“ბარსამ” აზიური ტურნე დაგეგმა

“ბარსამ” აზიური ტურნე დაგეგმა

ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულში, შორეულ აზიაში, “ბარსელონა” წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრებს გამართავს.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდები იქნებიან “ბარსელონას” მოწინააღმდეგეები აზიური ტურნეს დროს, მაგრამ ცნობილი გახდა 3 შეხვედრის ჩატარების ადგილი და დრო. სანდრო როსელის თქმით, პირველი შეხვედრა 4 აგვისტოს, შანხაიში (ჩინეთი) გაიმართება. 3 დღის შემდეგ, 7 აგვისტოს, “ბარსელონას” თამაშს უკვე ბანგკოკი (ტაილანდი) უმასპინძლებს. კიდევ 3 დღის შემდეგ, 10 აგვისტოს, კატალონიელები ამხანაგურ შეხვედრას კუალა ლუმპურში (მალაიზია) გამართავენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “ბარსელონა” საჩვენებელი მატჩების გასამართად შორეულ აზიაში მიემგზავრება. 2010 წელს, კატალონიელებმა სეულსა და პეკინში 2 თამაში გამართეს. სამხრეთ კორეაში, “ბარსამ” K ლიგის ნაკრები 5:2 გაანადგურა. გოლები იბრაჰიმოვიჩმა, მესიმ (2), ჯონათან სორიანომ და ვიქტორ სანჩესმა გაიტანეს. ჩინეთში, კატალონიელებმა “გუოანს” 2:0 სძლიეს. თავი იბრაჰიმოვიჩმა და ნოლიტომ გამოიჩინეს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი