როგორც იცით ლა ლიგის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი მატჩი დარჩა, ხოლო ტურნირს კი კატალონიის “ბარსელონა” ლიდერობს. მათ მადრიდელი მეტოქეები კვალში უდგანან და მატჩს მატჩზე იგებენ. 38- ე ტური კი ბოლო იქნება ლა ლიგაში. კვირას ერთმანეთს სწორედ იმ 38- ე ტურში შეხვდებიან “ბარსელონა” და “ვალიადოლიდი”, ხოლო მადრიდის “რეალი” სტუმრად ითამაშებს “მალაგასთან”. თუ ორივე გუნდი მოიგებს, მაშინ ჩემპიონი “ბლაუგრანა” ხდება. მიუხედავად ამისა შანსი მაინც არის.
“სევილიასთნ” მატჩის 47- ე წუთზე თითქმის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და კატალონიელები იგებდნენ ლიგას, მაგრამ კანუტეს და ლუის ფაბიანოს გოლებმა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. წინა ტურში ასევე გაიმარჯვა “ბლანკოსმა”. მათ 5-1 დაამარცხეს “ატლეტიკი” და თითქოს გამარჯვების შანსი კიდევ შეინრჩუნეს, მაგრამ ეს შნსი ძალიან მცირეა თუ გადავხედავთ “ბარსელონას” წელს ჩატარებულ მატჩების შედეგებს დავრწმუნდებით, რომ მადრიდელების ოცნებას ხაზი უკვე გადასმული აქვს და პერესს მოუწევს ახალი გეგმების შედგენა მომავალი წლიდან.
37- ე ტურის ყველა მატჩი ერთ დროს დაიწყო. გულშემატკივარი ერთად თვალს ადევნებდა რამდენიმე თამაშს. რა თქმა უნდა ყველაზე დიდ ინტერესს ლიდერთა თამაში იწვევდა. როცა კრიშტიანუ რონალდუმ “ატლეტიკს” გოლი გაუტანა, ანგარიში უკვე გახსნილი იყო “სევილია” – “ბარსელონას” თამაშში, კატალონიელები იგებდნენ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში “ბლაუგრანა” მეტოქეს არაფერს არ უთმობდა. მადრიდელებს იმედი გადაეწურათ…. დაიწყო მეორე ტაიმი. “რეალმა” თავისი სამუშაო გააკეთა და კიდევ ოთხი გოლი გაუტანა მის მოწინააღმდეგეს. ამ დროს პარალელეურ მატჩში ანდალუსიელებიც გამოოცხლდნენ და მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თითქოს იმედი ჩაისახა, თითქოს მოგების შანსი კიდევ იყო, მაგრამ მთავარი არბიტრის სასტვენმა მადრიდელთა ოცნებებს ცივი წყალი გადაასხა. მატჩს არაფერი აკლდა, არც დრამა, არც ეჭვი და არც იმედი. ამ სეზონს ყველა უკავშირებს 2007 წელს, მაშინ როცა სასწაულით მადრიდის “რეალი” გახდა ჩემპიონი. ამის არავის არ სჯეროდა.
ამიტომ იმედი ყოველთვის არის ყველაფერი შეიძლება მოხდეს განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ორ გუნდს შორის განსხვავება ასეთი ცოტაა.
ორი ურთულესი მეტოქე უკვე დამარცხებულია, ესენია: “ვილიარეალი” და “სევილია”. მხოლოდ ერთი პრობლებაღა დარჩა და ეს არის “ვალიადოლიდი”. “ბარსელონამ” უკვე საკმარისი გაკვეთილები მიიღო წარსულისგან და იმედია ამ შეცდომებზე ისწავლის და კიდევ აღარ გაიმეორებს. კატალონიელებმა წელს 30 თამაში მოიგეს და აქედან ორი “ელ კლასიკო”. მადრიდის “რეალმა” კი 31 მატჩი მოიგო. “ბარსელონას” კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება და თანაც ჩავი ერნანდესის გარეშე. ახლა დასამარცხებელი “ვალიადოლიდია”, გუნდი, რომელმაც მხოლოდ ერთი მატჩი დათმო ახალი მწვრთნელის, ჩავიერ კლემენტეს მოსვლის შემდეგ. ისინი იბრძვიან გავარდნის ზონიდან ამოსასვლელად და ამიტომ ადვილად არ დანებდებიან. “ვალიადოლიდის” ასევე მადრიდელებსაც სჯერათ. რა მოხდება, ამას მხოლოდ კვირას გავიგებთ, წინასწარ კი არაფრის დარწმუნებით თქმა არ შეიძლება.
“ჩვენ ისევ აქ ვართ: ” – თქვა “ბარსელონას” მწვრთნელმა, ხოსე გუარდიოლამ.
გუარდიოლას ეს სიტყვები სულ უფრო და უფრო დიდი ხდება. ყოველდღე იზრდება. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს… საბოლოოდ კი უზომო გახდება…
ინფორმაციის წყარო: www.totalbarca.com