დაიბადა1901 წლის 21 იანვარს ბარსელონაში. გარდაიცვალა 1978 წლის 15 სექტემბერს ბარსელონაში.
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რიკარდო ზამორა ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი პრიმერადივიზიონის საუკეთესო გოლკიპერებს სწორედ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის პრიზით აჯილდოვებს.
,,ბარსელონას” შემადგენლობაში რიკარდო ზამორა 1919-1922 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო კარალონიის ჩემპიონის ტიტული.1920 და 1922 წლებში კი ესპანეთის თასიც აღმართა.
ის ,,ბარსელონა” რომელსაც ჯეკ გრინველი თავკაცობდა, კლუბის ისტორიაში საუკეთესოთა შორის სახელდება..ზამორას მხარდამხარ რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელი თამაშობდა: ხოსეპ სამიტიერი, სახიბარბა, პაულინიო ალკანტარა,ფელიხს სესუმახა და სხვები…
1920 წელს რიკარდო ზამორამ ანტვერპენის ოლიმპიადის ფინალში იტამაშა – ვერცხლის მედალი მოიპოვა. სხვათა შორის, ბელგიიდან შინ დაბრუნებული დააკავეს. ციხეში ჩასვეს და ჯარიმაც გადაახდევინეს მხოლოდ იმიტომ, რომ კუბურ სიგარას ეწეოდა….
1936 წელს, როდესაც ქვეყნის პირველ გუნდშჳ ასპარეზობა დაასრულა, მის ანგარიშზე ნაკრებში 46 მატჩი იყო. ეს მიღწევა შემდეგი 38 წლის მანძილზე რეკორდი გახლდათ – ზამორას მხოლოდ 1974 წელს გადაასწრო ხოსე ანხელ ირიბარმა.
1929 წელს ესპანეთის ნაკრებმა ინგლისს 4:3 სძია და გახდა პირველი არაბრიტანული გუნდი, რომელმაც ინგლისი დაამარცხა.იმ შეხვედრაში ზამორამ გატეხილი ნეკნით ითამაშა…
1934 წელს ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნისეტო-ალკალი ზამორამ რიკარდო ზამორას რესპუბლიკის ღირსების ორდერი გადასცა.1950 წელს კი ლეგენდარული მეკარე დიქტატორმა ფრანკომ დიდი ჯვრის ორდერით დააჯილდოვა…
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ რიკარდო ზამორა მწვრთნელი გახდა: ,,ატლეტიკო ავიასიონთან” (მადრიდის არტლეტიკოს წინამორვბედი) 1940 და 1941 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, 1948 წელს კი ვიგოს ,,სელტა” თასის ფინალში გაიყვანა.
1952 წელს მან ორ შეხვედრაში უტავკაცა ესპანეთის ნაკრებს.
რიკარდო ზამორა
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:
ესპნაეთის თასი: 1920, 1922