჩემი აზრით აქედან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება, რომელი უკვე დიდად მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ორივე სერიოზული გაძლიერებაა, იმ ლოგიკით რომ არაუხო-კრისტენსენი უნდა შეცვალონ.
            3. მარჯვენა ფულბექი:
            ბევრი იწერება რაციუს 25 მილიონად მოყვანაზე, ასევე იმაზე რომ ლაპორტას კარგი ურთიერთობა აქვს ვალიეკანოს პრეზიდენტთან და მე მგონია რომ ეს კიდევ უფრო ამყარებს კუნდეს წასვლის ამბავს სულ რომ რაციუ არ გადმოვიდეს, თუმცა ვფიქრობ რომ მოიყვანენ, რადგან მაგ ბიჭზე უკვე მეორე სეზონია რაც იწერება.
            4. სტრაიკერი:
            ბოლო ცნობებით ალვარესზე ატლეტიკოში შიშობენო რომ წასვლას მოითხოვსო, მაგრამ 100 მილიონზე ნაკლებად გამშვებები არ არიანო, ბარსა კი 100მზე მეტს არ გადაიხდის სტრაიკერშიო. ასევე პსჟ-ც ჩაერთო ამ ამბავში და აქტიურად იწყებენ ხულიანზე მუშაობასო, რაზეც ადრეც იწერებოდა, ჰოდა მეეჭვება პსჟს ფინასნურად კონკურენცია გავუწიოთ, ამიტომ რისიც შეიძლება რომ გვჯეროდეს ისაა რომ ალვარესი დადასტურებულად ბავშვობიდან ბარსას ფანია და თუკი ადგა და მხოლოდ ბარსაში გადასვლა მოითხოვა, ხოლო პსჟ-ს წინადადება დაბლოკა, ატლეტიკო ვერაფერს გახდება გარდა იმისა რომ ბარსასთან აწარმოოს მოლაპარაკებები. აქ საქმე იმაშია გუნდს უღირს თუ არა მაგდენის ალვარესში გადახდა..
            მე პირადად დიდი ხანია ვიძახი რომ არ გვინდა, მაგრამ თუ მოიყვანეს ესე ერთი შეხედვით გაასწორებს, უბრალოდ ცუდად მოგვიბრუნდება ეგ ამბავი..
            სხვა სტრაიკერებზე კი კონკრეტულად არაფერი იწერება.. შესაბამისად მე ვიძახი რომ ვისურვებდი ოიარსაბალს თუკი ალვარესი არ გამოვა, რადგან ოიარსაბალია ალვარესის დაბალბიუჯეტური პირდაპირი ვარიანტი.

            მოკლედ ეს 4 პოზიციაა მთავარი და მაქსიმუმი რაც ამ ფეხბურთელებში შეიძლება დაგვეხარჯოს 230 მილიონია.. ხოლო თუკი რეალისტურად ვიმსჯელებთ და ალვარესს შევეშვებით, მაშინ წესით 140მ გვეყოფა.

            ჩემი დასკვნა კი ისაა რომ ჯერ ხსენებული ფეხბურთელები უნდა გაიყიდნონ წესიერად, ხოლო შემდეგ აუცილებლად გააძლიერებენ ამ 4 პოზიციას და იმედია რეალისტურად გააკეთებენ მაგ ყველაფერს..
            მესმის რომ ხალხს ალვარესები,ოსიმენები, ბარკოლები და ეს სახელები უნდათ, მაგრამ სახელები არ იგებენ ტიტულებს, იგებს გუნდი და აუცილებელი არაა სუპერსტარების დამატება იმისათვის რომ გავძლიერდეთ, მთავარია სწორი ხალხით ჩავანაცვლოთ გასაყრელები და თუკი ფლიკზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, მაგ გასაყრელების ვინაობაც ნათელია და ისიც ნათელია რომ მესამე წელსაც ჰაერში დასარჩენად კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

  • MESSI 2017
    MESSI 2017shield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 12:10
    #4

    ვახ გამაგიჟებს ეს ხალხი რაშპცროდის გუშინდელი თამაში ხალხს მართლა ტოპ პერფომანსი ეგონა😂😂😂

  • vaiman . vamsdrane
    vaiman . vamsdraneflag გულშემატკივარი
    schedule 11 მაი 2026, 11:13
    #2

    რა დედისტ.ყ.ვნა ჭირს საიტს, გუშინ მერე ძლივს შემოვედი და 2 საათია კომენტარს ვერ ვწერ.

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
      schedule 11 მაი 2026, 11:48
      #3

      შედი შენს პროფილზე და იქ პრიფილის განახლებას აირჩევ და შემდეგ კომენტარსაც დაწერ რაა , ეგრე ვშვები რაც განახლდა
      იმის მერე ალბწთ ხარვეზი აქვს და გამოასწორებენ ნელ ნელა…მე
      ყოველ ჯერზე ახლიდან მთხოვს ექაუთში შესვლას არა და დავამახსოვრებინე,

      • LEVANII
        LEVANIIflag გულშემატკივარი
        schedule 11 მაი 2026, 13:04
        #5

        Ოპერიდან რომ შეხვიდე არ მოგიწევს ყოველწამს ავტორიზაციის გავლა

        • Lasha Mamuladze
          Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
          schedule 11 მაი 2026, 17:48
          #11

          მადლობა ეგ არ გამახსენდა ✊

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_shield ვეტერანი
    schedule 11 მაი 2026, 10:07
    #1

    ჰანსსს, კაციიი პიროვნება ხარ.
    ლუის ენრიკეს რო აჰაიპებენ ეხა, ბაზარი არაა ძან მაგარია ენრიკე, მაგრამ ფლიკი არის ღარიბი ენრიკე.
    ის ფეხბურთელები რო მისცე რაც პსჟ -ს ყავს, რავიცი აბა.

    ისე ამასობაში ხერარდ მარტინი რა კარგ მცველად ჩამოყალიბდა და როგორ შეგვაყვარა ყველას თავი?