ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონა” H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი ოპონენტები “აიაქსი”, “მილანი” და “სელტიკი” იქნებიან ეს კი გარკვეულ მიზეზთა გამო ნადვილად საინტერესო კომბინაციაა.
- ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ კლუბს ჯამში 16 თასი აქვს მოპოვებული, აქედან ყველაზე მეტი შვიდი “მილანის” ანგარიშზეა, შემდეგ მოდიან “ბარსა” და “აიაქსი” ოთხ-ოთხი თასით. რაც შეეხება “სელტიკს”, შოტლანდიელებმა ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, 1967 წელს მოიგეს.
- “ბარსელონასა” და “აიაქსს” ერთმანეთის წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ გუნდებს შორის უკანასკნელი ამხანგური შეხვედრა კი 2004 წელს გაიმართა, სადაც კატალონიელებმა მეტოქეს ანგარიშით 4-1 სძლიეს.
- მიუხედავად ამისა “ბარსელონასა” და “აიაქსს” ერთმანეთთან მაინც ბევრი რამ აკავშირებთ. ამ კლუბების წარმომადგენლებს ერთმანეთთან ტრანსფერების თაობაზე გაკეთებული 20 შეთანხმება აკავშირებთ.
- “ბარსელონამ” კატალონიელი ფეხბურთელი ბოიან კრკიჩი მიმდინარე წლის ზაფხულზე ამსტერდამულ კლუბში ოფიციალურად გაანათხოვრა. წელს ბოიანი უკვე მეორედ დაუპირისპირდება ყოფილ თანაგუნდელებს, მან “ბარსელონას” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” “მილანის” მაისურით უკვე იასპარეზა.
- “ბარსელონასა” და “აიაქსს” ასევე აკავშირებთ ფრენკ დე ბოერი – ამსტერდამელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და გუნდის სპორტული დირექტორი – მარკ ოვერმარსი.
- “ბარსელონა” “მილანსა” და “სელტიკს” გასულ სეზონზე უკვე დაუპირისპირდა, თუმცა სტუმრად ორივე გუნდთან დამარცხდა. მილანში, “სან სიროზე” “ბარსას” ფეხბურთელები 2-0 დამარცხდნენ, განმეორებით შეხვედრაში კი დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 სძლიეს მეტოქეს. რაც შეეხება შოტლანიას აქ ფეხბურთელებმა 2 გოლი მიიღეს კარში და მხოლოდ ერთი გაიტანეს. “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი კი იგივე ანგარიშით, მხოლოდ “ბარსელონას” სასარგებლოდ დასრულდა.
- უკვე მეშვიდე სეზონია, რაც “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას სახლში იწყებს. ტატა მარტინოს ფეხბურთელები პირველ მატჩს “კამპ ნოუზე” გამართავენ, სადაც “აიაქსს” დაუპირისპირდებიან.
- “ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზე 2004/05 წლების სეზონზე დაბრუნდა, იმავე წელს კი მას ჯგუფურ ეტაპზე “სელტიკის” წინააღმდეგ მოუწია თამაში.