ტიაგო სილვას აგენტმა, პაულო ტონეტომ უარყო თავისი კლიენტის შესაძლო გადაბარგება ”ბარსელონაში”.
ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ პარიზელების მთავარი მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი მადრიდში გაემგზავრება. მიუხედავად ამისა, არ არის მოსალოდნელი პსჟ-ს შემადგენლობაში შესამჩნევი ცვლილებების ხილვა.
”მზად არის თუ არა ტიაგო სილვა ხელფასი შეიმციროს ”ბარსელონაში” სათამაშოდ? არა, ეს არ მოხდება. ტიაგო არ გადავა ”ბარსელონაში”. დარჩება თუ არა იგი პსჟ-ში? დიახ, იგი ითამაშებს საფრანგეთში, არ აქვს მნიშვნელობა დარჩება თუ არა ანჩელოტი.” – განაცხადა ბრაზილიელი მცველის აგენტმა.
ტიაგო სილვა უკანასკნელ სეზონში პსჟ-ს გადამწვეტ ფიგურად იქცა. მან 34 მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მიმდინარეობისას არაერთი მცირე დაზიანება ჰქონდა მიღებული.


