უახლოეს მომავალში, კატალონიელები ოფიციალური შეთავაზებებით ეცდებიან შეიძინონ ”რომას” ახალგაზრდა მცველი, მარკინიოსი.
არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ”ბარსელონა” დაცვის ხაზში სერიოზულ პრობლემებს განიცდის და კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს გამოასწოროს ეს პრობლემა. აქამდე, უკანახაზის გაძლიერების კანდიდატები დავიდ ლუიზი და ტიაგო სილვა იყვნენ, ხოლო ახლა ამ სიას მარკინიოსიც შეემატა.
Gazzeta dello Sport-ის თქმით, ესპანეთის ჩემპიონები მზად არიან ახალგაზრდა მცველში 28 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამ დღეებში მოსალოდნელია ოფიციალური შეთავაზებაც.

”ბარსელონა” მარკინიოსსში 28 მილიონს იხდის
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

