workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”დეპორტივო”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”დეპორტივო”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ხოსე მანუელ პინტო: ”მოხარული ვარ, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ. გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაეხმარება გუნდს და გულშემატკივრებს. გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ შეგვიძლია ტიტულს ძალიან მივუახლოვდეთ. ”სელტასთან” ჩემი თამაში განსაკუთრებული იქნება, იქ დიდი რო გავატარე და დიდებული მოგონებები მაკავშირებს”.

ტიაგო ალკანტარა: ”სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძოლებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი გვიახლოვდება. ჩვენ შევეცდებით კარგი შედეგის მიღწევას. ეს გამარჯვება მორალურად დაგვეხმარება. ”მილანთან” მატჩის წინ ძალიან ოპტიმისტურად ვართ. ”დეპორტივოსთან” დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარში რითმს ვინარჩუნებდით და საერთო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდა. მომენტების შექმნა მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს კარგ თამაშზე მიუთითებს”.

ალექსის სანჩესი: ”მოხარული ვარ იმის გამო, რომ თამაშის საშუალება მომეცა. ჩვენ გავიმარჯვეთ, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე უნდა გავიმარჯვოთ ”მილანთან”. კლასიკოებმა ჩვენზე იმოქმედა, თუმცა ძლიერი გუნდი ვართ და ამ სიტუაციას დავძლევთ. მესი განსაცვიფრებელია”.

დანი ალვესი: ”მაღალი დონის გუნდი დაგსჯის, როცა შენს მომენტებს ვერ გამოიყენებ. ჩვენ გაუმჯობესება გვჭირდება. თუკი ჩემპიონთა ლიგის ტურნირში დარჩენა გვსურს უკეთე თამაში უნდა შევძლოთ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward