17 აპრილს, ქალაქ ტარაგონას “ნოუ ესტადიზე”, კატალონიის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. მოქმედ ჩემპიონს, ადგილობრივ “ჟიმნასტიკს” “ბარსელონა” დაუპირისპირდა, რომელსაც უკვე მე-2 წელია, ამ ტურნირზე “ბარსა ბ” გაჰყავს. ახალგაზრდა კატალონიელებმა მეტოქე 1:0 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
თამაშში, რომელშიც “ბარსა ბ” უპირატესობას ფლობდა, ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. თავი თერთმეტმეტრიანით ლომბანმა გამოიჩინა.
ფინალში, “ბარსა ბ” “ესპანიოლს” შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში “ლაგოსტერა” 3:0 გაანადგურა. ფინალში გამარჯვებული კატალონიის თასის ისტორიაში საუკეთესო გუნდი გახდება. ამჟამად, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” 6-6 ტიტული აქვთ.