კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა გადაწყვიტა ტიაგო სილვას გადმოსაბირებლად რაულ სანიელი ბრაზილიაში გაგზავნა.
რაულ სანიელი არის ადამიანი, რომელმაც ნეიმარის ტრანსფერი გაჩარხა და ის “ბარსელონაში” გადმოსვლაში დაარწმუნა. სანიელი გაემგზავრა ბრაზილიაში, რათა გამოიყენოს შანსი, კიდევ ერთხელ დააკვირდეს მცველს კონფედერაციის თასის ფინალში და შემდეგ მოლაპარაკებები გამართოს მასთან.
როგორც ესპანლური პრესა იტყობინება, ტიაგო სილვას “ბარსელონაში” გადმოსვლა სურს, მაგრამ ბრაზილიელს კატალონიაში “პარის სეინტ ჟერმეინის” არაბი ინვესტორები არ უშვებენ.
არსებობს კიდევ ერთი პრობლემაც. ტიაგო სილვა საფრანგეთში მაღალ ხელფასს იღებს. თუ ის “ბარსელონაში” გადმოვა ის მიიღებს მესის, ინიესტას და ჩავის რაოდენობის ხელფასს, ეს კი სახელფასო იერარქიას ცვლის. გავრცელებული ინფორმაციის ტიაგო თანახმაა, რომ მას ნაკლები ხელფასი გადაუხადონ.

