workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის სუპერთასი: მესი vs ვილია

ესპანეთის სუპერთასი: მესი vs ვილია

22 აგვისტოს გასამართ თამაშში “ატლეტიკო”–”ბარსელონა” ბევრი ელოდება ნეიმარისა და მესის ტანდემს, ზოგი ორი არგენტინელი მწვრთნელის ტაქტიკურ დუელს, ზოგიც უბრალოდ ლამაზ სანახაობას, თუმცა რეალურად ინტრიგას ამ თამაშში ორი ვარსკვლავის მესისა და ვილიას დაპირისპირება ქმნის. ვილია ბრუნდება თავის ოჯახში, ოღონდ ამჯერად მოწინააღმდეგის ამპლუაში. მას, როგორც “სარაგოსას” და “ვალენსიას” მოთამაშეს ” ბარსასთვის 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ლეო მესის დავიდ ვილიას გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ 2, ესეც იმ პერიოდში, როდესაც ვილია “ვალენსიას” ღირსებას იცავდა. რა შეეხება წლებს. აღსანიშნავია, რომ ვილიას “ბარსას” წინააღმდეგ  2003–04 წლებში აქვს გატანილი პირველად გოლი, ხოლო ლეო მესის ვილიას წინააღმდეგ 2007–08 წლებში. შეიცვლება თუ არა ეს სტატისტიკა ამას ძალიან მალე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ვილამ “ატლეტიკოში” რადამელ ფალკაო ჩაანაცვლა, რომელიც “მონაკოში”  გადავიდა.

აქვე გთავაზობთ ძალიან საინტერესო პრომოს ამ თამაშის წინ:

[media=http://www.youtube.com/watch?v=kjsW5BqYBiA]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward