workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარიო ბალოტელი: მესისთან თამაში ჩემი ოცნებაა

მარიო ბალოტელი: მესისთან თამაში ჩემი ოცნებაა

“ბრეშას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი Instagram-ზე ფანებთან საუბრისას აცხადებს, რომ ლეო მესისთან ერთად თამაში მისი ოცნებაა.

“ეს ალბათ არასდროს მოხდება, მაგრამ არგენტინელთან ერთად ასპარეზობა ყველას ოცნებაა.

აშკარაა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშზე უარს არ ვიტყოდი, რომელიც ასევე ფენომენია, თუმცა მესი მირჩევნია”, – თქვა იტალიელმა.

მარიო 2007 წელსაც იხსენებს, როდესაც “ბარსელონაში” გადასვლა შეეძლო, მაგრამ მილანის “ინტერში” აღმოჩნდა:

“ვნანობ თუ არა “ბარსაში” არგადასვლას? არა. “ნერაძურიში” თითქმის ყველაფერი მოვიპოვე, შემდეგ კი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავამარცხე და აღნიშნული ტიტულიც მოვიგე.

ჩვენ ორ საუკეთესო კლუბზე ვსაუბროთ, თუმცა “ინტერში” წასვლა სწორი არჩევანი იყო”.

ამჟამად, “სუპერ მარიო” მშობლიურ “ბრეშაში” თამაშობს, რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ამ სეზონში ბალოტელიმ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

29 წლის იტალიელს კარიერის განმავლობაში, “ბრეშასა” და “ინტერის” გარდა, “მანჩესტერ სიტიში”, “მილანში”, “ლივერპულში”, “ნიცასა” და “მარსელშიც” უთამაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • სპარტაკი
    schedule 04 მაი 2020, 21:36
    #4

    როარა ზედმეტი ტრიპაჩი და არა საკუთარ თავზე მუშაობა.. მართლაც მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა ბევრად უკეთესი და დაფასებული..

  • Pablos ar abia
    schedule 01 მაი 2020, 20:08
    #3

    ზატო შენთან ერთად თამაში არაა არაავის ოცნება 😂😂

  • messi and iniesta
    schedule 01 მაი 2020, 17:44
    #2

    მაგარი ტიპაჟია მარიო

  • M10 S9 D11
    schedule 01 მაი 2020, 17:25
    #1

    შენღა აკლიხარ ბარსელონას სრული ბედნიერებისთვის რა