workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო სილვა: ”ბავშვობიდან ”ბარსას” გულშემატკივარი ვარ”

ტიაგო სილვა: ”ბავშვობიდან ”ბარსას” გულშემატკივარი ვარ”

პსჟ-ს მცველმა, ტიაგო სილვამ ”ბარსელონასთან” მატჩის წინ ერთი დღით ადრე, საჯაროდ გამოაცხადა, რომ კატალონიურ გრანდს ბავშვობიდან გულშემატკივრობს. 

– თავს კარგად ვგრძნობ. არანაირი პრობლემა არ მაქვს და მზად ვარ თამაშისთვის.

– მესის შესაძლო არყოფნა ხელს შეგიწყობთ? 

– არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ლეო. ძალიან რთულია მისი პერსონალურად აყვანა. როდესაც იგი დრიბლინგს იწყებს, გგონია, რომ ბურთი უბრალოდ მიწეპებულია მის ფეხზე. რა თქმა უნდა, მისი არყოფნა ხელს შემიწყობს, მაგრამ კატალონიელებს ჰყავთ ვილია და პედრო. ამ გუნდს არ ჰყავს მხოლოდ ერთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ ეს არის ზოგადად მსოფლიოს საუკეთესო კლუბი.

– ”ბარსელონა” ცენტრალური მცველის ძიებაშია. იყო თუ არა თქვენ შორის მოლაპარაკება? 

– წინა ზაფხულში, გუნდი ცდილობდა ჩემს აგენტთან დაკავშირებას, მაგრამ მაშინ უკვე შეთანხმება მიღწეული გვქონდა “პსჟ”-ს ხელმძღვანელობასთან და გადაწყვეტილების შეცვლა დაგვიანებული იქნებოდა. თუმცა არავინ არ იცის რა მოხდება მომავალში. ბავშვობაში, როდესაც ”ბარსელონაში” თამაშობდნენ რომარიო, რონალდო და რივალდო, მე მათი გულშემატკივარი ვიყავი. ეს არც ხვალინდელი მატჩის მერე არ შეიცვლება.

– კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში, გექნებათ თუ არა ჯარიმის სახით გადასახდელი თანხა? 

– ამგვარ საკითხებს ჩემი აგენტი აგვარებს. თუმცა ფეხბურთში ბიუროკრატიული სირთულეების დაძლევა ყოველთვის შეიძლება. პარიზში მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ, ხოლო რა მოხდება შემდეგში, არავინ არ იცის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward