workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტაბილიზაციის ერა “ბარსელონას” ისტორიაში

სტაბილიზაციის ერა “ბარსელონას” ისტორიაში

“Dream Team”

დღეს როდესაც “ბარსელონას” პრეზიდენტი სულ ახლახან აირჩიეს, უპრიანია გავიხსენოთ მისი ერთ-ერთი წინამორბედი და კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი ხოსეპ ლუის ნუნიესი, რომელიც ბარსელონას პირველი არჩეული პრეზიდენტი იყო და კლუბს სათავეში ედგა 22 წლის მანძილზე (1978-2000წწ.)

სწორედ აღნიშნულ პერიოდში ჩაეყარა საძირკველი ბარსას უდიდეს წარმატებებს, ნუნიესი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს მას შემდეგ რაც ესპანეთში დაემხო ფრანკოს დიქტატურული რეჟიმი და მას თან გაჰყვა რეალის ჰეგემონიაც, რაც დიქტატორის ამბიციების უდავო შედეგი იყო.

მის პრეზიდენტობის დროს კლუბში მოვიდა მსოფლიოს ფეხბურთის მრავალი ლეგენდა: რონალდ კუმანი, მიხეილ ლაუდრუპი, რომარიო, ხრისტო სტოიჩკოვი რივალდო, პატრიკ კლიუვერტი, ლუის ენრიკე და სხვ. 

“ბარსელონას” ორი ბრაზილიელი ლეგენდა

1988 წელს კლუბში მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა იოჰან კრუიფი, მან შეძლო და შეკრიბა საუკეთესო გუნდი ბარსას ისტორიაში, რომელსაც ,,დრიმ თიმი” შეარქვეს. იოჰან კრიიფის მწვრთნელობისას ბარსელონამ 11 ტიტულის მოგება შეძლო.

იოჰან კრაიფი 

ნუნიესის სახელს უკავშირირდება ,,ფეხბურთის ღმერთად” აღიარებული დიეგო მარადონას ყიდვა, აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდა 1982 წლის ივნისში და მაშინდელი სარეკორდო თანხა – 3 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.

დონ დიეგო არმანდო

ნუნიესის პრეზიდენტობისას ბარსელონამ შეძლო უამრავი ტიტულის მოგება, მათი ჩამონათვალი საკმაოდ სოლიდურია:  

ლა ლიგა – (7)

1984-1985, 1990-1991, 1991-1992, 1992-1993, 1993-1994, 1997-1998, 1998-1999

კოპა დელ რეი (6)

1980-81, 1982-83, 1987-88, 1989-90, 1996-97, 1997-98

კოპა დე ლა ლიგა, ანუ ლიგის თასი (2)

1983, 1986

ესპანეთის სუპერთასი (5)

1983, 1991, 1992, 1994, 1996

უეფას ჩემპიონთა ლიგა (1)

1991–92

უეფას თასების მფლობელთა თასი (4)

1978–79, 1981–82, 1988–89, 1996–97

უეფას სუპერთასი (2)

1992, 1997

www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward