ელ კლასიკოში ბარსელონას მაისურზე ოლივია როდრიგოს ლოგო გამოისახება

ელ კლასიკოში ბარსელონას მაისურზე ოლივია როდრიგოს ლოგო გამოისახება

“ბარსელონასა” და მსოფლიოს უდიდესი აუდიო სტრიმინგის პლატფორმის, Spotify-ს წარმატებული და ინოვაციური თანამშრომლობა გრძელდება. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მომდევნო ელ კლასიკოში, რომელშიც ჰანსი ფლიკის გუნდი “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება, ფეხბურთელების მაისურზე ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის, ოლივია როდრიგოს ლოგო გამოისახება.

ეს გადაწყვეტილება სპონსორისა და კლუბის ერთობლივი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად მუსიკისა და ფეხბურთის სამყაროს გაერთიანებას ისახავს. ოლივია როდრიგო ახლა უკვე იმ მსოფლიო დონის არტისტების რიგებს შეუერთდა, რომელთა ექსკლუზიური სიმბოლოებიც “ბარსელონას” სათამაშო ფორმაზე წარსულში უკვე ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში პრინციპულ მეტოქესთან მატჩებში კატალონიელებმა დრეიკის, როსალიას, როლინგ სტოუნზის, კაროლ ჯისა და ქოლდფლეის ლოგოებით უკვე ითამაშეს.

ამერიკელი პოპვარსკვლავი ახალგაზრდა თაობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მისი მუსიკა პლატფორმაზე ყოველდღიურად მილიარდობით მოსმენას აგროვებს. ტრადიციისამებრ, ამ განსაკუთრებული დიზაინის მქონე მაისურების შეზღუდული რაოდენობა კლუბის ოფიციალურ მაღაზიებშიც გაიყიდება, რაც გულშემატკივრებსა და მუსიკის მოყვარულებს უნიკალური საკოლექციო ნივთის შეძენის შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს.

ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ 10 მაისს, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელი გუნდი მოედანზე განსხვავებული ეკიპირებით იხილონ, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის დამზადდა. აღნიშნულ შეხვედრას კატალონიელებისთვის უდიდესი სატურნირო მნიშვნელობაც აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ესპანეთის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას საკუთარ კედლებში შეძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    schedule 02 მაი 2026, 10:03

    მალე სტრაპონსაც დაიხატავენ ბლიად.კიდე კაი აღარ ვუყურებ ამ ცირკს.🤮🤮🤮🤮

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 02 მაი 2026, 13:08

      რას დაეძებ, ფული იხადონ ოღონდაც.