კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ სპეციალური პრესკონფერენციის საშუალებით, გუშინ საღამოს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 44 წლის ტიტო ვილანოვა კლუბს დატოვებს… ესპანელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა “ბარსელონაში” დასრულდა.. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც დაწყებულა… მიუხედავად ამისა ვილანოვამ ბევრი ბედნიერი და ლამაზი წუთები გვაჩუქა.. “ბარსელონას” ისტორიაში ის მაინც დარჩება… არავის დაავიწყდება მისი ბრწყინვალე საღამოები პიკანტურ “კამპ ნოუზე” და მეტოქის მოედნებზე… რა თქმა უნდა ეს იმ კარგი მოგონებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება ტიტოს დავუკავშიროთ…
ტიტოს პრობლემა დღესდღეობით ყველამ კარგად იცის, მწვრთნელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს მან რამოდენიმე ოპერაცია და სამკურნალო კურსებიც ჩაიტარა თუმცა ყველასათვის მოულოდნელად.. “ბლაუგრანას” დირექტურა 2013 წლის 19 ივლისს ყველაფერს წერტილს უსვამს და აცხადებს, რომ 44 წლის ვილანოვას რეციდივი აქვს.. მისი კარიერა “ბარსელონაში” კი სრულდება… მის ცხოვრებაში მსგავსი პრობლემები 2011 წლის მარტში დაიწყო, მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია, რომელსაც 2012 წლის დეკემბერში ყელ-ყურის სიმსივნის ხელმეორე ოპერაცია მოჰყვა. ტიტოს დღემდე უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და თითოეული “კულე” მის გვერდითაა.. სანდრო როსელი სპეციალისტის მიმართ მუდამ დიდი პატივისცემით და მხარდაჭერით გამოირჩეოდა. “ტიტო, ესპანეთის ჩემპიონატი შენ მოიგე” – ეს სწორედ პრეზიდენტის ერთ-ერთი ცნობილი სიტყვებია, რომელიც გასულ სეზონში განაცხადა. მიმდინარე სეზონში კი როსელს მსგავის მძიმე განცხადების გაკეთება კიდევ ერთხელ ამჯერად საბოლოოდ მოუწია… “ცხოვრება გრძელდება. ცხადია, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რომელიც შეგვეძლო მიგვეღო, მაგრამ “ბარსამ” ბევრი დარტყმა აიტანა ჩვენს ისტორიაში და ჩვენ ბოლომდე სულ მივდიოდით. ეს ნამდვილად არ იქნება განსხვავებული.” – განაცხადა, როსელმა. ამ განცხადების შემდეგ კი მან კიდევ ერთი რამ დაამატა: “მივმართავ ყველას და მოვითხოვ თქვენს ყურადღებას – იფიქროთ პირველ რიგში ადამიანებზე, შემდგომ კი კლუბზე.” – სანდრო როსელი (2013 წლის 19 ივლისი).
ტიტო ვილანოვა არ იყო ის მწვრთნელი, რომელსაც შეეძლო წარსულში ბევრი რამით დაეკვეხნა… ბევრი აკრიტიკებდა მის სამწვრთნელო სამუშაოს.. ბევრი უჩივოდა მის სამწვრთნელო პოლიტიკას, არავინ ითვალისწინებდა იმას, რომ ის გვარდიოლას საუცხოო ეპოქის 2008-2012 წლებში კლუბის ერთ-ერთი მთავარსარდალი იყო.. ის იყო პეპის თანამოაზრე სამწვრთნელო დუეტი, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია. დიახ ტიტო ვილანოვა არის “გენიოსი” მაგრამ “გენიოსი ჩრდილში” .. სწორედ ასე მოიხსენიეს სპეციალისტი იმ მომენტში, როდესაც იგი კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელად დაინიშნა 2012 წელს და აიღო საკუთარ თავზე დიდი ეპოქის გაგრძელება.
ის არც გვარდიოლა იყო და არც იოჰან კრუიფი… ის არც რაიკაარდი იყო და არც ვან გაალი ის იყო უბრალოდ მებრძოლი.. მან ინდივიდუალური გამოუცდელობის ფონზეც შესძლო “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა თავისი სამწვრთნელო კარიერის დებიუტშიც კი, რომელიც სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა.. დღეს ყველაზე პრიორიტეტული მისი ჯანმრთელობააა.. ამისათვის მინდა გამოვიყენო შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ჩვენს საიტზე ერთ-ერთმა რედაქტორმა განაცხადა: “მთავარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, ბარსა საუკუნეები იარსებებს, ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ტიტოს ჯანმრთელობაა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება…” (Pep Guardiola)
დიახ ის ჩვენი გუნდის ნაწილია… ის არის ადამიანი, რომელიც გვარდიოლას ეპოქის ნაწილი იყო… ის არის ადამიანი, რომელიც დაუღალავი შრომის ფონზე ცდილობდა ამ ეპოქის კვალს გაჰყოლოდა… თითოეული კულე უნდა აფასებდეს მას..
“ტიტო ვილანოვას რაც შეიძლება მეტ ძალას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში ის გამოჯანმრთელდება და თავს გაართმევს.” – ბრაზილიელი რონალდო
“უმწვრთნელოდ ყოფნა დიდხანს მოგვიწია. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით ჟორდი როურასთან და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებთან, ყველანი, კაპიტნებიდან დაწყებული ახალგაზრდა შემადგენლობით დასრულებული. მაგრამ ჩვენ მაინც გვაკლდა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთან იყო და ვარჯიშებზეც კი გვერდზე გვედგა. ახლა ტიტო კარგი გუნება-განწყობილებით დაბრუნდა, რაც მთელ გუნდს გვახარებს. ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია. ჩვენ ყველა მასთან ერთად ვიბრძოდით და ვიტანჯებოდით. მთელმა გუნდმა დავამარცხეთ ურთულესი მეტოქე.” – ჩავი ერნანდესი (2013 აპრილი)
“ვილანოვას ავადმყოფობამ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია შეგვმატა. ყველანაირად ვცდილობთ, მას დავეხმაროთ.
ყოველ გამარჯვებას მას ვუძღვნით. ფეხბურთი ამჟამად მეორე პლანზეა, რადგან ტიტო სიცოცხლისთვის იბრძვის.” – დანიელ ალვეში (2012 დეკემბერი)
“ტიტო ძალას გვმატებს მისი ბრძოლისუნარიანობით. ფეხბურთელები გაძლიერდნენ მასთან საუბრის შემდეგ… მას შემდეგ, რაც მან სიტუაცია აგვიხსნა ყველანი უკეთ გავხდით. ადამიანი არასდროსაა მზად ასეთი ინფორმაციის მისაღებად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ მუშაობის გაგრძელებაა. უნდა ვიშრომოთ ძალიან ძლიერად და დაველოდოთ ტიტოს დაბრუნებას. მისთვის ჩვენგან საუკეთესო დახმარება იქნება ისევე გაგრძელება მუშაობის, როგორც ვაკეთებდით. ტიტო ჩვენი ლიდერია.” – კარლეს პუიოლი (2012 დეკემბერი)
“რა თქმა უნდა, ვილანოვას დაბრუნებით ძალიან მოხარულნი ვართ. ყოველთვის კარგია, როდესაც ბოსი ახლოსაა. ყველაზე მთავარია, რომ ახლა იგი თავს უკეთესად გრძნობს. ვიმედოვნებთ, მომავალშიც ასეთი ჯანმრთელი იქნება. ტიაგო სილვა? იგი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მთელს მსოფლიოში, თუმცა საქმეში ჩვენ მისთვის ცხოვრების გართულებას ვეცდებით. გარდა ამისა, სრულ მზადყოფნაში ვიქნებით სტანდარტული მდგომარეობებისას ჩვენს საჯარიმოში მისი ჩართვებისას”. – დავიდ ვილია (2013 აპრილი)
გვარდიოლას სისტემა და ისტორიის საუკეთესო ესპოქის თანამონაწილე
ტიტო ვილანოვას სამწვრთნელო კარიერა “ბარსელონაში” 2007 წელს იწყება, ტიტო “ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხდება, სადაც ჟოსეპ გვარდიოლასთან ერთად კვლავ ერთიანდება. 2008 წელს კი “ბარსელონაში” უდიდესი ცვლილებები იწყება რაიკაარდი კლუბიდან გაშვების შემდეგ გუნდის სათავეში პეპ გვარდიოლასა და ტიტო ვილანოვას დუეტი მოდის, რომელიც 2008-2012 წლებში საოცარ ფეხბურთს ათამაშებს კატალონიურ გრანდს, “ბარსელონა” ხდება ევროპული ფეხბურთის და არამარტო ევროპულის, ერთპიროვნული ლიდერი და რა თქმა უნდა იგებს ყველაფერს რისი მოგებაც შესაძლებელია 14 ტიტული და ულევი სიხარული… 2012 წლის “გაზაფხულის მშვიდ” საღამოს კი მოულოდნელად ყველაფერი სრულდება.. პეპ გვარდიოლა კლუბიდან წასვლის განცხადებას აკეთებს.. “ბარსელონას” დირექტურა კი ყოველგვარი ფიქრის გარეშე კლუბში მთავარ მწვრთნელად ტიტო ვილანოვას ნიშნავს და სპეციალისტი დიდი მიღწევების განმეორებას მარტო ცდილობს.. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი დრამატული მარცხისა, რომელიც ევროპაში უძლიერეს “ბაიერნთან” იწვია.. ტიტოს არ გასჭირვებია ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და კლუბთან ერთად არაერთი რეკორდის დამყარება… მისი ეპოქა კი სამწუხაროდ არ იწყება.. ის მიდის კლუბიდან.. ჯანმრთელობის პრობლემები და რეციდივი აღარ აძლევს საშუალებას, რომ იბრძოლოს და ჩრდილიდან გამოვიდეს.. “გენიოსი ჩრდილში რჩება” !..
* ტიტო ვილანოვასადმი მხარდამჭერ სიტყვებს დღესაც არ იშურებენ.. მას ყველა ამხნევებს და ბრძოლისაკენ მოუწოდებს..
“ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა “ბარსელონასათვის”. ამ მომენტისათვის მე მხოლოდ ის მინდა, რომ ტიტო ვილანოვას სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჭორების დრო ნამდვილად არ არის, როდესაც სიტყვა ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.” – ანდრე ვილაშ-ბოაში
”ნუ დაეცემით მორალურად. უნდა იბრძოლოთ გადარჩენისთვის. ჩვენ ყველანი თქვენს გვერდით ვართ”. – ლიონელ მესი
‘ვილანოვა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. მას დიდი სიყვარული და მხარდაჭერა აქვს როგორც ჩემგან ისე მთლიანი გუნდისგან. მთავარია ჯანმრთელობა და არა პროფესიული საქმიანობა.” – ანდრეს ინიესტა
”მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები. შენ დიდებული ადამიანი ხარ”. – ერიკ აბიდალი
“ჩემი აზრები დღეს ვილანოვას და “ბარსელონას” უკავშირდება, ჩემი სურვილია ვილანოვა სრულიად გამოჯანმრთელდეს.” – ზეპ ბლატერი
”ტიტომ წინა სეზონში ”ბარსასთვის” ძალიან ბევრი გააკეთა და ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ მისი. ვიმედოვნებთ, რომ იგი რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება და ერთ დღესაც, დაუბრუნდება ამ დიდებულ პოსტს.” – ჟორდი ალბა
*“ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ერთად გავაცილოთ ტიტო ! დავაფასოთ იგი და ვუსურვოთ გამოჯანმრთელება… ტიტო ვილანოვამ ბევრი გააკეთა “ბარსელონასათვის” .. მან უკვე თქვა თავისი სიტყვა.. 2007-2013 წლები მისთვის ოქროს წლებია, რომელიც მუდამ მის მეხსიერებაში დარჩება..”
(ჯ.რ) “ჩემი ამ სტატიის მიწურულს მინდა შემოგთავაზოთ ის, რისი გადმოცემაც სიტყვით ძნელია და მე მოვიშველიებ ვიდეოებს სადაც ჩემს სათქმელს თითოეული თქვენთაგანი უფრო უკეთესად გაიგებს..”
გენიოსი ჩრდილში რჩება ..
[media=http://www.youtube.com/watch?v=cPW6PBEPXdA]
ტიტო ვილანოვამ თავისი სიტყვა თქვა !
[media=http://www.youtube.com/watch?v=ovWFz_N08Cs]
დიახ ეს მათი ერა იყო !
[media=http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ]
და ბოლოს კვლავ, “გენიოსი ჩრდილში” !
[media=http://www.youtube.com/watch?v=PoJcdWSGuKE]
სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის © 
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !