პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრები, რომელშიც “ბარსელონა ბ”-ს 2 ფეხბურთელი თამაშობს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს გამოეთიშა. პორტუგალიელებმა, 1/8-ფინალში, განასთან, 2:3 წააგეს.
ევროპელთა მხრიდან საუკეთესო იყო “ბარსა ბ”-ს ცენტრალური მცველი ედგარ იე, რომელმაც 71-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ორ წუთში, მან გოლი თავად გაიტანა. შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო კატალონიური კლუბის კიდევ ერთმა პორტუგალიელმა, აგოსტინო კამ, მაგრამ საყრდენი ნახევარმცველი მე-2 ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
თავის შეხვედრას ამ წუთებში მართავს “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის თავდამსხნელის, ანტონიო სანაბრიას პარაგვაი. კატალონიელთა 17 წლის შემტევი ერაყთან მიმდინარე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაშია.