ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარკსვლავმა ნეიმარმა, იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი დაახასიათა და მასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩვენ ვისაუბრეთ სიცხეზე და ბრაზილიურ კლიმატზე. მარიომ მითხრა, რომ ბრაზილიაში ძალიან ცხელა და მას ძალიან უჭირს მსგავს პირობებში შეჩვევა. პასუხად კი მე მას ვუთხარი და ვურჩიე, რომ სიცხეს შეეჩვიოს. ბალოტელი – კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია. მან დიდი პრობლემები შეუქმნა ჩვენს დაცვას, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა პარტნიორებმა არ მისცეს მას გატანის საშუალება.” – განაცხადა, ნეიმარმა.