workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი კლუბიდან შესაძლო წამსვლელთა სიაშია

სანჩესი კლუბიდან შესაძლო წამსვლელთა სიაშია

“ბარსელონას” ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ კატალონიური კლუბი. წყაროს ცნობით იმ კლუბებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სანჩესის მომსახურებით, თავისუფლად შეუძლიათ მიმართონ “ბარსელონას” აღნიშნული ფეხბურთელის თაობაზე. ოფიციალურად ჩილელი ტრანსფერზე დაყენებული არ არის, თუმცა მისი შეძენა სხვა კლუბებს მაინც შეუძლიათ. ალექსისის გაყიდვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბს ეს ყოველივე დასჭირდება.

“ბარსელონასთვის” ამჟამად პრიორიტეტული რჩება ცენტრალური დაცვის გაძლიერება, მაგრამ არ გამორიცხავენ ხელმძღვანელები იმასაც, რომ შესაძლოა გუნდი კიდევ ერთი თავდამსხმელი მოიყვანოს გუნდში, ამჟამად უკვე ცენტრფორვარდი. ჯერჯერობით ამის თაობაზე კლუბს არავითარი შეთანხმება არცერთ კლუბთან არ მიუღწევია, თუმცა ეს ყველაფერი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი გეგმაა. კატალონიელები ასევე არ ჩქარობენ დახურონ მათი მთავარი სამიზნის საქმე, რომელიც არის ტიაგო სილვა მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელის შეძენის რამდენიმე მათი მცდელობა კრახით დასრულდა.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელით ამ დროისთვის უამრავი კლუბია დაინტერესებული, რის გამოც შესაძლოა კატალონიელებმა ალექსისის სახით ბარტერიც კი განახორციელონ. სტევან იოვეტიჩი “ფიორენტინას” მოთამაშე, რომლის მიმართაც ამჟამად ინტერესს “არსენალი” და “იუვენტუსი” იჩენენ. არსებობს შანსი მისით გაძლიერდეს კატალონიური კლუბი, რადგანაც ამ მხრივ “ფიორენტინამ” სანჩესისადმი ინტერესი უკვე დაადასტურა. კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშე, უეინ რუნია რომელმაც საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, შესაძლოა დატოვოს “ოლდ ტრაფორდი” და ძალების მოსინჯვა უკვე სხვა კლუბში სცადოს. დიდი ხანია უკვე ცნობილია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია ჩილელი ფეხბურთელით. ასე, რომ არ არის გამორიცხული სწორედ რუნის და სანჩესის ბარტერი ვიხილოთ ამ ზაფხულს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward